სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ზამთრის სპორტი ==
საქართველოში ზამთრის სპორტი წარმოდგენილია ძირითადად შემდეგი სახეობებით:სამთო სათხილამურო, თხილამურით ტრამპლინიდან ხტომა, საციგაო, ბიატლონი, ფიგურული ციგურაობა და ყინულის ჰოკეი.
 
 
'''საქართველოში თხილამურობის განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა [[1920-იანები|1920]]-იანი წლების მიწურულს ,''' როცა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგაზავროსნობის განყოფილების თავჯდომარე პროფესორ გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მოეწყო ე.წ. სადაზვერვო გასვლა [[ბაკურიანი|ბაკურიანში]]. პირველი მოთხილამურეები სწორედ მთამსვლელები იყვნენ. [[1931]] წელს ამიერკავკასიის პროლეტარული ტურიზმის და ექსკურსიების საზოგადოების სამთო სექცია სამთო და სათხილამურო სექციად გადაკეთდა. ამავე წელს მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა [[კავკასიონი|კავკასიონზე]], რომლის მონაწილენიც თხილამურებით ჩავიდნენ მესტიაში. [[1932]] წელს [[გიტო გიორგაძე|გიტო გიორგაძის]] ხელმძღვანელობით ბაკურიანში ჩამოყალიბდა მოთხილამურეთა პირველი ხუთკაციანი ჯგუფი,
 
ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღის შენობაში კი პირველი სათხილამურო სადგური დაბანაკდა. მოთხილამურეთა პირველი შეჯიბრება (5 კილომეტრზე რბოლა და მთიდან დაშვება) [[1934]] წელს გაიმართა ბაკურიანში და თბილისელი [[გაიოზ კანდელაკი|გაიოზ კანდელაკის]] გამარჯვებით დამთავრდა. [[1935]] წელს ბაკურიანშივე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაშიც შედიოდა რბოლა 5, 10, და 20 კილომეტრზე, სლალომი და ტრამპლინიდან ხტომა. რბოლებში საუკეთესო იყო [[ვლადიმერ კოსმაჩევსკი]], სამთო სახეობაში - ალექსანდრე გვალია. მოგვიანებით საქართველოს მოთხილამურეები საკავშირო შეჯიბრებებშიც ჩაებნენ, მაგრამ რბოლებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ და ამ დისციპლინებში არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში გამოსულან.
 
 
'''თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა'''
 
საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია [[1935]] წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა პირველი 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს. მაშინ ყველას აჯობა იმ დრისთვის უკვე ცნობილმა ალპინისტმა და სამთო-სათხილამურო საქმის ორგანიზატორმა [[ალექსანდრე (სანდრო) გვალია|ალექსანდრე (სანდრო) გვალიამ]]. მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70, და90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ [[კობა წაქაძე|კობა წაქაძეს]] - [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირის]] მრავალგზის ჩემპიონს, ათამდე საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეს. წაქაძე თითქმის 20 წლის განმავლობაში გამოდიოდა დიდ ასპარეზზე, გამოირჩეოდა სტაბილური შედეგებით და ხტომის დახვეწილი მანერით. მან სკვო-ველისა([[1960]]) და [[საპორო|საპოროს]] ([[1972]]) ოლიმპიადებზე მეცხრე შედეგი აჩვენა. [[1960-იანები|1960]]-იან წლებში არაერთ საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა ასევე ბაკურიანელმა მხტომელმა მიხეილ გავამ (მისი საუკეთესო შედეგია სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადის ჩემპიონობა). დამოუკიდებელი საქართველოს სახელით სამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა კობა წაქაძის ვაჟი-[[კახა წაქაძე]], რომელმაც მანამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და საკავშირო თასი მოიგო.
 
 
'''სამთო თხილამურობა'''
 
საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტი განვითარდა [[1930]]-იანი წლიდან, როცა ჩამოყალიბდა პირველი სათხილამურო სექცია და კავკასიონზე მოეწყო სამთო-სათხილამურო ლაშქრობა ([[1931]]). ამ საქმეს სათავეში ედგნენ [[გიტო გიორგაძე]], ალექსანდრე გვალია, [[გიორგი ბაქრაძე]], [[ვიქტორ მალოვიჩკო]]. მთიდან დაშვებაში პირველი შეჯიბრება გაიმართა ბაკურიანში [[1934]] წელს. გაიმარჯვა თბილისელმა გაიოზ კანდელაკმა. მომდევნო წელს ჩატარებულ საქართველოს პირველ ჩემპიონატში სამთო სახეობები მოიგო ალექსანდრე გვალიამ. პირველი სპორტის ოსტატი გახდა ბაკურიანელი [[ლევან (ლალა) ფანჯიკიძე]] ([[1940]]), საკავშირო ჩემპიონატებში არაერთი მედალი მოიპოვა ასევე ბაკურიანელმა მოთხილამურემ მიხეილ გავამ. საკავშირო შეჯიბრებებში წარმატებით გამოდიოდნენ [[ნიკოლოზ მიქაბერიძე]], [[იბრაჰიმ ჯანგობეკოვი]],[[ლიანა გოგოლაძე]], [[ნათელა ფალიანი]], [[ბორის კახიანი]] და სხვები. [[1994]]-[[2010]] წლებში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 7 სამთო მოთხილამურე - [[ზურაბ ჯიჯიშვილი]], [[სოფიკო ახმეტელი]], [[ლევან აბრამიშვილი]], [[რობერტ მახარაშვილი]], [[იოსებ აბრამაშვილი]], [[ჯაბა გელაშვილი]] და [[ნინო წიკლაური]]. მათგან საუკეთესო იყო ჯიჯიშვილი, რომელმაც [[1998]] წელს ნაგანოს თამაშებზე სამთო კომბინაციაში XIV ადგილი დაიკავა. [[სოფიკო ახმეტელი]] ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ქალი საქართველოდან, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. მას არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილი საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის - ევროპის თასის გათამაშების ეტაპებში. <ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=36</ref>
 
 
'''ციგაობა, როგორც სპორტის სახეობა, საქართველოში გავრცელდა [[1960]]-იანი წლების მიწურულს.''' [[1970]] წელს ბაკურიანში გაიხსნა ციგაობის პირველი სპორტული ჯგუფი [[ალექსანდრე ქუმარიტაშვილი|ალექსანდრე ქუმარიტაშვილის]] ხელმძღვანელობით, [[კოხტაგორა|კოხტაგორის]] ფერდობზე კი მოეწყო 25-მეტრიანი ტრასა. საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი გაიმართა [[1972]] წელს. პირველი სპორტის ოსტატები იყვნენ [[ქეთევან ჯეირანაშვილი]] და [[ფელიქს ქუმარიტაშვილი]]. [[1974]] წელს ბაკურიანში აიგო საერთათაშორისო  სტანდარტების შესაბამისი საციგაო ტრასა. ყველაზე წარმატებული მიციგავეები არიან [[კახა ვახტანგიშვილი]] და [[ლევან თიბილოვი]]. ამ წყვილმა [[1989]] წელს ევროპის პირველობაზე მე-2 ადგილი დაიკავა, 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ([[ლილეჰამერი]]) კი მე-17 ადგილზე გავიდა.
 
პრეზიდენტი: - ფელიქს ქუმარიტაშვილი<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=37</ref>
 
 
'''საქართველოს  ბიატლონის  ეროვნული ფედერაცია დაფუძნდა [[2002]] წლის [[26 ნოემბერი|26 ნოემბერს]]''' . ამ მოკლე დროის განმავლობაში ბევრი რამ იქნა გაკთებილი, ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, დაგეგმილია შეჯიბრებები. შეირჩა საქართველოს ნაკრები გუნდი, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ მაღალი შეფასება მისცა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა.   სპორტსმენების მომზადების დონე ყოველ წლიურად შესამჩნებად მატულობს.
 
[[2004]] წელს საქართველოს ეროვნული ფედერაცია გაწევრიანდა საერთაშორისო ბიატლონის ფედერაციაში.
 
[[2009]] წლიდან დღემდე საერთაშორისო  არბიტრაჟის თავმჯდომარე და პირველი მოადგილე,  საქართველოს ბიატლონის ფედერაციის წევრებია.
 
საქართველო წლების განმავლობაში ითვლებოდა ზამთრის სპორტის ცენტრად, ყოფილ საბჭოთა კავშირში. თუკი გავისთვალისწინებთ დღევანდელ სასაზღრო ზოლს და კლიმატურ პირობებს, და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნახევრად გასამხედროვებულ სპორტის სახეობის კერძოდ - ბიატლონის განვითარებას საქართველოში.
 
ბაკურიანში ტარდებოდა სხვადასხვა დონის საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები ზამთრის სახეობებში. იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების ჩატარების  საკითხი. აქვე მზადებას გადიოდა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრები ბიატლონში. სპორტულ კომპლექსში შედიოდა სასტუმრო, სასროლი მოედანი და სრბენი ბილიკი. აქ მომზადებლი სპორტსმენები მაღალ შედეგებს აღწევდნენ საერთაშორისო არენაზე. [[ბაკურიანი|ბაკურიანში]] [[1969]]-[[1970]] წლებში ჩატარდა საკავშირო შეჯიბრება ბიატლონში.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=7</ref>
 
 
'''ფიგურულ ციგურაობას საქართველოში საფუძველი ჩაეყარა [[1960]] წელს''', თუმცა მანამდე, [[1900-იანები|1900]]-იან წლებში [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] ამ სახეობას ეუფლებოდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი და სპორტსმენი [[გიორგი ნიკოლაძე]]. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა [[1961]] წელს, [[1964]] წელს თბილისში აშენდა საქართველოში პირველი ხელოვნურსაფარიანი საციგურაო დარბაზი. პირველი თაობის მოციგურავეათა შორის გამოირჩეოდნენ [[ირაკლი ჯაფარიძე]], [[ირინა არხანგელსკაია]], შემდეგ კი [[მარინე ცერცვაძე]], [[ლია გაბელაია]], [[მიხეილ სიხარულიძე]], [[გია შანყულაშვილი]], [[ბესარიონ ცინცაძე]]. დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიურ თამაშებში პირველად გამოვიდა [[ვახტანგ მურვანიძე]].  ყველაზე წარმატებული ქართველი ფიგურისტია [[ელენე გედევანიშვილი]], რომელმაც [[2006]] წელს ტურინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა.
 
პრეზიდენტი: - მარიამ გიორგობიანი<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=53</ref>
 
 
'''საქართველოში ყინულის ჰოკეის თამაში [[1960-იანები|1960]]-იან წლებში დაიწყეს'''. ამ საქმეს მეთავეობდა მოსკოვიდან მოწვეული მწვრთნელი [[ვალენტინ ზახაროვი]].
 
[[1961]] წლის იანვარში [[ბაკურიანი|ბაკურიანში]] რესპუბლიკის პირველი ჩემპიონატიც გაიმართა. შეჯიბრებაში თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის გუნდები მონაწილეობდნენ. ამ გუნდებში ძირითადად საქართველოში დისლოცირებული [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შედიოდნენ, თუმცა ახალი თამაშის დაუფლება ქართველმა ენთუზიასტებმაც სცადეს. რესპუბლიკის პირველი ჩემპიონის სახელი მოიპოვა ახალქალაქის გუნდმა, რომელმაც ფინალში ბათუმის გუნდს 9:4 მოუგო.
 
[[1962]] წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მეორე ჩემპიონატი. ამჯერად შეჯიბრებში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები ჩაებნენ. ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის პირველმა გუნდმა, რომელმაც წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქის ჰოკეისტები 4:2 დაამარცხა.
 
ამ ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ნაკრები, რომელმაც [[1962]] წლის მარტში სსრკ ხალხთა ზამთრის სპარტაკიადაში ითამაშა. ჩვენმა გუნდმა ორი მატჩის მოგება შეძლო (ყირგიზეთთან - 1:0, სომხეთთან - 11:2) და 12 მონაწილეს შორის X ადგილზე გავიდა.
 
საქართველოში ყინულის ჰოკეის ინტერესი კვლავ გაჩნდა [[1970]]-იან წლებში. პირველი თაობის ნაკრების წევრმა [[ნოდარ დონაძემ]] ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი „პირველი მერცხალი“, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრში - „ოქროს შაიბაში“ ითამაშა. ამ გუნდის მეკარემ [[კოტე ბახუტაიშვილი|კოტე ბახუტაიშვილმა]] [[1988]] წელს სსრკ იუნიორთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
ნოდარ დონაძის მოწაფეების - დენის დავიდოვის და ლაშა ცაგარეიშვილის თაოსნობით, [[2004]] წელს დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია, რომელიც [[2009]] წელს [[ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია|ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის]] წევრი გახდა.
 
[[2008]] წელს ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში, [[2012]] წელს კი შედგა საქართველოს ნაკრების დებიუტი ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში.
 
[[2018]] წელს ჩვენი გუნდი ამ დივიზიონის ჩემპიონი გახდა და მსოფლიო ლიგაში ერთი საფეხურით დაწინაურდა.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=62</ref>
 
 
=== ტრაგედია ===
[[ნოდარ ქუმარიტაშვილი|ნოდარ ქუმარიტაშვილს]]  (25 ნოემბერი, 1988 - 12 თებერვალი, 2010) 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, ვარჯიშისას კატასტროფა შეემთხვა და 21 წლის ასაკში დაიღუპა. ეს ამ სპორტში დაღუპვის მესამე შემთხვევა იყო.
 
==ჩოგბურთი==
1 038

რედაქტირება