საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

 
===ცხინვალის რეგიონი===
'''ქალაქ [[ცხინვალი|ცხინვალში]], [[ყორნისის რაიონი|ყორნისისა]] და [[ჯავის რაიონი|ჯავის რაიონებში]]''' რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ამომრჩეველთა რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა: ყორნისის რაიონში – 6786, ჯავის რაიონში – 6526, ჯავის რაიონის 474 ამომრჩეველმა ხმა მისცა საჩხერეში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას, ამიტომ ზემოთ აღნიშნული რიცხვი 474-ით შემცირდა. ქ. ცხინვალში იმ დროისთვის აღწერილი იყო 26594 ამომრჩეველი. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ცხინვალში ქართველთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 16,1% იყო, ხოლო ამჟამად დატოვეს ქალაქი და შეხიზნულები არიან სხვაგან, ყ. ცხინვალში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 22312.
 
ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა 7 სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 11376, გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან 2 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 10180 ამომრჩეველმა. რეფერენდუმი არ ჩატარებულა 3 საკრებულოს — გერის, ძარის და ხეთაგუროვის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ბიყარისა და ღრომის სასოფლო საკრებულოების ტერიტორიაზე. რომელიც ოსებითაა დასახლებული. რეფერენდუმი ჩაატარა ღრომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საუბნო სარეფერენდუმო კომისიამ. მის მიერ წარმოდგენილი ოქმის თანახმად, ღრომის საკრებულოს 329 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი („დიახ“) გასცა 326 ამომრჩეველმა, უარყოფითი („არა“) — სამმა, ბიყარის საკრებულოს 283 ამომრჩევლიდან დადებითი პასუხი გასცა 281 ამომრჩეველმა, უარყოფითი – ორმა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს საუბნო სარეფერენდუმო კომისია კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იყო შექმნილი, ეს პასუხები საბოლოო შედეგებში არ იქნა გათვალისწინებული. საბოლოოდ, ამომრჩეველთა რაოდენობად რაიონში აღებული იქნა 15774 (1990 წლის ოქტომბრის მონაცემები), რეფკრენდუმისა და კენჭისყრის მონაწილეთა რაოდენობად კი — 10182.