ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 93:
ნაპირის ადგილისანი.}}
 
მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლებით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია. ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. ბრძოლა მომხდარა სოფ. გუდანათანგუდანთან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:
 
{{ციტირება|თან მოჰყვეს ქალანდაურსა
ხაზი 123:
გუდანს ვინც ლახნა ქვისანი».}}
 
ამ ბეგენთ-გორში დგესდღეს ერთი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით, თვით [[მამუკა ქალანდაური]] ასაფლავია. ეს ადგილი წმინდა ადგილად ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.
 
ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა, მას ღალატისთვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები [[თრუსო]]ში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინა.
ხაზი 158:
ხმალ შუქი გამოუტია<ref>ნ. ურბნელი, „ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, ზურაბ არაგვის ერისთავი“, (გაზ. ივერია, 1888 წ., №238, 241</ref>.}}
 
ზურაბ ერისთავს სამუხრანბატონოზე ეჭირა თვალი, რომელიც არაგვის საერისთაოს სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა. ზურაბი ქაიხოსრო მუხრანბატონს დაუპირისპირდა და ქართლში თეიმურაზი გაამეფა, მაგრამ მოტყუვდა. საქმე ის იყო, რომ თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა. ამის გამო ზურაბმა თეიმურაზს სიმონ-ხანი დაუპირისპირა, რომელსაც ქართლის სამეფო ტახტზე მეტი უფლებები ჰქონდა, როგორც ქართლის ბაგრატიონთა ჩამომავალს. ზურაბმა „არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და დაუწყო საქმობა სვიმონ მეფეს პატარასა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 413</ref>. იგი თბილისის ციხიდან გამოიყვანა და ქართლში გააბატონა. სვიმონი მამას ეძახდა ზურაბს და „არას იქმოდა მის გარდაუვალსა“. თეიმურაზი იძულებული შეიქნა უომროდ დაეთმო ქართლი. ზურაბმა თავის ჯარს ქალაქი [[გორი]] გააძარცვინა, დაზარალებულთა შორის ავგუსტინელი მისიონერები აღმოჩნდნენ, რომლებიც ზურაბს ეწვიენ და ქონების დაბრუნება მოითხოვეს. ზურაბმა მისიონერებს ქონება დაუბრუნა. ვინმე ზებედე-ბერმა კი გააფრთხილა ზურაბი: გამაჰმადიანებულ მეფეს ქვეშევრდომები მიბაძავენ და ქვეყანა დაიქცევაო. ზურაბმაიგრძნოზურაბმა იგრძნო დანაშაული და ცოდვა მოინანია, გადაწყვიტა ღალატით მოეკლა სიმონი<ref>თ. ნატროშვილი, „მაშრიყიდან მაღრიბამდე“, თბ., 1974, გვ. 123-124</ref>. ქართული წყაროების ცნობით, თეიმურაზი უფადარს მივიდა და შემოუთვალა ზურაბს „შეუგვანებელ არს განწირვად სიძისაგან სიმამრისა, გარნა ვიხელოთ უკანასკნელნი შენი და სვიმონისა“„ვახუშტისვიმონისა“ (ვახუშტი, გვ. 437“437). შეწუხდა ზურაბი, მას სიმონი ქართლის მეფედ სურდა, ხოლო თეიმურაზი კახეთისა, ოღონდ ორივე მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო. თეიმურაზის წერილმა ზურაბს ბოროტი გადაწყვეტილება მიაღებინა. [[სხვილოს ციხე]]ში ღალატით მოკლა სიმონი და თავი თეიმურაზს გაუგზავნა უფადარს. თეიმურაზს სიბრალული აღუძრა სიმონის ულმობელმა მკვლელობამ და გულწრფელად დაუტირებია ახალგაზრდა მეტოქე. ზურაბისადმი წყენა ჰქონდა გულში, მაგრამ მაინც შეთანხმდენენ სიძე-სიმამრი. სიმონ-ხანის სიკვდილში ზოგი წყარო თეიმურაზს სდებს ბრალს.
 
==სიკვდილი==