აკაკი წერეთლის გამზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
'''აკაკი წერეთლის გამზირი''' — გამზირი [[თბილისი|თბილისში]], [[დიდუბის რაიონი|დიდუბის რაიონში]] ([[დიდუბე]]). [[გიორგი ცაბაძის ქუჩა|გიორგი ცაბაძის ქუჩიდან]] [[შოთა შალიკაშვილის ხიდი|შოთა შალიკაშვილის ხიდამდე]]. საფუძველი ჩაეყარა შუა საუკუნეებში თბილისის ჩრდილოეთ განაპირა დასახლების, დიდუბის, გაჩენის შემდეგ. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ გადიოდა გზა [[ვიურტემბერგი|ვიურტემბერგელ]] გერმანელთა დასახლება [[ალექსანდერდორფი|ალექსანდერდორფამდე]] და ერქვა „გზა გერმანელთა კოლონიაში“. XIX საუკუნის შუა ხანებში აქ დასახლდნენ მოლოკნები, რომლებიც [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ცენტრალური რაიონებიდან ჩამოვიდნენ. 1872 წელს, თბილისი– [[ფოთი]]ს [[რკინიგზის ტრანსპორტი|რკინიგზის]] გაყვანის შემდეგ, აქ ქუჩაზე ძირითადად რკინიგზის მუშები დასახლდნენ, შემდეგ — [[ტრამვაი|ტრამვაელები]]. თბილისის 1867 და 1900 წლების გეგმების მიხედვით აკაკი წერეთლის გამზირის დასაწყისი ეჭირა ელისაბედის, ახლანდელი [[მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა]]ს. ქუჩა თანდათან გაიზარდა ჩრდილოეთით. 30-იან წლებში ბრძოლის ქუჩა დაერქვა (რევოლუციური წარსულის გამო). დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე. დიდუბის ინტენსიური განაშენიანების შედეგად წარმოიქმნა პროსპექტი, რომელსაც 1958 წელს მიენიჭა [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] სახელი.
 
ეს არის დიდუბის რაიონის ძირითადი მაგისტრალი (სიგრძე დაახლოებით 3,8 კმ), მიემართება [[მტკვარი|მტკვრის]] პარალელურად და უერთდება შოთა შალიკაშვილის (ყოფილი დიდუბის) ხიდს, რომელიც ამ რაიონს აკავშირებს [[დიღმის მასივი|დიღომთან]]. 60-იან წლებში დაიწყო გამზირის გაფართოება-რეკონსტრუქცია. ძირითადად განაშენიანებულია რვასართულიანი საცხოვრებელი სახლებით. გამზირზეა სააქციო საზოგადოება „თბილქალაქმშენი“, შპს „სამთო ქიმია“, შპს „[[კოკა-კოლა (კომპანია)|კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია]]“, [[ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი|ეროვნული სტადიონი]] [XX საუკუნის 30-იანი წლები, არქიტექტორი [[არჩილ ქურდიანი]], არქიტ. ნ. გრინევსკის მონაწილეობით. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1976 (არქიტექტორები:ა. და გ. ქურდიანები. კონსტრუქტორი შ. გაზაშვილი) და 2006 წელს (არქიტექტორები: გ. და ა. ქურდიანები)], დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია, [[დიდუბის პანთეონი|ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი]], საგამოდენოსაგამოფენო ცენტრის — „[[ექსპოჯორჯია|ექსპოჯორჯიის]]“ პავილიონები, მძლეოსნობის სასახლე (1979, არქიტექტორები: მ. ლიპარტელიანი, მ. ჩხენკელი, რ. ჯანაშია). გამზირზე დგას აკაკი წერეთლის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი, არქიტექტორი ოტარ ლიტანიშვილი), სკულპტურული კომპოზიცია „გონების აღმაფრება“ (მოქანდაკე ლ. მამალაძე). გამოდის მეტროს სადგურები „[[წერეთლის გამზირი (მეტროსადგური)|წერეთლის გამზირი]]“, „[[დიდუბე (თბილისის მეტრო)|დიდუბე]]“.