დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. დაბადებისას უწოდეს სახელი გაჩ, მაგრამ მალევე მოინათლა და დაარქვეს დიმიტრი. 5 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისევე როგორც მრავალი სხვა აფხაზი [[მუჰაჯირობა|გადასახლებულ]] იქნა [[ოსალეთისოსმალეთის იმპერია]]ში, თუმცა მისმა ოჯახმა შესძლო უკან დაბრუნება.
 
სწავლობდა [[გორის საოსტატო სემინარია]]ში. ერთხანს მასწავლებლობდა. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912–1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919–1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "[[აფსნი ყაფშ|აფსნის]]" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი. 1922-1924 წლებში ასწავლიდა აფხაზურ ენას [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]]. აფხაზურად თარგმნა „[[ვეფხისტყაოსანი]]“, [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძისა]] და [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ლექსები.