ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი''', ე.წ. არეულობები წარმოადგენ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/M.P1942|M.P1942]].|14|09|2020}}
 
'''ჩრდილოეთ ირლანდიის კონფლიქტი''', ე.წ. არეულობები წარმოადგენს [[1968]] წლიდან [[1998]] წლამდე მიმდინარე სექტარიანულ დაპირისპირებას ჩრდილო ირლანდიელ პროტესტანტ უნიონისტებს (ლოიალისტები - [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]] შემადგენლობაში დარჩენის მომხრეები) და [[კათოლიკოსი|კათოლიკე]] ნაციონალისტებს ([[რესპუბლიკელი|რესპუბლიკელები]] - [[ჩრდ. ირლანდია|ჩრდ. ირლანდიის]] ირლანდიასთან შეერთების მომხრეები) შორის. კონფლიქტის სხვა მნიშვნელოვანი მოაწილეები იყვნენ ბრიტანული არმია, [[ოლსტერი|ოლსტერის]] სამეფო პოლიცია (RUC) და ოლსტერის თავდაცვის პოლკი (UDR – [[1992]] წლიდან ირლანდიის სამეფო პოლკი), რომელთა მიზანს მშვიდობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა, უმეტესწილად დამოუკიდებლობისთვის პარტიზანულად მებრძოლ ნაციონალისტურ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასა (IRA) და უნიონისტთა პარამილიტარულ ძალებს შორის, რომლებიც რესპუბლიკური არმიის ქმედებებს ტერორისტულად მიიჩნევდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირება ხასიათდებოდა ქუჩის შეტაკებების, აფეთქებების, სნაიპერის მეშვეობით თავდასხმების, გზების ჩახერგვის და უკანონო დაკავებების მეთოდებით. დაპირისპირება რეალურად, სამოქალაქო ომი იყო, თუმცა მას ოფიციალურად დაბალი ინტენსივობის კონფლიქტს უწოდებენ. კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმებამდე 3600 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 000-ზე მეტი დაშავდა. შეთანხმება [[1998]] წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის მოხდა, რის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლობით ასამბლეაში, ე.წ. სტორმონტში, ძალაუფლების განაწილება გადაწყდა.