პორტუგალიური სამზარეულო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
== ტკბილეული ==
[[ფაილი:Marzipan - Lisbon, Portugal - DSC07057.JPG|მინი|289x289პქ|ალგარვული მარციპანები ლისაბონში]]
საკონდიტრო სფეროში პორტუგალიას დიდი გავლენა აქვს მთელს დასავლეთის კულინარიაზე, რამეთუ სწორედ პორტუგალიელებმა შექმნეს [[მარმელადი]], [[კარამელი]], მოლისანი და მათვე დაამკვიდრეს ევროპაში [[შაქარი]].
[[ფაილი:Pão-de-ló.jpg|მარცხნივ|მინი|პაუ-დე-ლუ]]
მიუხედავად ამ ყველაფრისა, პორტუგალიურ ნამცხვრებში აშკარად იგრძნობა [[ფრანგული სამზარეულო|ფრანგული სამზარეულოს]] გავლენა. ამის მაგალითია ნამცხვარი „პაუ-დე-ლუ“, რომელსაც აქვს ფრანგული ფესვები და რომელსაც თავის მხრივ ფრანგები [[გენუა|გენუელთა]] ნამცხვარს უწოდებენ.
 
შუა საუკუნეების პერიოდში ტკბილეულის მრავალი რეცეპტი შექმნეს პორტუგალიელმა მონაზვნებმა, რის გამოც მრავალ აქაურ ნამცხვარს ეკლესიური სახელი აქვს, მაგალითად: „მონაზვნის მუცელი“ ({{Lang-pt|barriga de freira}}), „ანგელოზის მკერდი“ ({{Lang-pt|Papos d'anjo}}), „სამოთხის ბეკონი“ ({{Lang-pt|toucinho do céu}}) და ა.შ. მონასტრებში შექმნილმა ტკბილეულმა მაშინდელ არისტოკრატიაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და იგი ხალხში დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
 
პორტუგალიის სამხრეთში უფრო მკვეთრად იგრძნობა ესპანური გავლენა, სადაც იყენებენ ანდალუსიურ თაფლს ალგარვული მარციპანების დასამზადებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიაში შოკოლადზე მეტად პოპულარული კარამელია.
 
== ლიტერატურა ==