ინამ ქერიმოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = ინამ კერიმოვი<br>{{lang-az|İnam Kərimov}} | სურათი=...
(განსხვავება არ არის)

09:38, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ინამ იმდად ოღლუ კერიმოვი (აზერ. İnam İmdad oğlu Kərimov) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასოფლო მეურნეობის მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეებისათვის სამსახურისა და სოციალური ინოვაციების გაწევის სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე (2012—2018).[1]

ინამ კერიმოვი
აზერ. İnam Kərimov
ინამ კერიმოვი აზერ. İnam Kərimov
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა27 დეკემბრის, 2016
ვიცე-პრეზიდენტი  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასოფლო მეურნეობის მინისტრი

დაბადებული6 ივნისი, 1977 (1977-06-06) (46 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
განათლებაპარიზის უნვიერსიტეტი

ბიოგრაფია

ინამ კერიმოვი დაიბადა 1977 წლის 6 ივნისს ქალაქ ბაქოში. 1984—1994 წლებში სწავლობდა ბაქოს ჰუმანიტარულ გიმნაზიაში. 1994—1995 წლებში სწავლა გაააგრძელა რიჩმონდის უმაღლეს სკოლაში (ინგლის. Richmond High School) ინდიადას შტატი, აშშ. 1995 წელს ჩააბარა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. 1998—2000 წლებში მიიღო ბაკალავრის ხარისხი სტრასბურგის უნივერსიტეტში სამართლის სფეროში და 2000—2002 წლებში — მაგისტრის ხარისხი საფრანგეთში სორბონას უნივერსიტეტში სამართლის სფეროში. 2002—2004 წლებში მუშაობდა კონსულტანტად, ხოლო 2004—2012 წლებში — მთავარ კონსულტანტად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 2005—2012 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომისიის მდივნად კორუპციასთან ბრძოლაში.

2005—2012 წლებში უძღვებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას კორუპციასთან მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფში (ინგლ. Group of States against Corruption (GRECO) — anti-corruption body of the Council of Europe).

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 სექტემბრის განკარგულებით 7 სექტემბრის დანიშნულ იქნა მოქალაქეთა მომსახურებისა და სოციალური ინოვაციების პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარედ.

არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტურიზმის საბჭოს წევრი, რომლის შემადგნელობაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის. 27 დეკემბრის № 1179 დადგენილების საფუძველზე «მთელი რიგი ღონისძიებები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების შესახებ» იქნა მიღბული.[2]

არის კომისიის წევრი, რომლის შემადგენლობაც დამტკიცებული იქნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის 13 ივნისის № 2199 დადგენილებით «აზერბაიჯანის რესპუბლიკაშიდამატებითი ღონისძიებების შესახებ ბიზნეს-გარემოს კეთილგანწყობის ატმოსფეროს მატებისა და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ».[3]

არის ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის დამკვირვებელი საბჭოს წევრი, რომლის შემადგენლობაც დამტკიცებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2016 წლის 20 აპრილის № 1984 დადგენილებით.[4]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2018 წლის 21 აპრილის განკარგულებით დანიშნული იქნა სოფლის მეურნეობის მინისტრად.[5] სორბონას უნივერსიტეტში მიღებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი (ფრანგ. Docteur en droit).[6] ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, სპარსულ, და რუსულ ენებს. დაქორწინებულია, ყავს სამი შვილი.

სქოლიო

  1. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о назначении И. Керимова Председателем Государственного агентства по оказанию услуг гражданам и социальным инновациям при Президенте Азербайджанской Республики
  2. Указ Президента Азербайджанской Республики «О ряде мер по развитию туризма в Азербайджанской Республике»
  3. Распоряжение Президента Азербайджанской Республики «О дополнительных мерах по повышению благоприятности бизнес-среды в Азербайджанской Республике и дальнейшему улучшению позиции страны в международных рейтингах»
  4. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о назначении членов Наблюдательного совета Центра Анализа Экономических Реформ и Коммуникаций
  5. Распоряжение Президента Азербайджанской Республики о новом составе Кабинета Министров Азербайджанской Республики
  6. www.theses.fr