მუშათა თეატრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: კატეგორია
No edit summary
ხაზი 1:
'''მუშათა თეატრები''' [[საქართველო]]ში:
*'''თბილისის მუშათა თეატრი (თმთ)''', დაარსდა[[ 1926]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] პროლეტკულტის წითელი თეატრის ბაზაზე. დასი შეივსო პროფესიული მსახიობებით (ხელმძღვანელი [[მიხეილ ქორელი]], რეჟისორი [[ვახტანგ გარიკი]]). იმავე წელს [[დეკემბერი|დეკემბერში]], სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ რეჟისორად დაინიშნა [[მიხეილ ჭიაურელი]]. თეატრში მუშაობდნენ რეჟისორები — [[შოთა აღსაბაძე]], [[გრიგოლ სულიაშვილი]], გ. ჯავაშვილი, [[ვახტანგ აბაშიძე]]; მხატვრები — [[სიმონ ვირსალაძე]], [[პეტრე ოცხელი]], ვ. სიდამონ-ერისთავი. მუსიკალური ნაწილის გამგე იყო [[თამარ ვახვახიშვილი]]. თმთ-ში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: ვ. ანჯაფარიძე, თ. კიკნაძე, ე. ციმაკურიძე, ა. ქიქოძე, მ. დავითაშვილი, ს. ვაჩნაძე, ნ. მაჭავარიანი, პ. იმედაშვილი, ბ. გამრეკელი, ი. რომანიშვილი, ა. ყიასაშვილი, დ. ძნელაძე, შ. გომელაური, ა.[[ანდრია მურუსიძე]], ა. კვანტალიანი, შ. ჩხეიძე, მ.სულთანიშვილი და სხვები. დაიდგა სპექტაკლები: გ. ერისთავის „გაყრა“, ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ა. ლუნაჩარსკის „ამფეთქებელნი“, პროკოფიევის „პარიზი“ და „სისხლიანი დღესასწაული“, მოლიერის „დონ ჟუანი“ და სხვა. თეატრმა იარსება 1928 წლამდე.
*თბილისის მუშათა თეატრთან მუშაობდა '''თბილისის რუსული მუშათა თეატრი''', სამხატვრო ნაწილი გამგე რეჟისორი ა. შვეიცერი (პესიმისტი), რეჟისორი ვ. ლიუბოში. დასში შედიოდნენ: ბ. ბელეცკაია, ე. გალაქტიონოვა, ა. ჩარსკი და სხვები. დადგეს ვ. ივანოვის „ჯავშანი“, ა. ოსტროვსკის „უმზითვო“, ნ. გოგოლის „რევიზორი“ და სხვა.
*'''პროფკავშირის მუშათა თეატრ-სტუდია''' 1928 წლის დეკემბერს დააარსა რეჟისორმა გ. ჯავაშვილმა. მისი მიზანი იყო მუშათა თეატრისათვის კადრების აღზრდა. სპექტკლებს დგამდა მუშათა რაიონებში. 1929 წლის 20 თებერვალს წარმოადგინა პირველი სპექტაკლი — [[ბესარიონ ჟღენტი]]სა და [[ნიკოლოზ ჩაჩავა]]ს „გზები“. 1931 წლის მაისში პროფესიულ თეატრად გადაკეთდა და პროფსაბჭოს სახელი ეწოდა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: [[კონსტანტინე დაუშვილი]], ვ. მურღულია, ა. კუპრაძე, შ. გერმესაშვილი, ა. რამიშვილი და სხვები. დადგეს სპექტაკლები: კურდიუმოვის „რკალში“, ს. შანშიაშვილის „მიწა გვეძახის“, ლავრენიევის „მტრები“, გ. ბუხნიკაშვილის „ხანძარი“, ჰაშეკის „შვეიკი“ და სხვა. თეატრმა 1934 წლამდე იარსება.
ხაზი 7:
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|216|ლაშხია ნ.}}
*''ლაშხია ნ.'', ქსე, ტ. 7, გვ. 216, თბ., 1984
 
[[კატეგორია:თბილისის თეატრები]]