გურიის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის აკაკი ბერიძე ცვლილებების გაუქმება (№3933496)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 190:
გურიის სამთავროს პოლიტიკური მოწყობა ძირითადად გვიანფეოდალური ხანის საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. გურიელის სამთავრო კარი იმერეთის სამეფოს კარის მიბაძვით იყო მოწყობილი. სამთავროს უმაღლესი მმართველი პირი იყო [[მთავარი]], რომელსაც შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა. დადასტურებულია [[ქაიხოსრო ბატონიშვილი]]ს მიერ [[სიკვდილით დასჯა|სიკვდილით დასჯის]] — კოცონზე დაწვის — ფაქტი. მთავრის უმაღლესი მოხელეები იყვნენ სახლთუხუცესი, ბოქაულთუხუცესი და მდივანბეგი, ასევე არსებობდა მესტუმრეთუხუცესის, მეღვინეთუხუცესის და ქალაქთუხუცესის თანამდებობები. ყველა თანამდებობა თავად-აზნაურობას ეჭირა. მოხელეები გასამრჯელოს ნატურის სახით იღებდნენ. მოქმედებდა [[ვახტანგ VI-ის სამართალი]].
 
'''[[სახლთუხუცესი]]''' ასრულებდა საფინანსო, სამეურნეო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ეს იყო მთავრის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობა. [[როსტომ გურიელი]]ს დროს სახლთუხუცესი იყო კვერღელიძეების გვარის წარმომადგენელი, [[გიორგი III გურიელი]]ს დროს კი ოთარ ბერიძე. თავდაპირველად სახლთუხუცესის სახელო ეკუთვნოდა ბერიძეების გვარს, თუმცა შემდგომში ამ თანამდებობაზე ნაკაშიძეები ან თავდგირიძეები ინიშნებოდნენ. სამთავროს არსებობის ბოლო წლებში სახლთუხუცესი იყო დავით მაჭუტაძე.
 
'''[[ბოქაულთუხუცესი]]''' საპოლიციო აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის აღასრულებდა მთავრის გადაწყვეტილებებს. 1664-1712 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო მირზაბეგ თავდგირიძე. ამის შემდეგ გურიელის კარზე ეს თანამდებობა [[თავდგირიძეები|თავდგირიძეებს]] მემკვიდრეობით ეკავათ, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა. მირზაბეგის შემდეგ ბოქაულთუხუცესები იყვნენ გიორგი და როსტომ თავდგირიძეები. 1770 წელს ბოქაულთუხუცესი მამუკა თავდგირიძე იყო. 1789-1792 წლებში ბოქაულთუხუცესი გიორგი მაქსიმენიშვილი იყო, 1807-1819 წლებში ვახტანგ როსტომის ძე ერისთავი, 1820 წელს კვლავ გიორგი მაქსიმენიშვილი, 1821-23 წლებში კი კვლავ ვახტანგ ერისთავი. 1820-იანი წლების შუიდან ეს თანამდებობა კვავ თავდგირიძეებმა დაიბრუნეს. 1827-1828 წლებში ბოქაულთუხუცესი იყო გიორგი თავდგირიძე.
ხაზი 374:
 
== სოციალური წყობა ==
გურიელებს, სხვა ფეოდალებთან შედარებით, ყველაზე მეტი ყმა-გლეხი ჰყავდათ. მთავრის საარსებო წყაროს შეადგენდა ბეგარა-გადასახადები და ბაჟები. გურიელი იყო არა მხოლოდ ყმა-გლეხების, არამდეს სამთავროს სხვა თავადების ბატონიც. გურიის სამთავროს თავადები იყვნენ გუგუნავები, მაჭუტაძეები,ბერიძეები, ერისთავები, [[თავდგირიძეები]], [[ნაკაშიძეები]], შალიკაშვილები, მაქსიმენიშვილები. ძლიერი თავადები, რომლებიც საკუთარ ციხეებს ფლობდნენ, ცდილობდნენ გურიელისგან გათავისუფლებას, განსაკუთრებით კი რუსეთის იმპერიის მფარველობაში შესვლის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ დამორჩილებოდნენ გურიელს. ასეთები იყვნენ [[ნაკაშიძეები]], ერისთავები. ურჩი ფეოდალების მიმხრობის მიზნით გურიელი მათ ხშირად ათავისუფლებდა გადასახადისგან. გადასახადისგან ასევე ხშირად თავისუფლდებოდნენ გურიელის ყმები, ღარიბი და მცირემიწიანი აზნაურები.შალიკაშვილები, მაქსიმენიშვილები, გუგუნავები და ბერიძეები ერთიანი საქართველოს იდეას ატარებდნენ და გურიელს უჭერდნენ მხარს ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობაში. აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებთან შედარებით გურიელი ეკონომიკურად სუსტი იყო. მისი ყმების რაოდენობა 5-6 ათას სულამდე აღწევდა. სამღვდელობა ცალკე ფენას არ წარმოადგენდა. სასულიერ თანამდებობაზე მყოფი ინარჩუნებდა საკუთარ წოდებას. ყველაზე დაბალი სოციალური ფენა იყო [[გლეხობა]]. გურიის სამთავროში 7 გლეხზე ერთი ბატონი მოდიოდა. კუთვნილების მიხედვით არსებობდნენ სამთავრო, სათავადო, სააზნაურო, საეკლესიო და გლეხთა გლეხები. შედარებით უფრო მსუბუქი იყო საეკლესიო გლეხების მდგომარეობა. მებატონეს არ შეეძლო ყმის მოკვლა, წამება, გადასახლება, ოჯახისგან მოწყვეტა. სხვა მხრივ გლეხი მებატონის საკუთრებას წარმოადგენდა, მას შეეძლო გლეხის გაყიდვა ოჯახით, გამზითვება, დაგირავება, გაჩუქება, შეეძლოთ 30 წლის განმავლობაში გაქცეული ყმა ეძებნათ. მებატონეები ასევე ახერხებდნენ ოჯახისგან მოწყვეტით გლეხების გაყიდვასაც. გლეხობა გარდა საბატონო ბეგარისა, იხდიდა საქვეყნო-სამთავრო და ოსმალეთის იმპერიისთვის განკუთვნილ გადასახადსაც („სალიანი“). ოსმალეთისთვის განკუთვნილი ხარკის სახით ერთი კომლი აბაზის შესაბამის ტილოს იხდიდა. სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ რუსეთის ჯარების შენახვა გლეხებს დააწვა ტვირთად, რადგან იძულებულნი იყვნენ პროდუქტი საბაზროზე სამჯერ იაფად ჩაებარებინათ ჯარების გამოსაკვებად. გურიის სამთავროს ტერიტორიაზე სხვა კუთხეებთან შედარებით მეტად იყო გავრცელებული [[ტყვის სყიდვა]], რადგან გურია უშუალოდ ესაზღვრებოდა ოსმალეთს.<ref>მ. რეხვიაშვილი, იმერეთის სამეფო 1462-1810, თბ., 1989</ref>გურიის სამთავროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშანი, რითაც ის განსხვავდებოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებისგან იყო ის, რომ აქ მებატონეთა ძალადობას ნაკლები გასაქანი ჰქონდა და გლეხობამ შეძლო შედარებით უპირატესი უფლებების შენარჩუნება.
 
===რელიგია===