საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
'''[[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში]]''' ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.
 
===აფხაზეთის ასსრ===
'''[[აფხაზეთის ასსრ]]-ში''' ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას — 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.
 
[[გუდაუთის რაიონი]]ს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამიტომ ვერც ამომრჩეველთა აღრიცხვა ჩატარდა. გუდაუთის რაიონის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად აღებულ იქნა 1990 წლის მარტის არჩევნებისათვის არსებული რაოდენობა – 36060. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი — ორმა.