ედუარ მანე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
 
== ბიოგრაფია ==
ედუარ მანე ცნობილისაფრანგეთის ჩინოვნიკისიუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის ოგიუსტ მანესა და ფრანგი დიპლომატის ქალიშვილის, ეჟენი-დეზირე ფურნიეს ოჯახში დაიბადა. მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, თუმცა მამამისი მის იურიდიულ კარიერაზე ოცნებობდა. სამხედრო სამსახური 1848 წელს მან ფლოტში გაიარა. ერთი წლის შემდეგ იგი უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში გამოცდაზე ჩაიჭრა და მშობლებისგან მხოლოდ მაშინ მიიღო თანხმობა სერიოზულად შეესწავლა [[ფერწერა]]. ხელოვნების სკოლაში ის 6 წელიწადს სწავლობდა, ტომა კუტიურის<ref>[https://www.youtube.com/watch?v=PxF8O8GG6T8&feature=youtu.be&t=15 Who is Thomas Couture? (with Chief Curator Paul Lang)]</ref> ({{lang-fr|Thomas Couture}}) სახელოსნოში. მის ადრეულ შემოქმედებაზე მისმა პედაგოგმა დიდი გავლენა მოახდინა. ამ პერიოდში მანე ოფიციალურ სალონში ეძებდა აღიარებას, მაგრამ მისთვისვე მოულოდნელად პარიზელი ავანგარდისტების სათავეში მოექცა.
 
მისი ნაწარმოები „საუზმე ბუნების წიაღში“ (იგივე „წახემსება მინდორზე“) „განკიცხულთა სალონში“ იყო გამოფენილი. ეს სურათი საიმპერატორო სასახლემ საზოგადოების მორალის შეურაცმყოფელ ნახატად გამოაცხადა. მხატვარს მსგავსი მწარე გამოცდილება ადრეც ჰქონდა მიღებული, [[1863]] წელს ლუი-მარტინეს გალერეაში გამოფენილ 14 სურათიდან ერთ-ერთი პირველი დიდი ტილო „მუსიკა ტიუილრის ბაღში“ (1862) აღშფოთებულმა [[ბურჟუაზია]]მ კინაღამ ხელჯოხებითა და ქოლგებით გაანადგურა. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის სრულიად უჩვეულო და გაუგებარი ფერწერის ახალი მანერა არ მოეწონათ, რომელიც სურათის სწორად აღსაქმელად განსაზღვრულ მანძილს საჭიროებდა. ამავე გამოფენაზე მანეს მეორე ტილოც — „ქუჩის მომღერალი ქალი“ დაგმეს, რომლის მოდელად მხატვარმა ისევ ვიქტორინა მორანი გამოიყენა.
ხაზი 40:
აღსანიშნავია ედუარ მანეს ბოლო წლების შედევრი „ბარი ფოლი-ბერჟესი“(1881–82). ეს სურათი შეიძლება შედევრად ჩაითვალოს, ვინაიდან ის გამოხატავს ნატურმორტს, პორტრეტს, სინათლის ეფექტებსა და ხალხის მოძრაობას. ოფიციალური აღიარება მანემ 1882 წელს მიიღო, როდესაც ის [[საპატიო ლეგიონის ორდენი]]თ დააჯილდოვეს.
 
ედუარ მანეს სისხლძარღვთა შევიწროვება აწუხებდა. 1883 წლის 19 აპრილს მან მარცხენა ფეხის ამპუტაციის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, თუმცა 11 დღის შემდეგ, მოჩვენებითი გამოჯანმრთელების პირველი სიმპტომების მიუხედავად, საშინელ [[აგონია]]ში, — 1883 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას [[პარიზი]]ს სახელოვნებო სამყაროს თითქმის ყველა წარმომადგენელი დაესწრო. მანეს სიკვდილის შემდეგ მოეწყო მისი სურათების რეტროსპექტიული გამოფენა მოეწყო, ხოლო „ოლიმპია“, მანეს ცოლთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, [[ლუვრი|ლუვრმა]] შეისყიდა.
 
== გალერეა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარ_მანე“-დან