პორტო-ფრანკო ბათუმში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''პორტო-ფრანკო ბათუმში''' გამოცხადდა ბრიტანელთა ინიციატივით და უბაჟო (თავისუფალი) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების აღნიშნული რეჟიმი ფუნქციონირებდა 1878-1886 წლებში. ხსენებული მაქსიმალურად ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ამ ნაკლებდასახლებული განაპირა პროვინციით დაინტერესდნენ ცნობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები - ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როთშილდების დინასტია და სხვ. მნიშვნელოვანწილად აღნიშნულის შედეგად, გაჩნდა მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე გრძელი [[ბაქო]]-[[ბათუმი]]ს ნაბთობსადენიცნავთობსადენიც. ფრანკო რეჟიმის მოქმედების მცირე ინტერვალის მიუხედავად, ბათუმი სწრაფადმზარდი ევროპული ტიპის ქალაქად იქცა, თუმცა ახალ პირობებში მოქმედების გამოუცდელობის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის გაღარიბების პროცესების შეჩერება და იმრავლა [[კორუფცია]]მ და კონტრაბანდამ, რის შესახებაც გულისტკივილით წერდა გამოჩენილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე - [[ილია ჭავჭავაძე]]. 1920 წელს, ბრიტანელთა ინიციატივით ისევ დაიწყო ბათუმში ფრანკო რეჟიმის პროექტზე მუშაობა, რასაც, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად უჭერდა მხარს მაშინდელი [[ერთა ლიგა]] ([[ინგლ.]] League of Nations), მაგრამ 1921 წელს კომუნისტური ხელისუფლების მოსვლამ საქართველოში შეაჩერა აღნიშნული პროექტის რეალიზება. ბათუმის პორტო-ფრანკოს გამოცდილების გათვალისწინებით, თანამედროვე პირობებში თავისუფალი ზონალური პოლიტიკის ოპტიმალური გავრცელების მიზანშეწონილობას ასაბუთებს ქართველი ეკონომისტი - [[რევაზ ლორთქიფანიძე]].
 
== ლიტერატურა ==