სევასტოპოლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
ახლანდელი სევასტოპოლის მიდამოებში არსებობდა ქალაქი [[ქერსონესი]]. სევასტოპოლი გაშენებულია [[1783]] წელს როგორც სამხედრო საზღვაო ნავსადგური და ციხესიმაგრე. თავდაპირველად ქალაქს ერქვა ახტიარი (თეთრი ფრიალო კლდე), [[1784]] წლიდან სევასტოპოლი ჰქვია ([[ბერძნ.]] „დიადი ქალაქი“). 1804 წლიდან იქცა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მთავარ სამხედრო ნავსადგურად შავ ზღვაზე. [[ყირიმის ომი]]ს დროს სევასტოპოლი [[სევასტოპოლის დაცვა (1854-1855)|ხანგრძლივი ალყის]] შედეგად აიღო სმალეთ-ინგლის,-საფრანგეთის ჯარებმა. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დროს სევასტოპოლში მოხდა აჯანყება ჯავშნოსან „პოტიომკინზე“.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს, 1941-1942 წლებში გაჩაღდა მნიშვნელოვანი ბრძოლა [[სევასტოპოლის დაცვა (1941-1942)|სევასტოპოლის დასაცავად]]. 1942 წლის ივლისიდან 1944 წლის მაისამდე ოკუპირებული იყო გერმანიის მიერ. გათავისუფლდა [[ყირიმის ოპერაცია|ყირიმის ოპერაციის]] შედეგად. მიენიჭა სსრკ-ის გმირი ქალაქის სტატუსი. ომის შედეგად თითქმის მთლიანად დანგრეული ქალაქი განაშენიანდა 1946 წლის გენგეგმის მიხედვით. XX საუკუნის II ნახევარში იყო [[ყირიმის ოლქი]]ს მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი. მოქმედებდა თევზის, ხორცის, საზღვაო ქარხნები. 19564-1956 წლებში აშენდა თეატრის შენობა, 1962-1963 წლებში სასტუმრო „უკრაინა“. 1983 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 328 ათასი ადამიანი. 2014 წლიდან [[ანექსია|ანექსირებულია]] რუსეთის მიერ.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სევასტოპოლი“-დან