რიჩგვიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''რიჩგვიანები''', ''ჩეგიანები'' — ფეოდალური საგვარეულო შუა საუკუნეების [[სვანეთი|სვანეთში]]. ქართულ წყაროებში გვარი სხვადასხვა ფორმით (რუჩეგიანი, რუჩაგიანი, როჩაგიანი, რეჩგიანებად და სხვ.) მოიხსენიება.
 
საგვარეულო პირველად [[ადიში]]ს დოჩაანიშის წმინდა გიორგის ეკლესიის წარწერაში (X საუკუნე) იხსენიება. ადიშის XI საუკუნის მაცხოვრის ეკლესიაში შემორჩენილია მიქაილ ჩეგიანის ფრესკული პორტრეტი. რიჩგვიანები მოიხსენიებიან XII-XIII საუკუნეების ძეგლში „მატიანე სუანეთისა კრებისაჲ“, ასევე ჯაფარიძეთა [[სასისხლო]] სიგელში და სხვა დოკუმენტებში. რიჩგვიანები ცხოვრობდნენ [[ეცერის თემი|ეცერში]] ([[ისკარი]], [[ლადრერი]]), [[ბეჩობეჩოს (თემი)|ბეჩოში]] ([[ნაშთქოლი]]), [[ცხუმარის თემი|ცხუმარსა]] ([[მაგარდელი]], [[ლეზგარა]]) და [[ჩუბეხევი|ჩუბეხევში]] ([[ლამხერი]]). XV-XVIII საუკუნეებში რიჩგვიანები სვანეთში პირველობისთვის [[დადიშქელიანები]]ს გვარს ებრძოდნენ და დამარცხდნენ. XVIII საუკუნეში გადარჩენილი რიჩგვიანები ჯერ სოფელ [[ხალდე]]ში დასახლდნენ, რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ [[სვანეთის აჯანყება|სვანეთის 1876 წლის აჯანყების]] შემდეგ კი [[ქვემო სვანეთი|ქვემო სვანეთში]] გადავიდნენ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რიჩგვიანები“-დან