საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩხერის ტერიტორიული საარჩევნო კომისია გაცნობებთ, რომ 1991 წლის 31 მარტის საჩხერის რაიონის სოფელ პერევისის საარჩევნო უბანში რეფერენდუმში ხმა მისცეს ჯავის რაიონის სოფელ ქარზმანიდან 235-მა, ტბეთიდან – 16-მა, ხოლო ხახიეთიდან, თედენეთიდან, სინაგურიდან. ჯავაბეთიდან 198-მა ამომრჩეველმა. აქედან ყველა ხმა დადებითი აღმოჩნდა.
 
===აჭარის არ===
'''[[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში]]''' ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.