აღა მუჰამედ იაჰია ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
 
ხაზი 51:
 
== ბიოგრაფია ==
აღა მუჰამედ იაჰია ხანი დაიბადა [[1917]] წლის 4 თებერვალს [[ბრიტანეთის ინდოეთი]]ს ქალაქ [[ჩაკვალი|ჩაკვალში]]. იგი აზერბაიჯანული წარმოშობისა იყო, მიეკუთვნებოდა ყიზილბაშების ტომს<ref>John Keay, «India: A History. Revised and Updated».</ref><ref>Nikhat Ekbal, «Great Muslims of undivided India».</ref><ref>Hugh Tinker, «South Asia: A Short History" University of Hawaii Press», 1990. — ISBN 0824812875.</ref><ref>Shahid Javed Burki, «Historical Dictionary of Pakistan». — ISBN 1442241489.</ref><ref>Agha Humayun Amin, «India Pakistan Wars-1947 to 1971-A Strategic and Operational Analysis».</ref>. მისი მამა საადატ ალი ხანი, წარმოშობით [[პეშავარი]]დან იყო. [[პენჯაბის უნივერსიტეტი]]ს დასრულების შემდეგ იაჰია ხანი შევიდა [[დეჰრადუნი]]ს ინდოეთის სამხედრო აკადემიაში. [[1938]] წელს დაიწყო მუშაობა ბრიტანეთის ინდოეთის არმიის იმ სამხედრო ნაწილში, რომელიც მდებარეობდა ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ტერიტორიებში. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში იგი თავის მოვალეობებს ასრულებდა ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში, [[ერაყი|ერაყში]] და[[იტალია]]ში. [[ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფა|ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფის]] შემდეგ იაჰია ხანმა მთავარი როლი ითამაშა [[კვეტა]]ში პაკისტანის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის დაარსების საქმეში. [[1965]] წლის [[ინდოეთ-პაკისტანის მეორე ომი]]ს პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ქვეით დივიზიას. [[1966]] წელს იგი გახდა გენერალი და დაინიშნა პაკისტანის სახმელეთო ძალების მეთაურად. [[1969]] წელს მთელ ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. [[მუჰამად აიუბ-ხანი]] იძულებული გახდა ხელისუფლება გადაეცა ქვეითი ძალების შტაბის მეთაურს გენერალ იაჰია ხანს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იაჰია ხანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან შეცვალა კონსტიტუცია, დაითხოვა ეროვნული და პროვინციული პარლამენტები. [[1969]] წლის 31 მარტს იაჰია ხანი ოფიციალურად გახდა პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი<ref name=CDI>{{cite web|author=|date=|url=http://www.storyofpakistan.com/person.asp?perid=P018|title=Yahya Khan|publisher=|accessdate=2012-01-30|lang=en|archiveurl=httphttps://www.webcitation.org/65blhsuPJ?url=http://www.storyofpakistan.com/person.asp?perid=P018|archivedate=2012-02-21}}</ref>.
 
პაკისტანის სხვა მმართველებისაგან განსხვავებით იაჰია ხანი არ ყოფილა დაინტერესებული თავისი მმართველობის გაგრძელებით. ქვეყნის შიგნით სტაბილური მდგომარეობის დამყარებისთანავე დაიწყო იმ ადამიანის ძებნა, ვისაც ხელისუფლებას გადააბარებდა. [[1970]] წლის 29 მარტს წარმოადგინა დროებითი კონსტიტუციის პროექტი. [[1970]] წლის დეკემბერში პაკისტანში გაიმართა არჩევნები. პრობლემები დაიწყო, როდესაც გამოქვეყნდა არჩევნების შედეგები. [[ავამი ლიგა]]მ [[მუჯიბურ რაჰმანი]]ს ხელმძღვანელობით ქვეყნის პარლამენტში აღმოსავლეთ პაკისტანისათვის გამოყოფილი 162 ადგილიდან მიიღო 160 ადგილი. მიუხედავად ამისა, დასავლეთ პაკისტანში მათ არცერთი ადგილი არ მიუღიათ. მეორე მხრივ, [[პაკისტანის სახალხო პარტია]] [[ზულფიკარ ალი ბჰუტო]]ს მეთაურობით გახდა უდიდესი პარტია [[პენჯაბის შტატი|პენჯაბიდან]] და [[სინდის პროვინცია|სინდიდან]], სადაც მიიღო 81 ადგილი. ამან განაპირობა ქვეყნის გახლეჩვა და პოლიტიკური ქაოსი. აღნიშნული ქოსიდან ქვეყნის გამოყვანა იაჰია ხანმაც ვერ შეძლო. აღმოსავლეთ პაკისტანში [[ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის|აჯანყდნენ ბენგალელები]]. ამან გამოიწვია [[ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი]]ს დაწყება [[1971]] წლის ზამთარში<ref name=CDI />.