ტაინოს ხალხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 8:
ისტორიულად, ტაინოები მეზობელი [[კარიბის ხალხი|კარიბის ტომების]] მტრები იყვნენ. კარიბები თავის მხრივ ასევე სამხრეთ ამერიკული წარმოშობისანი იყვნენ და ძირითადად [[მცირე ანტილის კუნძულები|მცირე ანტილის კუნძულებზე]] სახლობდნენ.<ref>Saunders, Nicholas J. [http://books.google.com/books?id=XNbqUR_IoOMC&lpg=PP1&dq=The%20peoples%20of%20the%20Caribbean%3A%20an%20encyclopedia%20of%20archeology%20and%20traditional&client=firefox-a&pg=PP1#v=onepage&q=&f=false ''The Peoples of the Caribbean: An Encyclopedia of Archaeology and Traditional Culture''.] ABC-CLIO, 2005: xi, xv. ISBN 978-1-57607-701-6</ref> ამ ორ ჯგუფს შორის ურთიერთობები დიდი შესწავლის საგანია. [[XV საუკუნე]]ში, ტაინოს ტომები გადაადგილებას იწყებენ [[კარიბები|კარიბების აუზის]] ჩრდილო-აღმოსავლეთით, რადგან მათ თავს ესხმოდნენ კარიბები. ამ უკანასკნელთ ქალები ტყვედ მიჰყავდათ, რის შედეგადაც ბევრმა კარიბმა ქალმა ტაინოზე საუბარი ისწავლა.
 
1492 წელს [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამის კუნძულებზე]], [[კუბა]]ზე, [[ისპანიოლა]]სა და მოგვიანებით [[პუერტო-რიკო]]ზე მოსულ ესპანელებს პირველ ექსპედიციაში ქალები არ ჰყავდათ. არაკანონიერ ცოლებად მათ ტაინოს ქალები აიყვანეს, რომლებთანაც შეეძინათ [[მეტისები|მეტისი]] ბავშვები.<ref>{{cite web|last=Guitat|first=Lynne|title=Criollos: The Birth of a Dynamic New Indo-Afro-European People and Culture on Hispaniola.|url=http://www.kacike.org/LynneGuitar.html|work=KACIKE: Journal of Caribbean Amerindian History and Anthropology|accessdate=27 May 2011 |archiveurl=httphttps://web.archive.org/web/20081202053219/http://www.kacike.org/LynneGuitar.html |archivedate=2 Decemberდეკემბერი 2008}}</ref> ესპანელთა მხრიდან ასევე ხშირი იყო ტაინოს ქალებზე ძალადობა. მეცნიერთა აზრით, [[კუბა]]ში მნიშვნელოვანი რასობრივი და კულტურული შერევა მოხდა.
 
ესპანელი კოლონისტების მიერ გაშენებული დასახლებების, დამონების, სოციალური განხეთიქლებისა და დაავადებების შედეგად, ტაინოს ხალხი ამოწყდა. [[1518]] დეკემბერში ან 1519 წლის იანვარში [[ისპანიოლა]]ზე პირველად იფეთქა [[ყვავილი (ეპიდემია)|ყვავილის ეპიდემიამ]].<ref>Alfred W. Crosby, ''The Columbian Exchange'' Westport, 1972, p. 47.</ref> 1518 წელს ეპიდემიამ გადარჩენილ ადგილობრივთა 90% იმსხვერპლა. ახალი დაავადების მიმართ მათ იმუნიტეტი არ გააჩნდათ. 1548 წლისთვის, ტაინოს ხალხიდან 500 ადამიანზე ნაკლებიღა დარჩა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტაინოს_ხალხი“-დან