ვალერიან ანჩაბაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
'''ვალერიან ტარასის ძე ანჩაბაძე''' (დ. [[2 ნოემბერი]], [[1887]] — გ. [[3 მარტი]], [[1921]]) — [[აფხაზეთი]]ს თავადთა საგვარეულოს წარმომადგენელი, [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] და [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს რესპუბლიკის]] არმიების ოფიცერი.
 
დაიბადა პოდპოლკოვნიკ თავად ტარას (თარაშ) ანჩაბაძის და [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] აქტიური წევრის, [[მარიამ დადიანი-ანჩაბაძე|მარიამ დადიანი-ანჩაბაძისას]] ოჯახში. დაამთავრა [[თბილისი]]ს ვაჟთა 1-ლი გიმნაზია, შემდეგ ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლებელი ([[1913]]). [[I მსოფლიო ომი]]ს ([[1914]]-[[1918]]) დროს პორუჩიკის, შემდეგ როტმისტრის ჩინით მსახურობდა რიგის დრაგუნთა მე-11 პოლკში. დასავლეთის ფრონტზე ორჯერ დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV, წმ. სტანისლავის III და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით (ყველა [[1915]]), გიორგის ოქროს იარაღით ([[1917]]). [[1918]] წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სამხედრო სამსახურში იყვნენ ასევე მისი უმცროსი ძმები — ვარლამი (ჭიჭი), ვლადიმერი (ლადი) და ნიკოლოზი (კოლია). კიდევ ერთი ძმა — [[ვიანორ ანჩაბაძე]] იყო სამხედრო ექიმი და [[აფხაზეთის სახალხო საბჭო]]ს წევრი.

[[1921]] წელს [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|საბჭოთა რუსეთთან ომის]] აფხაზეთის ფრონტზე ვალერიან ანჩაბაძე იყო სარდლის, გენ. [[დავით ართმელაძე|დავით ართმელაძის]] თანაშემწე. სოხუმის დასავლეთით არიერგარდულ ბრძოლებში მან შეაკავა ბოლშევიკური სამხედრო ნაწილები და ფრონტის ძირითად ძალებს მისცა აღმოსავლეთისკენ დახევის საშუალება. დაიღუპა [[გუმისთა|გუმისთის]] ხიდთან ბრძოლაში.
 
==ლიტერატურა==