ნიკოლოზ ჯაყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიკოლოზ ჯაყელი''' (დ. [[1887]] — გ. [[1970]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე, მრეწველი, [[1919]] წელს [[იტალია|იტალიის]] ქალაქ [[მილანი|მილანში]] [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] წარმომადგენელი, [[1921]] წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი.
 
 
[[1919]] წელს [[იტალია|იტალიის]] ქალაქ [[მილანი|მილანში]] [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს]] წარმომადგენელი, [[1921]] წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი. [[1919]] წლის 7 დეკემბერს ერთა ლიგის საქართველოს ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც, საგანგებო მანდატით აღჭურვილი პირების მეშვეობით, ერთა ლიგის სხვადასხვა მოქმედ სტრუქტურებთან პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა. ერთა ლიგის ქართული ასოციაციის ძალისხმევით, [[1920]] წლის 12—16 ოქტომბერს იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ერთა ლიგის საერთაშორისო ასოციაციების მეოთხე კონგრესზე საქართველოს საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა. კონგრესზე საქართველოს სახელით ნიკოლოზ ჯაყელი მიიწვიეს. ამის შესახებ მასაც და ერთა ლიგის ასოციაციების მეოთხე კონგრესის თავმჯდომარესაც ოფიციალური ტელეგრამით აცნობეს, რომლის შინაარსი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. იმ დროისთვის საქართველოს ასოციაცია ერთა ლიგის ასოციაციის წევრად მიღებული არ იყო და არც თავისი სტატუსი გაუგზავნია, რაც, ნ. ჯაყელის აზრით, დიდი შეცდომა იყო.
 
[[1920]] წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სახელზე გაგზავნილ წერილში ის მოითხოვდა, რომ [[საქართველოს მთავრობა|საქართველოს მთავრობას]] [[ფრანგული ენა|ფრანგულ]] და [[ქართული|ქართულ]] ენებზე სტატუსის ტექსტი დაუყოვნებლივ გაეგზავნა. ნ. ჯაყელი კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად არათუ მიიწვიეს, უფრო მეტიც, კენჭისყრის დროს იგი გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობდა. როგორც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი, ნ. ჯაყელი კონგრესზე სიტყვით გამოვიდა. მოხსენება იტალიის პოლიგრაფისტთა საზოგადოებამ [[1920]] [[რომი|რომში]] დასტამბა. კონგრესზე გამოსვლისას მან თქვა:{{ციტატა|...აუცილებელია ავაღორძინოთ ქართველი ხალხის ის სულიერი იდეები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ მთელი თავისი წარსული ისტორიის მანძილზე და რომლებიც საფუძვლად უდევს [[ერთა ლიგა|ერთა ლიგას]]. ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა არის საერთაშორისო ურთიერთობის უხეში ძალა და მზადაა რა ბოლომდე დაიცვას თავისი სიცოცხლე და თავისი თავისუფლება, მას სწადია, მთელი საერთაშორისო ცხოვრების განახლება. ისეთი წესრიგის დამყარება, რომლის დროსაც მისი უფლებები, ისევე როგორც, სხვა ხალხების უფლებები, დაცული იქნება არა ხიშტებით, არამედ მთელი ცივილიზებული კაცობრიობის საზოგადოებრივი აზრით... ერთა ლიგამ უნდა მიიღოს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა]] თავის შემადგენლობაში და გაუწიოს მორალური მხარდაჭერა, რისი უფლებაც ამ რესპუბლიკას უდავოდ აქვს. ვიმედოვნებ, რომ უმაღლესი საბჭო დაუყოვნებლივ აღიმაღლებს თავის გავლენიან ხმას ჩვენი სამართლიანი საქმის მხარდასაჭერად.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჯაყელი“-დან