ნების თავისუფლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
ხაზი 1:
'''ნების თავისუფლება''' ({{lang-el|τὸ αὐτεξούσιον}} ან {{lang-el2|τὸ ἐφ᾽ ἡμῖν}}, [[ლათ.]] liberum arbitrium) — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ასახავს [[ადამიანი]]ს მოქმედების თვითმყოფადობისა თუ განსაზღვრულობის ავტონომიურ პრობლემას. ნების თავისუფლების საკითხი უპირატესად დაკავშირებულია პიროვნების იურიდულ და მორალურ პასუხისმგებლობასთან. ამ უძველესი პრობლემის გარეშემო კამათის ისტორია იწყება ჯერ კიდევ [[სოკრატე]]ს დროიდან. ახალი დროის ფილოსოფიაში გამოიკვეთა პრობლემის ორ ძირითად, თუმცა ცალმხრივ, [[დეტერმინიზმი|დეტერმინისტულ]] და [[ინდეტერმინიზმი|ინდეტერმინისტულ]] პოზიციებს შორის ზღვარის პირობითობა. მაგრამ თვით პრობლემის ანტინომიურობამ განაპირობა [[ეკლექტიკა|ეკლექტიკური]] თვალსაზრისების სიჭარბე, ასეთია, მაგალითად, [[იმანუელ კანტი]]ს დუალისტური თეორია, რომლის მიხედვით [[ადამიანი]], როგორც გონიერი არსება, თავისუფალი ნების მქონეა, ხოლო ემპირიულ სამყაროში, სადაც ბუნებრივი აუცილებლობა ბატონობს, მისი ნება დეტერმინირებულია, იგი არათავისუფალია.
 
[[ჰეგელი]] ნების თავისუფლებას მიაწერს არა [[ადამიანი|ადამიანს]], არამედ „მსოფლიო სულს“, რომელიც განახორციელებს ნების თავისუფლების „წმინდა“ იდეას. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულისა და [[XX საუკუნე]]ში lფილოსოფიაშიფილოსოფიაში ჭარბობდა [[ვოლუნტარიზმი|ვოლუნტარისტული]] და [[პერსონალიზმი|პერსონალისტური]] ინდეტერმინიზმი. ფართოდ იყო წარმოდგენილი აგრეთვე ათეისტური [[ეგზისტენციალიზმი]]ს თვალსაზრისი, რომელიც აბსოლუტური თავისუფლებით აღჭურვილ [[ადამიანი|ადამიანს]] უპირისპირებს გარესამყაროს და ამით ნების თავისუფლება არსებითად თვითნებობამდე დაჰყავს. ზოგიერთი რელიგიური ფილოსოფიური შეხედულებით [[ადამიანი]] აბსოლუტურად არის დამოკიდებული ღვთაებრივ ნებაზე.
 
== რესურსები ინტერნეტში ==