არგენტინის პრიმერა დივიზიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 29:
[[არგენტინა|არგენტინის]] პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება 1931 წლიდან იწყება. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება. 1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდება. 1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართება ორი საფეხბურთო ტურნირი — [[მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი|'''მეტროპოლიტანო''']] ({{lang-es|Torneo Metropolitano}}) და [[ნასიონალის ჩემპიონატი|'''ნასიონალი''']] ({{lang-es|Torneo Nacional}}). ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს.<ref>{{cite web|url=http://rsssf.com/tablesa/argchamp.html|title=Argentina – List of Champions and Runners-Up|date=12 აგვისტო, 2016|work=Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi and Héctor Villa Martínez for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation|accessdate=19 მარტი, 2017}}</ref> ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენს არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდება მეტროპოლიტანოს გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — ნასიონალის (წლის მეორე ნახევარში). მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლება როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენება როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით. მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული ხდება [[ლა-პლატა]]ს „ესტუდიანტესი“.<ref>{{cite web|url=http://www.rsssf.com/tablesa/arg67.html|title=Argentina – First Division A 1967 – Metropolitano Championship. Final: Estudiantes LPG 3–0 Racing Club|date=20 ოქტომბერი, 2006|work=Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation|accessdate=19 მარტი, 2017}}</ref>
 
[[1986]] წლიდან [[1991]] წლამდე — არგენტინის პრიმერის გათამაშება ე. წ. „ფსევდო-ევროპული“ სისტემით ტარდება, როდესაც თითოეული სეზონის ბოლოს ერთი ჩემპიონი ვლინდება. თუმცა, ამ სისტემის დანერგვა საბოლოოდ ვერ ხერხდება. 1991 წლიდან 2012 წლამდე იმართება ორი დამოუკიდებელი ჩემპიონატი — '''აპერტურა''' ({{lang-es|Torneo Apertura}}) და '''კლაუსურა''' ({{lang-es|Torneo Clausura}}). 2012 წლიდან ჩემპიონატის რეფორმირება იწყება. სეზონის პირველ ნახევარს აპერტურას ნაცვლად ეწოდება — '''ინისიალი''' ({{lang-es|Torneo Inicial}}), ხოლო მეორე ნახევარს კლაუსურას ნაცვლად — '''ფინალი''' ({{lang-es|Torneo Final}}). გათამაშების ფორმატი არ იცვლება. ამ ორი ტურნირის ორი გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს — „აბსოლუტური ჩემპიონის“ ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდება, რის შემდეგაც ქვეყნის „აბსოლუტური ჩემპიონი“ — არგენტინის თასის ({{lang-es|Copa Argentina}}) მფლობელს ხვდება. მათ შორის გამარჯვებული არგენტინის სუპერთასს ({{lang-es|Supercopa Argentina}}) ეუფლება. 2015 წლიდან ისევ იცვლება გათამაშების ფორმატი და ერთ სეზონში კვლავ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა ხდება. პრიმერის მონაწილე გუნდების რაოდენობა მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბების ხარჯზე — 30-მდე იზრდება.
 
== არგენტინის ჩემპიონები წლების მიხედვით ==