სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
 
== ჭიდაობა ==
ჭიდაობა ისტორიულად მნიშვნელოვანი სპორტია საქართველოშია. საქართველოში ძირითადად ჭიდაობის სამი სახეობაა გავრცელებული და პოპულარული:თავისუფალი, ბერძნულ-რომაული და ქათული ჭიდაობა. ისტორიკოსები ფიქრობენ რომ ბერძნულ-რომაულ სტილში ბევრი ქართული ელემენტია, საქართველოში კი ყველაზე პოპულარული ჭიდაობის [[კახეთის მხარე|კახური]] სტილია. თუმცა, საქართველოში ყველა კუთხეს გააჩნია თავისი სტილი, მაგალითად [[ხევსურეთი|ხევსურეთს]] სამი საჭიდაო სტილი აქვს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია. 1991 წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ აღიარა 1992 წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. 1993 წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია.
 
'''XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჯერ [[თბილისი|თბილისში]]''', მერე კი [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[ბათუმი|ბათუმში]] ე.წ. დროებითი ცირკები გაიხსნა. აქ, გარდა ქართულისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ [[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა|(ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად]] მოიხსენიებდნენ. ფრანგულს წარმატებით ჭიდაობდნენ სახელოვანი ქართველი ფალავნები: [[კულა გლდანელი]], [[ნესტორ ესებუა]], [[თედო ლილოელი]], [[კოსტა მაისურაძე]], [[მიხეილ ციმაკურიძე]] ([[მიშიკო მაჩაბელი]]), [[კოლა ქვარიანი|კოლია ქვარიანი]],[[ვანო აბულაძე]] და სხვები. განსაკუთრებით პოპულარული იყო ნიკიტინის ცირკში პროფესიონალ ათლეტთა მონაწილეობით გამართული ტურნირები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ უკრაინელი [[ივან პოდდუბნი]], რუსი [[ივან ზაიკინი]], [[გეორგ ლურიხი]], მსოფლიოს ჩემპიონად აღიარებული [[გერმანელი]] [[კლემენს ბული,]] [[თურქი]] სარი სულეიმანი, [[პოლონელები|პოლონელი]] [[კარლ პოსპეშილი]], ინდოელი [[გამა ინდოსტანი]] და სხვები. კაცების მხარდამხარ ძალას ქალებიც ცდიდნენ – [[1911]] წელს თბილისში გამართული ქალთა ტურნირი მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად აღიარეს. მონაწილეობდნენ გერმანიის, რუსეთის, ინგლისის, შოტლანდიის, პოლონეთის, ავსტრიის, ნორვეგიის, ესპანეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის ჩემპიონები. მათ შორის, მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე, გერმანელი [[ფრიდა დამბერგი]]. პროფესიონალთა გამოსვლებმა განაპირობა ჭიდაობის ახალი სახეობით ქართველი ახალგაზრდების დაინტერესება. [[1912]] წელს თბილისში ჩამოყალიბდა ძალოსნური სექცია, რომელშიც, გარდა ძალოსნებისა და მოკრივეებისა, გაერთიანდნენ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მოყვარულები. ამ საქმეს უძღვებოდა სპორტის ენთუზიასტი [[პეტრე მარღანიძე]]. მისი თაოსნობით [[1914]] წელს გაიმართა პირველი შჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მოგვიანებით ([[1923]]) პოლიტექნიკური ინსტიტუტის მუშათა ფაკულტეტთან შეიკრიბა კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც [[გიორგი ჩიკვაიძე]] ხელმძღვანელობდა. [[1925]] წელს ასეთივე ჯგუფები ჩამოყალიბდა ბათუმსა და ქუთაისში. ცნობილმა ფალავანმა [[ვანო აბულაშვილი|ვანო აბულაშვილმა]] თბილისში დააარსა ათლეტიკის სკოლა, სადაც ფრანგულ ჭიდაობასაც ასწავლიდნენ. [[1926]] წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები. იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით [[ვახტანგ კუხიანიძე|ვახტანგ კუხიანიძეს]], [[პეტრე იორდანიშვილი|პეტრე იორდანიშვილს]], [[ლევ კაპიტონოვი|ლევ კაპიტონოვს]], [[გიორგი ვარძელაშვილი|გიორგი ვარძელაშვილსა]] და [[ნერსეს აკოფოვი|ნერსეს აკოფოვს]].
 
[[1928]] წელს გამართული საქართველოს I სპარტაკიადის პროგრამაში კლასიკური ჭიდაობაც შეიტანეს, ერთი წლის შემდეგ კი თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა ოზურგეთ 34 მოჭიდავე. საქართველოდან [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირის]] პირველი ჩემპიონი იყო [[ლეონიდ ძეკონსკი]]. მან ეს ტიტული [[1935]] წელს მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი [[შალვა ჩიხლაძე|შალვა ჩიხლაძესთან]] ერთად კვლავ ჩემპიონი გახდა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. სსრ კავშირიდან ევროპის პირველი ჩემპიონი იყო [[კონსტანტინე კობერიძე]] ([[1947]]), მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – [[გივი კარტოზია]] ([[1953]]). ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც კარტოზია იყო ([[1956]]). მისი სპორტული მიღწევები სამაგალითო გამოდგა მომდევნო თაობის მოჭიდავეებისთვის. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [[ავთანდილ ქორიძე]], [[რომან რურუა]], [[ვახტანგ ბლაგიძე]]; მსოფლიოს ჩემპიონები – [[როსტომ აბაშიძე]], [[მიხეილ სალაძე]], [[თეიმურაზ აფხაზავა]], [[თემო ყაზარაშვილი]], [[გურამ გედეხაური]], [[მუხრან ვახტანგაძე]], [[მანუჩარ კვირკველია]]. ბერძნულ-რომაული ჭიდაობის განვითარებაში, გარდა ზემოთ დასახელებული მწვრთნელებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს [[ილია ჩხარტიშვილმა]], [[ვლადიმერ მაისურაძე|ვლადიმერ მაისურაძემ]], [[ილია ბობოხიძე|ილია ბობოხიძემ]], [[დამერლანდ დავითაია|დამერლანდ დავითაიამ]], [[ჯემალ კოსტავა|ჯემალ კოსტავამ]], [[ჯონი რეხვიაშვილი|ჯონი რეხვიაშვილმა]], ოთარ [[ოთარ ტატიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი)|ოთარ ტატიშვილმა]], [[ბეგი დარჩია|ბეგი დარჩიამ]] და სხვებმა. ბეგი დარჩიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა [[2004]] წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა.<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=70</ref>
 
[[ქართული ჭიდაობა|ქართულ ჭიდაობაზე]] , სპორტული ორთაბრძოლის უძველეს ეროვნულ სახეობაზე, არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ [[მოსე ხონელი|მოსე ხონელის]] „ [[ამირანდარეჯანიანი]]<nowiki/>“ და [[იოანე შავთელი|იოანე შავთელის]] „ [[აბდულმესიანი]]<nowiki/>“ (XII ს.). XIII საუკუნის დასაწყისში ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა [[ლაშა გიორგი|მეფე ლაშა-გიორგის]] დროინდელი მოჭიდავეების - ქართული ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა - ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრაზე თათართა ფალავან ძალანთან .
 
[[ალავერდი|ალავერდის ტაძრის]] შესასვლელთან შემონახულია ბარელიეფი (XV ს), რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII- XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხესი გავრცელებულ ჭიდაობათა ნაირსახეობა - რაჭული „ ღოჯური,“ მეგრული „ მოგორდია,“ იმერული „ საბეჭურით ჭიდაობა,“ სვანური „ ლიბრგიელ,“ მთიულური „ იღლიღორა,“ ხევსურული „ მოშ და მოშ,“ და სხვ.
 
ქართული ჭიდაობა ადრე ძირითადად იმართებოდა საქართველოს სოფლებში - საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა ქალაქებშიც: [[თბილისი|თბილისში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[ფოთი|ფოთში]], [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[გორი|გორში]], [[თელავი|თელავში]]. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო „კრუგები“ იყო მოწყობილი [[მთაწმინდა|მთაწმინდაზე]], [[ფიქრის გორა|ფიქრის გორაზე]], [[ავლაბარი|ავლაბარში]], [[დიდუბე|დიდუბეში]], [[ხუდადოვის ტყე|ხუდადოვის ტყეში]], სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოთ ცნობილი ფალავნები: [[დათა ხიზამბარელი]], [[კულა გლდანელი]], [[ნესტორ ესებუა]], [[კოსტა მაისურაძე]], [[იოსებ ცერაძე]], [[დათა ავლაბრელი]], [[ვანო ქიზიყელი]] („ კამბეჩუა“), [[ალექსანდრე ეგნატაშვილი]], [[ვანო მიდელაური]], [[ალექსანდრე კანდელაკი|სანდრო კანდელაკი]], [[ვანო აბულაშვილი]], [[ირაკლი კახელი]], შაშო და გიორგი ვერელები, [[კოლა ქვარიანი|კოლია ქვარიანი]], [[გიორგი ჯიბგირი,]] [[მიხა ქურხული]] და სხვები.
 
წინათ სოფლად თუ ქალაქად ჭიდაობას „ჩოხების შემნახველი“ პატრონობდა . სწორად ის იყო შეჯიბრებების მომწყობი და მოთავე. მასვე ებარა საჭიდაო ჩოხებიც. „ ჩოხების შემნახველი“ ასწავლიდა ყმაწვილებს ქართული ჭიდაობის ფანდებს, უვლიდა და აწესრიგებდა სარბიელს . შეჯიბრება უმთავრესად უქმე დღეებში იმართებოდა. ჭიდაობას შუამავალიმსაჯი წარმართავდა. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ ახალგაზრდა ,ყოჩაღ ბიჭებს, რომლებიც მოქნილი სახრეებით ხელში გარს ურბენდნენ წრეს და წინ წამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას იწყებდნენ მოზარდები, რომლებსაც ჭაბუკები ცვლიდნენ და ბოლოს უკვე გამოცდილი, კარგად დაღვინებული ფალავნები გადმოდიოდნენ. ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი დარგი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე - ბრუნები და ლოჯურები. თითოეული მათგანი უამრავ ფანდს შეიცავს. მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია, ამასთან, მოჭიდავის მოძრაობები - მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორთაბრძოლის ტემპი ზუსტად თან ხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება . ჭიდაობენ წელგამართულნი, ილეთები სრულდება სწრაფად , ელვისებურად. იკრძალება მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები,ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელიდან გაქცევა. ქართული ჭიდაობის ილეთები დამკვიდრებულია ჭიდაობის სხვა სახეობებში ([[ძიუდო]], [[სამბო]], [[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა|ბერძნულ-რომაული]] და [[თავისუფალი ჭიდაობა]])
 
საჭიდაო სარბიელია ნახერხმოყრილი მოედანი (მინიმალური დიამეტრი - 10 მ, ნახერხის სისქე - 20-30 სმ) ან ლეიბი (10X10 მ). მოჭიდავეს აცვია, მოკლე ჩოხა, ტრუსები, ბანდაჟი, რბილი ტყავისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმელი (უფლება აქვს, იწიდაოს ფეხშიშველმაც). ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენის ხმაზე. წმინდა გამარჯვება მოჭიდავეს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მისი მოწინააღმდეგესარბიელს ორივე ბეჭით ერთდროულად შეეხება,ან ისე გადაგორდება, რომ სარბიელს შეეხება ორივე ბეჭით ერთმანეთის მიყოლებით. ქულებით იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ილეთებით მეტ ქულას დააგროვებს.<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=56</ref>
 
'''საქართველოში თავისუფალი (იგივე ინგლისურ-ამერიკული) ჭიდაობა 1944 წელს შემოვიდა.''' იმ წელს ჭიდაობის ცნობილი სპეციალისტის [[ვახტანგ კუხიანიძე|ვახტანგ კუხიანიძის]] ხელმძღვანელობით თბილისში მოეწყო მწვრთნელთა პირველი საკავშირო სემინარი, რომელმაც სათავე დაუდო თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას მთელ საბჭოთა კავშირში. თბილისშივე გადაწყდა, რომ სსრკ პირველი ჩემპიონატი [[1945]] წელს ლენინგრადში ჩატარებულიყო. ამ ჩემპიონატში შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გაიმარჯვეს საქართველოს წარმომადგენლებმა: [[ვასილ ილურიძე|ვასილ ილურიძემ]], [[დავით ციმაკურიძე|დავით ციმაკურიძემ]], [[ვაღარშაკ მაჩკალიანი|ვაღარშაკ მაჩკალიანმა]] და [[არსენ მეკოკიშვილი|არსენ მეკოკიშვილმა]]. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები ლიდერობდნენ საბჭოთა კავშირში, წარმატებით გამოდიოდნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. [[1952]] წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი [[ვახტანგ კუხიანიძე]] ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ [[დავით ციმაკურიძე]] და [[არსენ მეკოკიშვილი]], რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ [[ტოკიო|ტოკიოში]] გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა [[ვახტანგ ბალავაძე|ვახტანგ ბალავაძე,]] რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ [[მირიან ცალქალამანიძე]], [[გიორგი სხირტლაძე]], [[ნიკოლოზ მუზაშვილი]], [[სერგო გაბარაევი]], [[ვლადიმერ არსენიანი]] და სხვები. 1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს [[ვლადიმერ რუბაშვილი|ვლადიმერ რუბაშვილმა]], [[შოთა ლომიძე|შოთა ლომიძემ]], [[გურამ საღარაძე (სპორტსმენი)|გურამ საღარაძემ]], [[ზარბეგ ბერიაშვილი|ზარბეგ ბერიაშვილმა]], [[ნოდარ ხოხაშვილი|ნოდარ ხოხაშვილმა]], [[ტარიელ ალიბეგაშვილი|ტარიელ ალიბეგაშვილმა]], [[ანდრო ცხოვრებოვი|ანდრო ცხოვრებოვმა]]. ამ და მომდევნო პერიოდის წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს [[მიხეილ თიკანაძე|მიხეილ თიკანაძემ]], [[გიორგი როსტიაშვილი|გიორგი როსტიაშვილმა]], [[ვასილ ილურიძე|ვასილ ილურიძემ]], [[შალვა ნოზაძე|შალვა ნოზაძემ]], [[ვანო მეკოკიშვილი|ვანო მეკოკიშვილმა]], [[პეტრე იორდანიშვილი|პეტრე იორდანიშვილმა]], [[ლევ კაპიტანოვი|ლევ კაპიტანოვმა]], მარლენ ოსიყმაშვილმა, [[ვლადიმერ მესტვირიშვილი|ვლადიმერ მესტვირიშვილმა]], [[შოთა კიკაბიძე|შოთა კიკაბიძემ]] და სხვა დამსახურებულმა მწვრთნელებმა.
 
თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით [[1962]] წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა. სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი [[ლევან თედიაშვილი|ლევან თედიაშვილმა]], რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ [[დავით გობეჯიშვილი]] და [[ლერი ხაბელოვი]]. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
 
ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე [[ელდარ კურტანიძე]]. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი. მისი ლიდერობით კვლავ დაიბრუნა წამყვანი პოზიციები საქართველოს ნაკრებმა, რომელიც [[2003]] წლის მსოფლიოს ჩემპიონატში გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო.
 
'''საქართველოს''' '''ჭიდაობის''' '''ეროვნული''' '''ფედერაცია.''' [[1991]] წლის 22 მაისს დაფუძნდა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფედერაცია, იმავე წლის 28 მაისს – თავისუფალი ჭიდაობის ფედერაცია. ეს ფედერაციები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (FILA) აღიარა [[1992]] წლის 2 აგვისტოს და ურჩია ერთ ორგანიზაციად გაერთიანება. [[1993]] წლის 14 იანვარს შეიქმნა ჭიდაობის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია. პრეზიდენტები: ბერძნულ-რომაულის – [[რომან რურუა]] ([[1991]]-[[1993]]), თავისუფალი ჭიდაობის – [[მურმან ომანიძე]] ([[1991]]-[[1993]]), გაერთიანებული ფედერაციის – [[გურამ გედეხაური]] ([[1993]]-[[1994]]), [[დავით გობეჯიშვილი]] ([[1994]]-[[2000]]), [[გოჩა ძასოხოვი]] ([[2000]]-[[2004]]), [[ბაკურ გოგიტიძე]] ([[2004]] ), [[კახა გეწაძე]] ([[2005]] წლიდან), თამაზ გეგეშიძე ([[2016]]-დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=65</ref>
 
== კალათბურთი ==