ეტიენ კაბე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეტიენ კაბე''' (დ. 1 იანვარი, 1788, დიჟონი — გ. 8 ნოემბერი, 1856, სენტ-ლუის...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ეტიენ კაბე''' (დ. 1 იანვარი, 1788, დიჟონი — გ. 8 ნოემბერი, 1856, სენტ-ლუისი, აშშ) — ფრანგი პუბლიცისტი, მწერალი, უტოპისტ-კომუნისტი, კარბონარიების მოძრაობისა და 1830 წლის რევოლუციის მონაწილე. რევოლუციის ისტორიკოსი. ჯერ ბელგიაში იყო ემიგრაციაში, შემდეგ დიდ ბრიტანეთში, სადაც რობერტ ოუენი გაიცნო. რომანში „მოგზაურობა იკარიაში“ კომუნიზმი წარმოადგინა საზოგადოებად, რომელიც შეესატყვისება გონების პრინციპებსა და ბუნების მოთხოვნილებებს, ემყარება სოციალისტურ თანასწორობას, ძმობას, ერთობასა და დემოკრატიას. XIX საუკუნის I ნახევრის ცნობილი სოციალისტი მოაზროვნეების მოძღვრებასთან შედარებით მისი უტოპია უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პროლეტარიატის კლასობრივი მოუმწიფებლობის გამო ეტიენ კაბეს „იკარიული სოციალიზმი“ ფრანგ ხელოსნებსა და მუშებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1848 წელს ტეხასში (აშშ) დააარსა იკარიელთა კოლონია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეტიენ_კაბე“-დან