მოძრაობა ვიეტნამის ომში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგ: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:მუშავდება}} 1964 წელს გამართული დემონსტრაციებით დაიწყო ვ...
(განსხვავება არ არის)

09:26, 14 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს M.P1942.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: სექტემბერი 14, 2020.


სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 1292 დღე.
გთხოვთ ამოიღოთ ეს გამაფრთხილებელი თარგი სტატიიდან და შეატყობინოთ მომხმარებელს „M.P1942.“
{{subst:მუშავდება/შეტყობინება|M.P1942.|მოძრაობა ვიეტნამის ომში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგ}}-~~~~


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}


1964 წელს გამართული დემონსტრაციებით დაიწყო ვიეტნამის ომში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი გამოსვლები, რომელთაც საბოლოოდ მიიღეს სოციალური მოძრაობის სახე. მოძრაობა გაგრძელდა მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში. ამ მოძრაობამ ხელი შეუწყო, ძლიერი და პოლარიზებული დებატების გამართვას, ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით, უმთავრესად შეერთებულ შტატებში, 1960-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1970-იანი წლების დასაწყისში.

მშვიდობიანი მოძრაობის მონაწილეებში ჭარბობდნენ სტუდენტები ამერიკიდან, ასევე დედები, დისიდენტები და ჰიპები. აფრო-ამერიკელების სამოქალაქო უფლებების დამცველთა, ქალთა გათავისუფლების მოძრაობის, ჩიკანოსა (მექსიკელი-ამერიკელების სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობა) და ორგანიზებული შრომის სექტორის მოძრაობის წევრთა ჩართულობის შედეგად, ოპოზიცია გაფართოვდა. გარდა ამისა, ოპოზიციას შეუერთდნენ პედაგოგები, სასულიერო პირები, აკადემიკოსები, ჟურნალისტები, იურისტები, ფიზიკოსები, მათ შორის ბენჯამინ სპოკი და ასევე სამხედრო ვეტერანები.

მათი მოქმედებები უმეტესად მშვიდობიანი, არაძალადობრივი ნაბიჯებისგან შედგებოდა; რამდენიმე მოვლენა განზრახ პროვოკაციული და ძალადობრივი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიცია ძალადობრივად გაუსწორდა მშვიდობიან დემონსტრანტებს. 1967 წელს, Gallup–ის გამოკითხვების თანახმად, ამერიკელთა მზარდი უმრავლესობა შეცდომად მიიჩნევდა სამხედრო ჩარევას ვიეტნამში, რომელსაც ათწლეულების შემდეგ ნეგატიურად გამოეხმაურა ამერიკის ომის დაგეგმვის იმდროინდელი ხელმძღვანელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რობერტ მაკნამარა.

ოპოზიციის შექმნა

თავდაპირველი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ პროექტს მოჰყვა. საპროტესტო ტალღა ნელ-ნელა გაიზარდა 1965 წლის შემდგომ, რადგან ვიეტნამის ომში სახელმწიფო აქტიურად იწვევდა უმცირესობებს, დაბალი და საშუალო კლასის თეთრკანიანებს. მცირე რაოდენობის მიუხედავად, მოძრაობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმ ადამიანებმა, რომლებიც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მრწამსის გამო ამბობდნენ უარს. „ლურჯი საყელოს“ ფენის წარმომადგენელი ამერიკელები, განსაკუთრებით კი, აფროამერიკელები გაერთიანდნენ სამხედრო გაწვევის სისტემის წინააღმდეგ, რომელიც მათი აზრით უსამართლოდ იყო შედგენილი და რასობრივ თუ კლასობრივ უსამართლობას წარმოშობდა.

ვიეტნამის ომის წინააღმდეგ ოპოზიციის ჩამოყალიბებაში სტუდენტების უპრეცენდენტო აქტიურობამ, თავის მხრივ ხელი შეუწყო, სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობების ჩამოყალიბებას. ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეთა ზრდას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ვიეტნამის ტელევიზიაზე ფართო წვდომამ.

სამხედრო გაწვევის სისტემის გაპროტესტების გარდა, ომის მოწინააღმეგეები მორალური არგუმენტებით დაუპირისპირდნენ ამერიკის შეერთებული შტატების შესვლას ვიეტნამში. ომის წინააღმდეგ მკაფიო მორალური არგუმენტებით გამოდიოდნენ ამერიკული კოლეჯების სტუდენტები, რომლებიც უფრო მეტად უპირისპირდებოდნენ შეერთებული შტატების იმპერიალისტურ მიზნებს, ვიდრე გაწვევის სისტემას. მათ ომი გამოაცხადეს, როგორც ამორალური ქმედება. მოქალაქეთა გარდაცვალების უგულებელყოფამ მთელი დასავლური მედიის მიერ, გამოიწვია პროტესტთა ახალი ტალღა, რაგან გავრცელდა ფოტომასალა, რაც ნათლად ასახავდა მსხვერპლთა სიმრავლეს. გავრცელდა სამარცხვინო ფოტო, სადაც გენერალი Nguyễn Ngọc Loanმა ტეტის შეტევის დროს, ესროლა სავარაუდო ტერორისტს, რომელსაც ხელბორკილები ედო, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ომის წინააღმდეგ ამერიკული ოპოზიციის კიდევ ერთი არგუმენტი იყო იმის გააზრება, რომ აშშ-ს ჩარევა ვიეტნამში, რომელსაც დომინოს თეორიითა და კომუნიზმის საფრთხით ამართლებდნენ, იურიდიულად არ იყო ლეგიტიმური. ამერიკელთა ნაწილი თვლიდა, რომ კომუნიზმის საფრთხე იყო შირმა, ამერიკის იმპერიალისტური ზრახვების დასამალად, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ამერიკის ჩარევამ სამხრეთ ვიეტნამში ხელი შეუშალა ქვეყნის თვითგამორკვევას და მიიჩნევდნენ, რომ ვიეტნამის ომი სამოქალაქო ომია, რომელსაც უნდა განესაზღვრა ქვეყნის ბედი და ის, რომ ამერიკის ჩარევა არ იყო სწორი.

მედიის მიერ ომის გაშუქებამ შეძრა სახლში დარჩენილი მოქალაქეებიც, რადგან ისინი საკუთარი სამზარეულოებიდან ადევნებდნენ ომის მსვლელობას თვალს ტელევიზორების მეშვეობით. NBC-ის ჟურნალისტმა ფრანკ მაკგიმ განაცხადა, რომ ომის დასასრულზე „დასკვნა მიღებული უნდა იქნას ფაქტებისგან განუყრელად." პირველად ამერიკის ისტორიაში, მედიას ჰქონდა შესაძლებლობა რომ გაეშუქებინა კადრები საბრძოლო ველიდან.

მსხვერპლის ამსახველი კადრები ხელს უშლიდა ომის შესახებ მითების გავრცელებას. ამერიკელ ჯარისკაცთა დიდმა მსხვერპლმა ხელი შეუწყო ომის ოპოზიციის ზრდას ამერიკაში. თავიანთ წიგნში „თანხმობის წარმოება“, ედვარდ ს. ჰერმანმა და ნოამ ჩომსკიმ უარყვეს მეინსტრიმული შეხედულება მედიის გავლენისა ომზე და რეკომენდაციას აძლევდნენ მედიის მიერ ომის ამსახველი სასტიკი კადრებისა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის კადრების ცენზურას.

პოლარიზაცია

აშშ გახდა პოლარიზებული ომის გამო. ამერიკის ომში მონაწილეობის მხარდამჭერთა უმეტესობას არგუმენტად დომინოს თეორია მოჰყავდათ, თეორია, რომლის მიხედვითაც თუ ერთი ქვეყანა დამარცხდებოდა კომუნიზმთან ბრძოლაში, მას მისი მოსაზღვრე ქვეყნების ავტომატური მარცხი მოჰყვებოდა კომუნიზმის წინაშე, დომინოს პრინციპის მსგავსად.

მედიამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამერიკელთა აზრის პოლარიზაციაში ვიეტნამის ომთან მიმართებაში. მაგალითად, 1965 წელს მედიის ყურადღება ექცეოდა საბრძოლო ტაქტიკებს. არ განიხილებოდა სამხრეთ აზიის ფართო მასშტაბიანი ჩართულობის, ინტერვენციის საჭიროება. 1965 წლის შემდეგ მედია მკაფიოდ აშუქებდა ამერიკაში არსებულ საპირისპირო შეხედულებებს, დისიდენტების შეხედულებათა გამოკლებით.

მედიამ ხელი შეუწყო საზოგადო დებატების ჩამოყალიბებას, ხელი შეუწყო „ქორებსა და მტრედებს“ შორის დებატების წარმართვას. „მტრედები“ ლიბერალი ომის კრიტიკოსები არიან. თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ ომი შეიძლება იყოს სწორად განზრახული, ის ზოგ შემთხვევაში საჭიროა საგარეო პოლიტიკისათვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მტრედებმა ეჭქვეშ არ დააყენეს ამერიკის განზრახვები ვიეტნამში შეჭრასთან დაკავშრებით, არც ინტერვენციის მორალური და ლეგალური მხარეები. თუმცა ამავდროულად, ისინი აკეთებდნენ პრაგმატულ განცხადებებს, რომ ომი იყო შეცდომა.

ამის საპირისპიროდ, „ქორები“ ასაბუთებდნენ, რომ ომი იყო ლეგიტიმური და საჭირო ამერიკის საგარეო პოლიტიკისათვის. „ქორები“ ამტკიცებდნენ, რომ მედიის ცალმხრივი კრიტიკა ხელს უწყობდა საზოგადოების მხრიდან ომის მხარდამჭერთა შემცირებას და საბოლოოდ ომში ამერიკის დამარცხებას. მწერალი უილიამ ფ. ბაქლი ეთანხმებოდა ომს და ამბობდა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები არის მხდალი, რომ არა სიმხდალე ისინი მოძებნიდნენ ომში გამარჯვების გზებს.“ ქორები ამტკიცებდნენ, რომ ლიბერალური მედიის ბრალი იყო საზოგადოებაში მზარდი იმედგაცრუების დათესვა და დასავლურ მედიას აბრალებდა სამხრეთ აზიაში ომის წაგებას, კომუნიზმი კი ისეთ საფრთხეს უკვე აღარ წარმოადგენდა.

ისტორია

პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ წარიმართა 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში. პროტესტი იყო ვიეტნამის ომის საპირისპირო მოძრაობის ნაწილი შეერთებულ შტატებში.

თავდაპირველი საპროტესტო გამოსვლები

1965 წლის 5 მაისს, საპროტესტო გამოსვლების შედეგად ყურადღება გამახვილდა სამხედრო პროექტზე. კალიფორნიის, ბერკლის უნივერსიტეტის აქტივისტი სტუდენტები, დაირაზმნენ და ორმოცმა სტუდენტმა საჯაროდ დაწვა ომში გაწვევის უწყებები ამერიკის შეერთებულ შტატებში. დანარჩენი 19 ბარათი 22 მაისს დაწვეს დემონსტრაციულად, რაც ბერკლის სემინარებს მოჰყვა. ეს საპროტესტო გამოსვლები უმეტესწილად ომის ამორალურ ხასიათს უპირისპირდებოდა.

იმ დროისათვის, მხოლოდ შესაბამისი ასაკის მქონე მამაკაცთა ნაწილი გაიწვიეს, მაგრამ „მომსახურეთა შერჩევის სისტემის“ ოფისში ყველა რაიონს ჰქონდა საკუთარი შერჩევის წესი, თუ ვინ უნდა გაეწვიათ და ვისთვის ეთქვათ უარი. 1965 წელს, ივლისის ბოლოს, ჯონსონმა გააორმაგა გასაწვევ მამაკაცთა რიცხვი, რომელიც გულისხმობდა თვეში 17,000-დან 35,000-ამდე მამაკაცის გაწვევას. 31 აგვისტოს კი ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც გასაწვევი უწყებების დაწვა კანონით აიკრძალა და დანაშაულად გამოცხადდა.

1965 წლის 15 ოქტომბერს, სტუდენტებისგან შედმგარმა ვიეტნამში ომის დასრულებისთვის მებრძოლმა ნაციონალური კოორდინაციის კომიტეტმა ნიუ-იორკში დაწვა გაწვევის უწყებები, რაც ახალი კანონის თანახმად უკვე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა.

საშინელი კადრები გავრცელდა, რომელიც ასახავდა თუ ომის მოწინააღმდეგე ორმა აქტივისტმა, როგორ დაიწვა თავი 1965 წლის ნოემბერს, რითაც მკაფიოდ გამოხატავდნენ იმას, თუ რაოდენ დიდი პროტესტი ჰქონდა ხალხს ომის ამორალური ხასიათის წინააღდეგ.

2 ნოემბერს, 32 წლის ნორმან მორისონმა პენტაგონის წინ თავი დაიწვა. 9 ნოემბერს, 22 წლის კათოლიკე მშრომელთა მოძრაობის წევრმა როჯერ ალენ ლაპორტემ იგივე გაიმეორა გაეროს შტაბ-ბინის წინ, ნიუ-იორკში. პროტესტის ეს სახე იყო გააზრებული იმიტაცია სამხრეთ ვიეტნამში არსებული ძველი (და ამჟამინდელიც) ბუდისტური პროტესტის სახისა.

მთავრობის რეაქცია

ანტი-საომარი მოძრაობების მზარდმა ტენდენციამ გამოიწვია ამერიკის მთავრობის გაღიზიანება. 1966 წლის 16 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატების აქტივიზმის კომიტეტის სახლმა (HUAC) დაიწყო გამოძიება იმ ამერიკელთა იდენტიფიცირებისთვის, ვინც ეჭვმიტანილი იყო ვიეტნამის ნაციონალური განმათავისუფლებელი ფრონტისთვის დახმარების გაწევაში. მიზანი კი იყო, ამ საქმიანობის კანონით აკრძალვა. ომის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებმა ჩაშალეს შეხვედრა, რასაც 50 დემონსტრანტის დაპატიმრება მოჰყვა.

აზრის ფორმირება

1967 წლის თებერვალში, „ნიუ–იორკის წიგნების მიმოხილვამ“ გამოაქვეყნა სტატია „ინტელექტუალთა პასუხისმგებლობა“, ნოამ ჩომსკის ესსე. ესეში ჩომსკი ამტკიცებდა, რომ ომის დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ლიბერალურ ინტელექტუალებსა და ტექნიკის ექსპერტებს, რომლებიც ფსევდომეცნიერულ გამართლებას აძლევდნენ ომს ამერიკის მთავრობის პოლიტიკისათვის. Time Inc–ის ჟურნალებმა Time-მა და Life-მა შეინარჩუნეს ომისშემდგომი რედაქციული პოზიცია 1967 წლის ოქტომბრამდე, როდესაც, მთავარი რედაქტორი ჰედლი დონოვანი მყარი პოზიციით გამოვიდა ომის წინააღმდეგ. დონავანმა Life- ის სარედაქციო სტატიაში დაწერა, რომ შეერთებული შტატები ვიეტნამში წავიდა "საპატიო და საჭირო მიზნების განსახორციელებლად", თუმცა ომი აღმოჩნდა "უფრო რთული, გრძელი და ჩახლართული", ვიდრე მოსალოდნელი იყო. დონავანმა თავისი სტატია დაასრულა ფრაზით, რომ ეს ომი „არ იმსახურებდა გამარჯვებას“, სამხრეთ ვიეტნამი არ ღირდა იმად, რომ ამერიკას ინტერესები გაემყარებინა აზიაში, შედეგად კი ახალგაზრდა ამერიკელები დაღუპულიყვნენ.

გაწვევის უწყებების პროტესტი

1967 წელს გაგრძელდა თვეში 40,000 ამერიკელი ახალგაზრდის გაწვევის პრაქტიკა. ამავდროულად გაძლიერდა წინააღმდეგობის მოძრაობების გამოსვლები. გაწვევის უწყებები პრივილეგიას აძლევდა თეთრ, საშუალო კლასის წარმომადგენელ მამაკაცებს, რითაც ხელი ეწყობოდა ეკონომიკურ და რასისტულ დისკრიმინაციას და ახალგაზრდა აფრო-ამერიკელებს აიძულებდნენ ემსახურათ გაცილებით დიდი ინტენსივობით, საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ 1967 წელს შავკანიან კაც კანდიდატთა წილი ნაკლები იყო და 29 პროცენტს წარმოადგენდა, თეთრკანიანი კაცებისა კი 63 პროცენტს, შავკანიანთა 64 პროცენტი იქნა არჩეული ომში სამხედრო სამსახურისთვის თეთრკანიანი მამაკაცებიდან კი მხოლოდ 31 პროცენტი გაიწვიეს.

წესისამებრ წინააღმდეგობის გამწევთა დაუყონებლივი დევნა იწყებოდა. გენერალმა პროკურორმა რამსი კლარკმა პროტესტანტთა მხარდამჭერების დაკავების ორდერებიც კი გასცა, მისი სამიზნე ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი, პროფესორი ბენჟამის სპოკიც გახლდათ.

1960-იანი წლების ბოლოსთვის, სასამართლო საქმეთა მეოთხედი ეხმიანებოდა გაწვევის უწყებებს, მათ შორის, მამაკაცებს, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ მათ შელახვაში და იმ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ საბრძოლო საქმიანობაზე მორალური თუ რელიგიური შეგნების გამო. 210 000-ზე მეტ მამაკაცს ბრალად წაუყენეს გაწვევის უწყებასთან დაკავშირებული დანაშაულები, რომელთაგან 25,000 იყო ბრალდებული.

უსამართლო ბრალდებებმა გამოიწვია გაწვევის უწყებათა ლატარეის შექმნა 1970 წელს. გასაწვევ მამაკაცთა დაბადების დღეები განსაზღრავდა მათი გაწვევის ალბათობას. (14 სექტემბერი იყო 1970 წლისათვის ყველაზე აქტუალური, შემდეგ წელს კი 9 ივლისი)

ომის განვითარება

1968 წელს ნგუენ ვან ლემი, ვიეტკონგის ოფიცერი ეჭვმიტანილი სამხრეთ ვიეტნამის მთავრობის ლიდერების მკვლელობაში ტეტის იერიშის დროს, სიკვდილით დასაჯა გენერალმა ნგუენ ნგოკ ლოანმა, სამხრეთ ვიეტნამის ნაციონალური პოლიციის შეფმზ. ლოანმა თავში ესროლა ლემს საიგონში, შუა ქუჩაში, ჟურნალისტების თვალწინ. სიკვდილით დასჯის სცენა სწრაფად გავრცელდა და გამოიწვია ამერიკელ საზოგადოებაში ანტისაომარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

1968 წლის დასაწყისში, ტეტის მოვლენები საყურადღებოა აგრეთვე ომის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შეცვლის თვალსაზრისითაც.

ტეტის შეტევას მოჰყვა შეერთებული შტატების გაერთიანებული ჯარების გამარჯვება. ვიეტკონგი საბოლოოდ ჩაერთო ღია ბრძოლაში და გაანადგურა საომარი ძალები. ამერიკულმა მედიამ, მათ შორის ისეთმა ჟურნალისტმა როგორიცაა ვოლტერ ქრონკიტი, გააშუქა ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ამერიკის საელჩოზე თავდასხმა საიგონში, რამაც ამერიკის სამხედრო ძალების სისუსტე გამოაჩინა.

სამხედრო გამარჯვებები ტეტის ბრძოლის ველზე იყო შოკისმომგვრელი და ძალადობრივი კადრებით ასახული, რომელიც ტელევიზორის ეკრანებზე გადიოდა, გაჩნდა მსხვერპლთა სიები და ჩამოყალიბდა ახალი შეხედულება ამერიკელ ხალხში, იმის შესახებ, რომ მათ ატყუებდნენ სამხედრო ძალები უწინდელ წარმატებაზე ვიეტნამში.

1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1968 წელს, პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა წამოიწყო მისი ხელახლა არჩევის კამპანია. იუჯინ მაკარტნი დაუპირისპირდა მას ომის საწინააღმდეგო პლატფორმით. თუმცა, მაკარტნიმ ვერ მოიგო პირველი არჩევნები ნიუ-ჰემფშირში. ჯონსონის კამპანიამ რამდენიმე დარტყმა მიიღო, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებს მოიცავდა და პრეზიდენტი იძულებული გახადა, რომ 31 მარტს სატელევიზიო გამოსვლაზე განეცხადებინა, ბრძოლიდან გასვლის შესახებ. მან ასევე გამოთქვა ინიციატივა პარიზის მშვიდობიანი მოლაპარაკების შესახებ ვიეტნამთან, მის გამოსვლაში. ამის შემდეგ, 1969 წლის 4 აგვისტოს, ამერიკის წარმომადგენელმა ჰენრი კისინჯერმა და ჩრდილოეთ ვიეტნამის წარმომადგენელმა ხუან საიმ დაიწყეს საიდუმლო მოლაპარაკებები ფრანგი შუამავალის ჟან საინტენის სახლში, პარიზში.

ჯონსონის საომარი პოზიციის შემდეგ, რობერტ ფ. კენედი გამოვიდა ასპარეზზე 16 მარტს და ომის საწინააღმდეგო პლატფორმით დაიწყო ბრძოლა. ჯონსონის ვიცე პრეზიდენტი, ჰუბერტ ჰამფრიმ დაიწყო ბრძოლა, დანაპირებით, რომ მხარს დაუჭერდა სამხრეთ ვიეტნამის მთავრობას.

მორატორიუმი ვიეტნამის ომის დასრულების მიზნით

1969 წლის მაისში, ჟურნალ Life-ში დაიბეჭდა ფოტოები 250 ამერიკელი ჯარისკაცის, რომლებიც მოკლეს ვიეტნამის ომში „რუტინის კვირის“ დროს. 1969 წლის 15 ოქტომბერს, ასობით და ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ნაციონალურ გაფიცვასა და ომის გასაპროტესტებელ დემონსტრაციებში. დემონსტრაციებმა აიძულა ბევრი მუშაკი, რომ მიეტოვებინათ თავიანთი სამსახურები. მოზარდები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც სკოლიდან გამორბოდნენ იმისათვის, რომ ომი გაეპროტესტებინათ. დაახლოებით 15 მილიონ ამერიკელამდე იღებდა მონაწილეობას 15 ოქტომბრის დემონსტარაციაში, რის შედეგადაც ეს პროტესტი გახდა ყველაზე მასშტაბური. საყოველთაო გაფიცვის მეორე ნაწილის დემონსტრაციები გაიმართა 15 ნოემბერს და მასში იმაზე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ვიდრე პირველ ჯერზე.

გულისა და გონების კამპანია

იმისათვის, რომ ვიეტნამელი ხალხის „გული და გონება“ მოეგოთ, აქტიურად დაიწყეს მუშაობა შეერთებული შტატების არმიის ქვედანაყოფებმა, იგივე, "სამოქალაქო საქმეთა" დანაყოფებმა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიყენეს. სამოქალაქო საქმეთა ქვედანაყოფები, სანამ ჯერ კიდევ შეიარაღებულნი და სამხედრო ძალის პირდაპირი კონტროლქვეშ იყვნენ, ხელს უწყობდნენ საზოგადოების ეროვნული თვითშეგნების ზრდას. აშენებდნენ სკოლებს, საჯარო შენობებს, გზებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ერთეულებს; ასევე ხელმისაწვდომს ხდიდნენ სამედიცინო დახმარების მიღებას იმ ადამიანებისთვის, რომელთად მისი მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ; ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან თანამშრომლობას უწყობდნენ ხელს; ხელმძღვანელობდნენ ჰიგიენისა თუ სხვა თემებზე ტრენინგების ჩატარებასა და ბევრ სხვა ღონისძიებას. თუმცა, ვიეტნამელი ხალხის გულისა და გონების მოგების მცდელობა, გარკვეულ საკითხებში წარუმატებელი გამოდგა და გულის მოგების ნაცვლად, უფრო დიდ აგრესიას აჩენდა ვიეტნამელებში და ანტი-საომარი მოძრაობის წინააღმდეგ მობილიზაციას იწყებდნენ.

1974 წელს დოკუმენტურ ფილმში „გულები და გონება“ ასახული იყო გამანადგურებელი ომი, რომელიც სამხრეთ ვიეტნამელმა ხალხმა გამოიწვია და ამ ფილმმა აკადემიის ჯილდოც დაიმსახურა, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც ასახავდა მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს. სამხრეთ ვიეტნამის მთავრობა ასევე დაუპირისპირდა ბევრ თავის მოქალაქესაც, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობის მიზნით. აწამებდნენ და დევნიდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და გარდა ამისა, 1971 წელს, გაიმართა ერთკანდიდატიანი საპრეზიდენტო არჩევნები. საიდუმლო და ნახევრად საიდუმლო კონტრ-ტერორისტული პროგრამები, როგორიცაა მაგალითად, ფენიქსის პროგრამა, რომელსაც ანთროპოლოგები ხელმძღვანელობდნენ, ცდილობდნენ მოეხდინათ სამხრეთ ვიეტნამური სოფლების იზოლაცია და სურდათ ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილგანწყობის მოპოვება.

მზარდი პოლარიზაცია

მიუხედავად მზარდი დამთრგუნველი სიახლეებისა ომის ველიდან, ბევრი ამერიკელი აგრძელებდა პრეზიდენტ ჯონსონის მხარდაჭერას. დომინოს თეორიის მიღმა, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, არსებობდა განცდა, რომ სამხრეთ ვიეტნამში პროდასავლური მთავრობის მცდელობა კომუნიზმის თავიდან აცილებისა სავსებით კეთილშობილური იყო.

ბევრი ამერიკელი მიიჩნევდა, რომ „სახის შენარჩუნება“ იყო საჭირო ომისაგან გასათავისუფლებლად, ასევე პრეზიდენტი ნიქსონი ამბობდა, „მიზნის მიღწევა დიდი პატივით“. გარდა ამისა, ვიეტკონგში მომხდარი სისასტიკენი აქტიურად გამოქვეყნდა სტატიაში, რომელიც Reader's Digest-ში დაიბეჭდა 1968 წელს სათაურით „ჰოშიმინის წითელი სისხლიანი ხელები“. თუმცა, ამასობაში ომის მოწინააღმდეგეები გაჩნდნენ. ბევრი ამერიკელი უპირისპირდებოდა ომს მორალური მოტივით, ომის დამანგრეველობასა და ძალადობას. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ კონფლიქტი იყო ვიეტნამის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან უცხო სამოქალაქო ომში ჩარევა, სხვები დაუპირისპირდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ომს არ გააჩნია მკაფიო, გამართლებული მიზნები და ამავდროულად თვლიდნენ, რომ გამარჯვების მიღწევაც წარმოუდგენელი იყო. ბევრი ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი, თავის მხრივ იყვნენ ვიეტნამის ვეტერანები, როგორც ამას მოწმობს ორგანიზაცია „ვიეტნამის ვეტერანები ომის წინააღმდეგ“.

გაწვევისგან თავის არიდება

გაწვევის უწყებების ლატარია ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1969 წლის 1-ელ დეკემბერს ჩატარდა, რასაც საპროტესტო გამოსვლების დიდი ტალღა და დაპირისპირებები მოჰყვა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ლატარეის მუშაობის მეთოდოლოგია უნებლიედ ჩაგრავდა ისეთ მამაკაცებს, რომლებსაც შედარებით გვიან წლებში ჰქონდათ დაბადების დღე. ეს პრაქტიკა განიხილეს 1970 წლის 4 იანვარს ნიუ-იორკ თაიმსის სტატიაში სათაურით „სტატისტიკოსები აცხადებენ, რომ გაწვევის უწყებათა ლატარეა შემთხვევითობის პრინციპით არ მუშაობს, ის წინასწარ არის განსაზღვრული.“ ომის მოწინააღმედეთა სხვადასვა ჯგუფები, როგორებიცაა მაგალითად „კიდევ ერთი დედა მშვიდობისათვის“, WILPF და WSP, ჰქონდათ უფასო საკონსულტაციო ცენტრები, სადაც ახალგაზრდა ამერიკელ მამაკაცებს აძლევდნენ რჩევებს, თუ რა გზებით შეეძლოთ აეცილებინათ თავიდან ომში წასვლა. 3000-ზე მეტმა ადამიანმა მიატოვა ქვეყანა და გაიქცნენ კანადაში, შვედეთსა და მექსიკაში იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ ომში წასვლა. იაპონურმა ანტი-საომარმა ჯგუფმა დახმარება გაუწია ამერიკელ ჯარისკაცებს და იაპონიის მიწაზე თავის შეფარებისა და სამხედრო ძალებისგან დამალვის საშუალება მისცა მათ. ბევრმა მამაკაცმა ჩააბარა კოლეჯში, იმისათვის, რომ 26 წლის ასაკამდე კოლეჯის სტუდენტთა სტატუსი ჰქონოდათ და ჯარისათვის თავი აეცილებინათ. ზოგიერთს თავად ჯარი იწუნებდა ფიზიკური, გონებრივი თუ მორალური სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო. ზოგიერთი ნაციონალურ გვარდიასა თუ მშვიდობის კორპუსს შეუერთდა იმისათვის, რომ ვიეტნამში არ წასულიყო. ყველა ზემოთჩამოთვლილი ამყარებდა აზრს, რომ ისეთ ადამიენებს იწვევდნენ ძირითად შემთხვევებში, რომლებიც იყვნენ ღარიბნი და არ ჰქონდათ კავშირები, რათა თავიდან აეცილებინათ ვიეტნამში წასვლა. ერთ-ერთი გზა ჯარის თავიდან ასაცილებლად იყო, ჰომოსექსუალად თავის გამოცხადება, თუმცა არსებული სტიგმის გამო, მას თითქმის არავინ იყენებდა. ბევრი იყო ისეთი ვისაც არასდროს მიუღია გათავისუფლებისა თუ გადავადების საბუთი და ამავდროულად არც არასდროს ყოფილა გამოძახებული. ეს იმიტომ, რომ სასურველ მამაკაცთა ოდენობა იმდენად დიდი იყო, საჭირო მამაკაცთა ოდენობასთან შედარებით, რომ გაწვევის უწყება ზოგს სულაც არ მიუღია, რადგან ბევრად უფრო სასურველი ხდებოდნენ ის მამაკაცები, რომლებიც ასაკით ახალგაზრდანი იყვნენ, გასაწვევთა მინიმალურ ასაკს ახალი მიღწეულნი და სხვებთან შედარებით უფრო გვიან იყვნენ დაბადებულნი. ბევრი ახალგაზრდა ჯარისკაცი მაშინ, როცა საკუთარ სიცოცხლეს სწირავდა ქვეყნისთვის იმდენად პატარა იყო, რომ ხმისმიცემის უფლებისა და დალევის უფლების ასაკიც არ ჰქონდათ ჯერ. ამიტომ, ბევრ შტატში ხმის მიცებისა და დალევის უფლების ასაკი დაწიეს.

გვიანი საპროტესტო გამოსვლები

1971 წლის აპრილში, ათასობით ვეტერანი გაერთიანდა თეთრი სახლის გარშემო ვაშინგტონში და ასობით მათგანმა შენობას საკუთარი მედლები და ორდენები დაუშნა. ამ დროისათვის, ეს ადგილი უკვე იყო ომის მოწინააღმდეგე რადიკალი ფრთის გამოსვლების ადგილი, ისინი გამოფენდნენ ხოლმე ვიეტ კონგის, როგორც „მტრის“ დროშას და აპროტესტებდნენ ომს.

პოლიტიკური გამოხმაურება

1967 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა მოსმენები რეზოლუციაზე და მოუწოდებს პრეზიდენტს ჯონსონს მოსთხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიას განიხილოს წინადადებები ომის დასრულების შესახებ.

რონ დელუმსი

1971 წლის იანვარში, მისი პირველი ვადის რამდენიმე კვირის შემდეგ, კონგრესმენმა რონ დელუმსმა დაარსა ვიეტნამის ომის დანაშაულის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოთხი დიდი პლაკატი, სადაც გამოსახულია ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკეები, რომლებიც წითელი საღებავით იყო გაფორმებული. ცოტა ხნის შემდეგ ამას მოჰყვა, ოთხდღიანი მოსმენა ვიეტნამში "სამხედრო დანაშაულებზე", რომელიც დაიწყო 25 აპრილს. დელუმსმა, რომელსაც დაეხმარა გამოძიების მოქალაქეების კომისია, მოითხოვა ბრალდებების ოფიციალური გამოძიება. მოსმენა იყო დროებითი და მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის.

ჩანაწერებში აღწერილია ვიეტნამში აშშ-ს სამხედრო მოქმედებების სავარაუდო დეტალები. ზოგიერთი ტაქტიკა იყო აღწერილი, როგორც "საშინელი", მაგალითად, ყურის მოჭრა ცხედრებისგან, სხეულების რაოდენობის დასათვლელად. დანარჩენები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავდნენ. ჯარისკაცები აცხადებდნენ, რომ მათ ნაბრძანები ჰქონდათ საარტილერიო შეტევებს განხორციელება სოფლებზე, რომლებსაც არ ჰყავდათ სამხედრო ძალები, შესაბამისად არ იყვნენ დარტყმისათვის მზად. ჯარისკაცები ვიეტნამელებთან მიმართებაში იყენებდნენ სხვადასხვა სახის რასისტულ ტერმინებს. ]თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არსებული დისციპლინირებული საეჭვო იყო, რასაც არასანდო და გამოუცდელი ოფიცერები ემატებოდნენ და სწორედ ისინი ასწავლიდნენ ჯარისკაცებს თუ როგორ მოქცეულიყვნენ. ერთ-ერთმა თვითმხილველმა „ცეცხლისგან თავისუფალი ზონების“ შესახებ, რომლებიც დაახლოებით 80 კვადრატულ მილზეა გადაჭიმული (210 კმ²), განაცხადა, რომ ჯარისკაცები ცეცხლს უხსნიდნენ იმ ვიეტნამელებს, რომლთაც კომენდანტის საათის შემდეგ წააწყდებოდნენ და სულაც არ ინტერესდებოდნენ ისინი მტრულად იყვნენ განწყობილნი თუ არა.

ფულბრაითი (ომის დასასრული)

1971 წლის აპრილსა და მაისში საგარეო საქმეთა კომიტეტმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჯ. უილიამ ფულბრაითი გამართა 22 მოსმენა (მოიხსენიებენ როგორც ფულბრაითის მოსმენებს) ომის დასრულებასთან დაკავშირებით. მოსმენების მესამე დღეს, 1971 წლის 22 აპრილს, მომავალი სენატორი და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ჯონ ქერი გახდა პირველი ვიეტნამის ომის ვეტერანი, რომელმაც მისცა ჩვენება ომის საწინააღმდეგოდ. ორ საათიანი განხილვის დროს კომიტეტის წევრებთან, ქერი შეეხო ზამთრის ჯარისკაცების გამოძიების საქმეს, სადაც საუბარი იყო ვეტერანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებსა და ზღვარგადაცილებებზე.

ზოგადი ეფექტები

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ომის დასრულებაზე ოპოზიციის როლი უდაოდ მნიშვნელოვანი იყო. კონფლიქტების ისტორიკოსმა ჰოვარდ ზინმა თავის წიგნში „ამერიკელი ხალხის ისტორია“ განაცხადა, რომ „ომის დროს ამერიკაში ჩამოყალიბდა ისეთი ანტისაომარი სახალხო მოძრაობა, როგორიც ერს იქამდე არასდროს ყოლია. მოძრაობა, რომელსაც ჰქონდა უკიდურესად კრიტიკული პოზიცია, საბოლოოდ კი უდიდესი გავლენა იქონია ომის შეწყვეტაზე.“

ჯარისკაცების გაწვევის შემცირება

პირველი ეფექტი, რითაც ოპოზიციამ ომი დასასრულამდე მიიყვანა, იყო ის, რომ ნაკლები ჯარისკაცის გაწვევა გახდა ხელმისაწვდომი. გაწვევის პრაქტიკა თვით ROTC-ის პროგრამამაც გააპროტესტა. ჰოვარდ ზინმა გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა დაწერა 1968 წლის 1 მაისს, რომელშიც ეწერა, რომ მას არანაირი სურვილი არ ჰქონდა შეერთებოდა ამერიკის სამხედრო ძალებს და ებრძოლა ვიეტნამელი ხალხის წინააღდეგ. ამ უარის წერილმა მალე მოიცვა სხვა ახალგაზრდებიც. ზინის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 1696 წლისათვის ჩრდილოეთ კალიფორნიაში 4,400 გაწვეულიდან 2.400 არ გამოცხადდა. 1970 წლის პირველ კვარტალში შერჩევის სისტემამ პირველად ვერ შეაგროვა საჭირო კვოტა.

სიტუაცია უნივერსიტეტებში

ოპოზიციის აქტიურობამ გავლენა იქონია უნივერსიტეტებზე, რომლებიც პროტესტის გამო სრულიად დაიხურა. მთავრობა უშედეგოდ ცდილობდა სწავლის პროცესის აღდგენას და უნივერსიტეტების გახსნას. ისეთი უნივერსიტეტები, როგორებიცაა ბრაუნის, კენტისა და მასაჩუსეტსის, თავის მხრივ, ჩართულნი იყვნენ ანტი-საომარ მოძრაობებში. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის 100 წლის თავის იუბილის წინა დღეს გაიმართა საპროტესტო აქციები, მშვიდობის გამარჯვების ლოზუნგებით. წითელი მუშტები, მშვიდობის სიმბოლოები და ლურჯი მტრედები ჰქონდათ გამოსახული აკადემიურ, საუნივერსიტეტო ტანისამოსზე. ამავდროულად, თითეული სტუდენტი ატარებდა სამკლაურს მშვიდობის ნიშნად. ამასთან ერთად, "ბოსტონის კოლეჯში, კათოლიკური ინსტიტუტიდან ექვსი ათასი ადამიანი შეიკრიბა იმ საღამოს გიმნაზიაში ომის გასაპროტესტებლად. კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ”4 მაისს, როდესაც სტუდენტები შეიკრიბნენ ომის დასაგმობად, ეროვნული გვარდიელები შეიჭრნენ ხალხში და ოთხი სტუდენტი მოკლეს. და ბოლოს, 1969 წელს ბრაუნის უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყების დღეს, გამოსაშვები კლასის ორმ მესამედმა ზურგი შეაქცია, ჰენრი კისინჯერს, როცა იგი წამოდგა, რათა მათთვის მიემართა. ისტორიკოსთა წყაროებს თუ დავეყრდნობით, მათ შორის, ზინისა და მაკარტნის, პროტესტის მეორე ტალღა ძალიან ძლიერი იყო, რომელმაც მოიცვა ბევრი კოლეჯი და უნივერსიტეტი და ჩამოყალიბდა ომის მოწინააღმდეგეთა დიდი და ძლიერი ძალა.

ამერიკელი ჯარისკაცები

შემდეგი უდიდესი ქმედება, რამაც ომის დასრულებას შეუწყო ხელი იყო ის, რომ თავად ჯარისკაცები შეუერთდნენ ოპოზიციურ ძალებს. ზინს ამის მაგალითად მოჰყავს ჯარისკაცები POW-ს ბანაკიდან, რომლებმად მშვიდობის კომიტეტი შექმნეს. ერთ-ერთი ჯარისკაცის განცხადებაში ვკითხულობთ:

 
„სანამ პირველ ბანაკამდე მივედით, გზად არცერთი ხელუხლებელი სოფელი არ შეგვხვედრია, ყოველი მათგანი გაპარტახებული იყო. ჩამოვჯექი და ვკითხე ჩემს თავს, ნუთუ სწორად ვიქცევით? სწორია ამდენი სოფლის განადგურება? სწორი ამდენი ადამიანის ჟლეტვა? მაშინ, პირველად დავფიქრდი ამდენი ხნის შემდეგ“

ჰოვარდ ზინი გვიამბობს, თუ რაოდენ დიდი გავლენა იქონია ოპოზიციურმა ძალებმა ჯარისკაცებზე, რომლებმაც უკან დაიხიეს და ანტისაომარ ძალებს შეუერთდნენ.

საზოგადოების აზრი ვიეტნამის ომის შესახებ

ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა ომისადმი იკლებდა, იმდენად რამდენადაც ომი ხანრძლივდებოდა. ოპოზიციური ძალები კი იზრდებოდნენ. Gallup-ის ანალიტიკურმა ცენტრმა დაიწყო ხალხის გამოკითხვა კითხვით, მიიჩნევდნენ თუ არა შეცდომად 1965 წლის აგვისტოში ამერიკის ჯარების გაგზავნას ვიეტნამში. ამერიკის მოსახლეობის 24% შეცდომად თვლიდა ჯარების გაგზავნას, მაშინ, როცა 60%-ს საწინააღმდეგო აზრი ჰქონდა. სამი წლის შედეგ, 1968 წელს, ამერიკელთა 54%-ს მიაჩნდა, რომ ჯარის გაგზავნა ვიეტნამში იყო შეცდომა, 37% კი ეთანხმებოდა მას.

1965 წლის Gallup-ის გამოკითხვების თანახმად ამერიკელთა უმეტესობას არ ჰქონია სურვილი რაიმეს გაპროტესტებისა და საჯარო დემონსტრაციის მოწყობისა. 1990 წლის გამოკითხვის თანახმად, რომლის კითხვაც შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „უკან რომ იხედებით, გიჩნდებათ სურვილი უფრო მყისიერი და მტკიცე პროტესტი გამოგეთქვათ ვიეტნამის ომისადმი?“ 25% დადებით პასუხს სცემდა. მთავარი ფაქტორი, რამაც ამერიკული საზოგადოება დაუპირისპირა ვიეტნამის ომს იყო ამერიკულ ჯარში მსხვერპლის ზრდა. 1967 წლის ჰარის გამოკითხვაში საზოგადოების 31%-მა უპასუხა, რომ სწორედ დაღუპული ახალგაზრდების გამო ეწინააღმდეგებოდნენ ომის გაგრძელებას. 1967 წლის ჰარის სხვა გამოკითხვამ სადაც ხალხს ეკითხებოდნენ თუ როგორი გავლენა იქონია ვიეტნამის ომმა მათ ოჯახებზე, სამსახურებსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, 55%-მა განაცხადა, რომ მათ ომი არ შეხებიათ. დანარჩენი 45%-იდან რომელმაც განაცხადა, რომ ომმა იქონია გავლენა მათ მდგომარეობაზე, 32% ინფლაციას ასახელებდა მთავარ ფაქტორად, 25% კი ოჯახის წევრების დაკარგვას.

ლიტერატურა

  • "Robert S. McNamara, Architect of a Futile War, Dies at 93". The New York Times. July 7, 2009.
  • Schuman, Howard.2000.'Two Sources of Antiwar Sentiment in America,' in Hixson, Walter L. (ed) The United States and the Vietnam War: Significant Scholarly Articles. New York: Garland Publishing, pp127–150
  • Guttmann, Allen. 1969. Protest against the War in Vietnam. Annals of the American Academy of Political and Social Science, 382. pp. 56–63,
  • Herman, Edward S. & Chomsky, Noam. (2002) Manufacturing Consent: The Political Economy of the Mass Media. New York: Pantheon Books.
  • "UC Berkeley Library Social Activism Sound Recording Project: Anti-Vietnam War Protests – San Francisco Bay Area". Lib.berkeley.edu. Retrieved 2011-03-07.
  • Flynn, George Q. (1993). The Draft, 1940–1973. Modern war studies. University Press of Kansas. p. 175.
  • Karnow, Stanley Vietnam p.488-489.
  • Graham III, Herman (2003). The Brothers' Vietnam War: Black Power, Manhood, and the Military Experience. Gainesville: University of Florida Press. pp. 16–17.
  • Fry, Joseph (2007). David Anderson; John Ernst (eds.). The War That Never Ends: Student Opposition to the Vietnam War. University of Kentucky. pp. 219–243.
  • Nonrandom Risk: The 1970 Draft Lottery Archived 2005-01-01 at the Wayback Machine, Norton Starr, Journal of Statistics Education v.5, n.2, 1997
  • Chicago Tribune, Give Viet Cong Voice In Peace Talks – Cohen (October 27, 1967)
  • Uhl, Michael (2007). Vietnam Awakening. Jefferson, North Carolina: McFarland & Company. pp. 203–207.
  • Howard Zinn, A People's History of the United States
  • Lunch, William (March 1979). "American Public Opinion and the War in VietnamWar". The Western Political Quarterly. 32 (1): 21–44.
  • Inc., Gallup. "Iraq Versus Vietnam: A Comparison of Public Opinion". Gallup.com. Retrieved 2018-04-19.
  • Lorell, Mark (March 1985). "Casualties, Public Opinion, and Presidential Policy during the Vietnam War" (PDF). Casualties, Public Opinion, and Presidential Policy During the Vietnam War: 27.