ჩეგრავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
file
ხაზი 25:
| iucn = 22694524
}}
[[File:Hydroprogne caspia MHNT.ZOO.2010.11.127.3.jpg|thumb| ''Hydroprogne caspia'']]
'''ჩეგრავა'''<ref name="ფნტ">{{ფნტ|92, 169, 232}}</ref> ({{lang-la|Hydroprogne caspia}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[თოლიასებრნი|თოლიასებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. სხეულის სიგრძე 56 [[სანტიმეტრი|სანტიმეტრამდეა]], მასა 780 [[გრამი|გრამამდე]], ფრთების შლილი 145 სანტიმეტრამდე. ზურგისა და ფრთების ზედა მხარე ღია ვეჟანია, თავზე შავი „ქუდი“ აქვს მოკლე ქოჩრით, დანარჩენი შებუმბვლა თეთრია. [[ნისკარტი]] ძლიერი, ფერად ღია წითელია, ბოლოვდება ღია წვერით. ფეხები მუქია. კუდი მცირედაა ამოკვეთილი. ძახილი ხმამაღალი და მკვეთრი აქვს, ჭარბობს დაბალი ჩხავილისა და ღრჭენის ხმები. მოიპოვებს 30 სანტიმეტრამდე სიგრძის [[თევზები|თევზებს]] წყალში პიკირებით. ზოგჯერ ნადავლის მოსაპოვებლად საბუდრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს მიფრინავს. გავრცელებულია ყველა კონტინენტის ([[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკისა]] და [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] გარდა) [[ზომიერი სარტყლები|ზომიერ]] და [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკულ ზონებში]], [[ევრაზია|ევრაზიაში]] — ძირითადად [[ბალტიისპირეთი|ბალტიისპირეთში]], [[ხმელთაშუაზღვისპირეთი|ხმელთაშუაზღვისპირეთსა]] და არიდული ზონების წყალსატევებზე აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე, აგრეთვე ჩინეთის ზღვების სანაპიროებზე. იზამთრებს ტროპიკებსა და [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკებში]]. ბუდობს მჭიდრო კოლონიებად (ჩვეულებრივ ასეულობით წყვილი) თავთხელი წყალსატევების (ზღვის [[ლიმანი|ლიმანები]], [[სტეპი|სტეპის]] ტბები, მდინარეთა [[დელტა|დელტები]]) სანაპიროებსა და კუნძულებზე. დებს 2 კვერცხს. მსოფლიოში მოითვლება დაახლოებით 50 ათასი წყვილი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩეგრავა“-დან