სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
== ფეხბურთი ==
 
საქართველოში ფეხბურთი [[XX საუკუნე]]ში, ქალაქ [[ფოთი|ფოთში]], ინგლისელმა მეზღვაურებმა შემოიტანეს. ამ თამაშმა მალევე დიდი პოპულარულობა მოიპოვა. თავდაპირველად ქართველები მას იხსენიებდნენ ინგლისური სახელწოდებით „Football“. ყველაზე დიდ ტრიუმფად კი ითვლება ორი ქართველი ევროპის ჩემპიონი 1960 წელს, თანაც ქართველებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს სსრ-ის ნაკრების გამარჯვებაში. რაც შეეხება საკლუბო ტრიუმფებს, [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამომ“]] 1980-81 წლების სეზონში მოიპოვა „ევროპის თასთა მფლობელთა თასი“, აღსანიშნავია რომ გუნდს დამარცხებული ჰყავს იმ პერიოდის მსოფლიოს გრანდი [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]]. რაც შეეხება თანამედროვეობას, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში 90-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან – მუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდან – ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის მუდმივი წევრი.
 
[[საქართველო]]<nowiki/>ში [[ფეხბურთი]], ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, [[ინგლისელები|ინგლისელებმ]]<nowiki/>ა შემოიტანეს. [[ფოთი|ფოთისა]] და [[ბათუმი|ბათუმის]] ნავსადგურებში ჩამომდგარი ბრიტანული გემების მეზღვაურები ერთმანეთში ხშირად თამაშობდნენ “ფუტბოლს”, რომელიც მალე [[ქართველები|ქართველმა]] ლელობურთელებმაც დააჭაშნიკეს და სწრაფადაც შეითვისეს. ძნელი სათქმელია, ზუსტად როდის გაიმართა ჩვენში პირველი საფეხბურთო მატჩი, თუმცა ფაქტია, რომ სპორტის ეს სახეობა ქართულ პრესაში პირველად [[1890]] წელს მოიხსენიება.
 
ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად [[თბილისი]] იქცა. [[1906]] წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა  მალე ვითარება შეიცვალა. [[1907]] წლის [[23 თებერვალი|23 თებერვალს]] თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, “კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან “კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
 
1908-09 წლებში ფეხბურთელთა გუნდები შეიქმნა თბილისის სასწავლებლებში. [[1909]] წლის [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბერს]] [[ქუთაისი|ქუთაისში]] ექსკურსიაზე მყოფმა თბილისის ვაჟთა I და II გიმნაზიების გუნდებმა საქართველოში პირველი ოფიციალური საჩვენებელი მატჩი გამართეს. შეხვედრა ხოპელ კაზაკთა პოლკის მოედანზე მოეწყო და მას ქუთაისის გუბერნატორიც კი ესწრებოდა. [[1912]] წელს ჩატარდა თბილისის პირველობა, რომელიც I გიმნაზიის გამარჯვებით დამთავრდა. ამავე ხანებში ათეულობით გუნდი ჩამოყალიბდა [[სოხუმი|სოხუმში]], [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[ბათუმი|ბათუმსა]] და [[ფოთი|ფოთში.]] თუმცა, პირველი მსოფლიო ომის წლებში საფეხბურთო ცხოვრების რიტმი შესამჩნევად შეიცვალა, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] არსებობის პერიოდში ([[1918]]-[[1921]]) ასამდე გუნდი მაინც არსებობდა. იმ დროს ჩვენში ვერ შეიქმნა ერთიანი საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც შეძლებდა ფიფას წევრი გამხდარიყო.
 
[[1924]] წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. [[1925]] წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის]] ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის“დინამო”]], რომელიც [[1936]]-[[1989]] წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] უმაღლეს ლიგაში “დინამომ” [[1936]] წლის [[7 სექტემბერი|7 სექტემბერ]]<nowiki/>ს გამართა თბილისში [[კიევის დინამო|კიევის “დინამოსთან”]] (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოგება, თუმცა “დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად. სწორედ იმ დროს, მეორე მსოფლიო ომის წინა და შემდგომ პერიოდში, “დინამოში” თამაშობდა არა ერთი გამოჩენილი ფეხბურთელი: [[ბორის პაიჭაძე]], [[გაიოზ ჯეჯელავა]], [[მიხეილ ბერძენიშვილი]], [[ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე]] და სხვები.
 
პირველი დიდი წარმატება დინამოელებმა [[1964]] წელს იზეიმეს, როცა [[ტაშკენტი|ტაშკენტში]] გამართულ “ოქროს მატჩში” 4:1 დაამარცხეს [[მოსკოვის ტორპედო|მოსკოვის “ტორპედო”]] და [[სსრკ]] ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ დროს გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო [[რუსი]] სპეციალისტი [[გავრილ კაჩალინი]]. მეორედ და უკანასკნელად “დინამომ” სსრკ ჩემპიონატი მოიგო [[1978]] წელს, როცა გუნდს [[ნოდარ ახალკაცი]] წვრთნიდა. სწორედ ახალკაცის თავკაცობით მოიპოვა ჩვენმა გუნდმა სხვა დიდი ჯილდოებიც: [[1976]] და [[1979]] წლებში – [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასი|საბჭოთა კავშირის თასი]], [[1981]] წლის [[13 მაისი|13 მაისს]] კი – [[ევროპის თასების მფლობელთა თასი]]. ამ ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა [[დიუსელდორფი|დიუსელდორფის]] “რაინშტადიონზე”, სადაც “დინამომ” [[გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა|გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის]] “<nowiki/>[[კარლ ცაისი (საფეხბურთო კლუბი)|კარლ ცაისი]]” 2:1 დაამარცხა.
 
საბჭოური დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები სსრკ ნაკრების ღირსებას იცავდნენ. სხვადასხვა დროს ამ გუნდის კაპიტნები იყვნენ [[მურთაზ ხურცილავა|მურთაზ ხურცილავ]]<nowiki/>ა და [[ალექსანდრე ჩივაძე]][[მიხეილ მესხი|. მიხეილ მესხი]], [[სლავა მეტრეველი]] და [[გივი ჩოხელი]] სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ ([[1960]]), [[გელა კეტაშვილი|გელა კეტაშვილმა]] კი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა ([[1988]]).
 
თბილისის “დინამოს” გარდა, სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა დროს კიდევ ოთხი ქართული გუნდი გამოდიოდა (თბილისის “ლოკომოტივი”, თბილისის “სპარტაკი”, [[ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)|ქუთაისის “ტორპედო]]” და ლანჩხუთის “გურია”), თუმცა დინამოელთა მსგავსი წარმატებისთვის მათგან არც ერთს მიუღწევია.
 
[[1990]] წლის [[15 თებერვალი|15 თებერვალს]] შეიქმნა [[საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია]], რომლის პირველ პრეზიდენტადაც [[ნოდარ ახალკაცი]] აირჩიეს. დამოუკიდებელი ფედერაციის პირველმა ყრილობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – ყველა ქართულ გუნდს დაეტოვებინა საბჭოური შეჯიბრებები. იმავე წელს გაიმართა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი ჩემპიონატი და თასის გათამაშება.
 
ორწლიანი იზოლაციის შემდეგ, [[1992]] წლის [[25 თებერვალი|25 თებერვალს]], [[ფიფა|ფიფამ]] საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჯერ დროებით წევრად მიიღო, იმავე წლის 3 ივლისს კი მუდმივი წევრის სტატუსიც მიანიჭა. მალე სფფ [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფას]] წევრიც გახდა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში გამოდის, საკლუბო გუნდები კი ევროთასების გათამაშებებში მონაწილეობენ.
 
ასობით ქართველი ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს. მათგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია [[კახა კალაძე|კახა კალაძემ]], რომელმაც [[2003]] წელს იტალიის [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|“მილანის”]] შემადგენლობაში [[ევროპის ჩემპიონთა თასი]] მოიპოვა.
 
'''საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1990]] წლის [[15 თებერვალი|15 თებერვალს]]. [[1992]] წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის [[ფიფა|(FIFA]]) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან – მუდმივი წევრი, [[1993]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისიდან]] – [[ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირი|ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის]] (UEFA) მუდმივი წევრი. პრეზიდენტები: [[ნოდარ ახალკაცი]] ([[1990]]-[[1998]]), [[მერაბ ჟორდანია]] ([[1998]]-[[2005]]), [[ნოდარ ახალკაცი (უმცროსი)|ნოდარ ახალკაცი-უმცროსი]] ([[2005]]-[[2009]]), [[ზვიად სიჭინავა]] ([[2009]]-[[2015]]), [[ლევან კობიაშვილი]] ([[2015]]-დღემდე)<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=51</ref>
 
== რაგბი ==
[[ფაილი:Ireland_vs_Georgia,_Rugby_World_Cup_2007_line_up.jpg|მარჯვნივ|მინი|220x220პქ|ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირება 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე.]]
'''ქართული რაგბის ისტორია [[1959]] წლის [[15 ოქტომბერი|15 ოქტომბრიდან]] იწყება,''' როცა [[ფრანგი|ფრანგმა]] ემიგრანტმა [[ჟაკ ასპეკიანი|ჟაკ ასპეკიანმა]] პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ქართული სარაგბო კლუბი დააფუძნა. უფრო ადრე, [[1919]], [[1949]], და [[1948]] წლებში საქართველოში რამდენიმე საჩვენებელი სარაგბო მატჩი გაიმართა, თუმცა რაგბის გავრცელების ოფიციალურ თარიღად სწორედ [[1959]] წელია მიჩნეული. [[1961]] წლის დეკემბერში [[გივი მრელაშვილი|გივი მრელაშვილის]] თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო - თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც [[1964]] წელს თბილისის რაგბის ფედრაციად გადაკეთდა.
რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გუნდური სპორტია.ჯერ კიდევ XIX საუკუნეში საქართველოში რაგბის მსგავს თამაშს ლელობურთს თამაშობდნენ, ამ ორი თამაშის წესები თითქმის იდენტურია. საქართველო კი მსოფლიოს 20 საუკეთესო გუნდს შორისაა, ორი წლის წინ გუნდი ძალიან ახლოს იყო მსოფლიოს საუკეთესო ათეულთან, მაგრამ გუნდმა 11-დან 12 ადგილზე გადაინაცვლა და ეს ვეღარ მოახერხა. ნაკრები „ევროპის თასს“ 10-ჯერ დაეუფლა. ნაკრები [[2019]] წლის მსოფლიო თასის შემდეგ დაქვეითდა და მსოფლიო რეიტნგში მე-14 ადგილს იკავებს.
 
[[1962]] წელს გაიმართა პირველი შეჯიბრება - თბილისის პირველობა ოთხი გუნდის მონაწილეობით. ჩემპიონობა მოიპოვა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა. [[1963]] წელს თბილისში ჩატარდა პირველი საკავშირო ტურნირი - პროფკავშირების პირველობა ,რომელშიც თბილისის „განთიადი“ მე-III ადგილზე გავიდა, სამი წლის შემდეგ გამართულ [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირის]] პირველ ჩემპიონატში კი მეორე იყო თბილისის  „დინამო“ (მწვრთნელი - გივი მრელაშვილი). [[1966]] წელს [[გიორგი ყუფარაძე|გიორგი ყუფარაძის]]<nowiki/>ა და [[შალვა ქურციკიძე|შალვა ქურციკიძის]] თაოსნობით [[ქუთაისი|ქუთაისში]] დაარსდა რაგბის პირველი კლუბი - „დინამო“- [[1967]] წელს გაიმართა პირველი უცხოური გუნდის, საფრანგეთის მასწავლებელთა პროფკავშირის ნაკრების ტურნე საქართველოში. ამავე წელს პირველმა ქართულმა გუნდმა - თბილისის „დინამომ“ მოაწყო ტურნე უცხოეთში ([[პოლონეთი|პოლონეთში]]) და 3 გამარჯვება მოიპოვა. [[1967]] წელსვე ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი.
 
ლელობურთის ქვეყანაში რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა, მორაგბეთა თემი კი ლამის სოციალურ ფენომენად ჩამოყალიბდა. საქართველოში რაგბის  სიყვარულითა და ენთუზიაზმით თამაშობდნენ, თავად მორაგბეები კი საზოგადოებისაგან განსაკუთრებულ არაფორმალურ პატივისცემას იმსახურებდენ. [[1968]] წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ მე-III ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა ([[1972]], [[1978]], [[1981]]), [[1978]] წელს კი სსრ კავშირის თასი მოიპოვა. 1980 -იან წლებში ქართულ და საბჭოურ რაგბიში ლიდერობდა [[ქუთაისის აია|ქუთაისის „აია“]]- გუნდმა ჯერ [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატის ვერცხლისა ([[1984]]) და ბრინჯაოს([[1985]]) მედლები აიღო, შემდეგ კი დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით ზედიზედ სამჯერ ([[1987]]-[[1988]]-[[1989]]) გახდა სსრ კავშირის ჩემპიონი,ორჯერ თასის გათამაშებაში გაიმარჯვა ([[1987]], [[1990]]). მორაგბეთა თაობების აღზრდაში მნიშშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნოდარ ყიფიანმა, გელა მიქაბერიძემ, გოგი ტონიამ, ბათუ კევლიშვილმა, გურამ მოდებაძემ, რამაზ სვანიძემ, მალხაზ ჭეიშვილმა, ლაშა გეგენავამ და სხვა მწვრთნელებმა.
 
სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ნაკრებში თამაშობდნენ საქართველოს მორაგბეები:
 
თამაზ მგელაძე, ვლადიმერ აბაშიძე, მიხეილ თუშიშვილი, ზურაბ ხარშილაძე, თემურ ბენდიაშვილი, მიხეილ ჯვარიძე, დავით კილასონია, მიხეილ ხარშილაძე, ავთანდილ გიორგაძე, ავთანდილ ღიბრაძე, ნუკრი წერეთელი, ვლადიმერ პეტუხოვი, რამაზ სანებლიძე, ოლეგ ლიპარტელიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე ნაჭყებია, ბესარიონ ლილუაშვილი, სერგო უგრეხელიძე, ნუგზარ ძაგნიძე, მამუკა ლოსაბერიძე, მალხაზ ჭეიშვილი, ზაზა ბაკურაძე.
 
ჯერ კიდევ საბჯოთა კავშირის არსებობის პირობებში, [[1989]] წელს შეიქმნა საქართველოს პირველი ეროვნული ნაკრები, რომელმაც [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] [[ქუთაისი|ქუთაისში]] საერთაშორისო მატჩი გამართა [[ზიმბაბვე]]<nowiki/>ს ნაკრებთან - 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო [[დავით კილასონია]], პირველი კაპიტანი - [[ოლეგ ლიპარტელიანი]]. [[1990]] წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. [[1991]] წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ , ქართულმა კლუბებმა საკავშირო ჩემპიონატი დატოვეს. [[1992]] წლის თებერვალში [[რაგბის საერთაშორისო საბჭო]]<nowiki/>მ საქართველოს რაგბის კავშირი თავის 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ  (პრეზიდენტი [[ბიძინა გეგიძე]]) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. [[1997]] წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა [[ფრანგები|ფრანგი]] [[კლოდ სორელი]]. [[2001]] წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო [[ევროპის ერთა თასი]], რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. უცხოელი მწვრთნელების მოწვევის პრაქტიკა შემდგომშიც გაგრძელდა, როცა რაგბის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა გიორგი ნიჟარაძე. მისი მეცადინეობით მთელი ქვეღნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაფართოვდა სარაგბო ინფრასრუქტურა. [[2008]], [[2009]], [[2011]] და [[2012]] წლებში ქართველებმა კიდევ ოთხჯერ აიღეს ევროპის ერთა თასი. საერთოდ XXI საუკუნის პირველი ათწლეული მეტად წარმატებული გამოდგა ჩვენი რაგბისთვის. [[2002]] წლის [[13 ოქტომბერი|13 ოქტომბერს]] [[თბილისი|თბილისში]], ეროვნულ სტადიონზე, საქართველომ 17:13 დაამარცხა რუსეთი და [[2003]] წლის მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. მორაგბეთა ნაკრები პირველი ქართული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა და პლანეტის საუკეთოსო გუნდებს გაეჯიბრა. [[2007]] და [[2011]] წლებში ქართველებმა კიდევ ორჯერ ითამაშეს მსოფლიო თასის ფინალურ ტურნირში. სანაკრებო წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით [[მალხაზ ჭეიშვილი|მალხაზ ჭეიშვილს]], [[ტიმ ლეინი|ტიმ ლეინს]], [[რიჩი დიქსონი|რიჩი დიქსონს]].<ref>http://sport.gov.ge/index.php?pg=sporttypes&sportid=31</ref>
 
== ჭიდაობა ==
Line 512 ⟶ 544:
{{სქოლიო|2}}
 
== რესურსები ინტენეტში ==
http://sport.gov.ge/index.php — ქართული სპორტი
[[კატეგორია:საქართველოს სპორტი]]