გიორგი შაიშმელაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
'''გიორგი შაიშმელაშვილი''' (დ. [[8 ოქტომბერი]], [[1939]], სოფელი [[ნუკრიანი]], [[სიღნაღის რაიონი]]) — [[ქართველები|ქართველი]] არქიტექტორი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
 
[[1963]] წელს დაამთავრა [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი|საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს არქიტექტურის ფაკულტეტი. 1974-1975 წლებში იყო [[რომი]]ს ურბანისტიკის ინსტიტუტის სტაჟიორი. 1980 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი. 1989-1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურული გეგმარების კათედრის გამგე. 1992-1995 წლებში იყო საქართველოში ურბანისტიკის კათედრის დამფუძნებელი და მისი პირველი გამგე. 1990-1991 წლებში იყო [[საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები|საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო]]ს წევრი საარჩევნო ბლოკი „[[მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო]]დან“, ხელი აქვს მოწერილი [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე]] (1991 წლის 9 აპრილი). [[1992]]-[[1995]] წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი]] (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ერთობა“, [[1995]]-[[1999]] წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და [[1999]] -[[2004]] წლებში იყო [[საქართველოს პარლამენტის მეხუთე მოწვევის დეპუტატები|საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი]] პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995-1999 წლებში ხელმძღვანელობდა პარლამენტის ურბანისტიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ქვეკომიტეტებს. 1999-2004 წლებში იყო ევროსაბჭოსთან საკანონმდებლო თანამშრომლობის საპარლამენტო ჯგუფს. 1995-1999 წლებში არჩეული იყო საქართველო-იტალიის საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარედ. 2000-2003 წლებში მუშაობდა [[იუნესკო]]ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში „მცხეთის მემკვიდრეობისა და ტურიზმის მასტერგეგმაზე“ ექსპერტად, საერთაშორისო საავტორო ჯგუფის წევრად.
 
==რესურსები ინტერნეტში==