გრიგოლ რცხილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში; მოგვიანებით, როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, დაპატიმრებული იყო [[მეტეხის ციხე]]ში.
 
[[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] გარდაცვალების წლისთავზე, [[1908]] წლის 3 სექტემბერს გაიმართა მწრალთა საზოგადოების დამფუძნებელი კრება, რომელმაც აირჩია „სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების“ საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გრიგოლ რცხილაძე (თავმჯდომარე), [[იროდიონ ევდოშვილი]], [[შიო არაგვისპირელი]], [[კოტე მაყაშვილი]], [[ილია ზურაბაშვილი]], საპატიო წევრად [[აკაკი წერეთელი]]. საბჭომ გ. რცხილაძეს რედაქტორობით გამოსცა ლიტერატურული კრებული „გრდემლი“, ბესიკის ნაწარმოებები და სხვა მრავალი. [[1906]]-[[1907]] წლებში იგი რედაქტორობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს „მეგობარს“, [[1909]]-[[1914]] წლებში „სახალხო გაზეთის“ თანარედაქტორია. იყო აგრეთვე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უნივერსიტეტის დაარსების საზოგადოების გამგეობის წევრი, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ბოლო წლებში მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში იურისკონსულად. [[1924]]-[[1925]] წლებში დაპატიმრებული იყო [[საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი]]ს საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა.
 
გიგო რცხილაძეს ფართო მკითხველი იცნობდა როგორც მახვილი კალმის კრიტიკოსს. მისი სტატიები იბეჭდებოდა „ზანგის“ ფსევდონიმით. ცნობილი პუბლიცისტიისა და დიდად განათლებული ინტელიგენტის გარშემო იკრიბებოდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ფართო წრე, რომელთა საუბრებისა და კამათის საგანი ერთთავად მშობლიური ლიტერატურა და სამშობლოს ბედი იყო. [[1923]] წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა სამოქალაქო სამართლის კურსს. ამ დარგში აქვს გამოკვლევები და თეორიული ხასიათის წერილები.