სირცხვილია (პოლიტიკური მოძრაობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. 20:00 საათიდან პარლამენტის ეზოში მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. დაახლოებით 21:00 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, [[ნიკა მელია]]მ მიკროფონით მთავრობას მიმართა და ერთი საათი მისცა იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია პოსტებიდან გადაეყენებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, მოქალაქეები პარლამენტში შევიდოდნენ.
 
{{ციტატა|ერთი საათის განმავლობაში, თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში და, აი, რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ.|[[ნიკა მელია]], ''[[წყაროს სათაური]]''}}
 
მელიას ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის კიბეებზე, სცენასთან, იქ, სადაც ორგანიზატორები და სიტყვით გამომსვლელები იდგნენ, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი სამართალდამცველები ჩამოდგნენ. ისინი ჭიშკრის წინ - ხალხის მხარეს იდგნენ, რამაც მოსახლეობის პროტესტი და სპეცრაზმთან ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.