დამბალხაჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლევან ქოქიაშვილი-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 35:
|მონაცემი6 = •რძე<br />•მარილი
}}
'''დამბალხაჭო''', '''დამბალი ხაჭო''' — [[საქართველო|ქართული]] ეროვნული კერძი, რომელსაც ამზადებენ ისტორიული [[ფშავი]]სა და [[ერწო-თიანეთი]]ს ტერიტორიაზე. წერილობითი წყაროებით ის ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და ივარაუდება, რომ [[1800-იანები|1800-იანებამდეც]] ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.<ref name="მთის ამბები">[http://mtisambebi.ge/wandering/mountain-product/item/520-ybvelaperi-dambalxachos-shesaxeb-damzadebis-teqnologia-da-xarmoebis-areali ყველაფერი დამბალხაჭოს შესახებ - სად და როგორ მზადდება ქართული დელიკატესი ] mtisambebi.ge</ref> [[საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო]]ს [[2014|2014 წლის]] 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/2495178 არამატერიალური კულტურის ელემენტისათვის „უძველესი ფშური საკვები პროდუქტის -„დამბალხაჭო“ (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ] matsne.gov.ge</ref>, დამბალხაჭოს და მის დამზადების ტექნოლოგიას [[საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია|საქართველოს არამატერიალური ძეგლი]]ს სტატუსი მიენიჭა.
 
==დამზადების ტექნოლოგია==
===ხაჭოს მომზადება===
ახლადგამოწველილ [[რძე]] ისხმება ფართოპირიან ჭურჭელში დამჟავებამდე, რის შემდეგაც ისხმება სპეციალურ ხელსაწყოში, ჩხუტში, რომლითაც იდღვიბება და წარმოიქმნება [[კარაქი]], კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს [[დო]] ეწოდება. დოს გაცხელებით მიიღება ის ხაჭო, რომლითაც მოგვიანებით დამბალხაჭო მზადდება.
 
===გაშრობა===
მიღებული ხაჭო კარგად იწურება. შემდეგ იწურება და მოეყრება მარილი გემოვნებით. მარილმოყრილი ხაჭო იზილება და იკვერება, ანუ გუნდებად იკვრება, უკვე შეკვერილი კი ეწყობა ძობანში გასაშრობად. ძობანი წნელით მოწნული შუცეცხლის თავზე ჩამოკიდებული სათავსოა, რომელის ქვემოდან ანთებული [[ცეცხლი]]ს კვამლითაც შეწყობილი ხაჭოს კვერები დაახლოებით ერთი [[კვირა]] იბოლება და შრება. გამშრალი ხაჭო ირეცხება რძის შრატით.
 
===დალბობა===
დამზადების შემდეგი ეტაპი გამშრალი ხაჭოს დამწიფება, დალბობა, ანუ დავარგებაა. ამისათვის ხაჭოს კვერები ეწყობა თიხის ქოთანში ან ქვევრში, სადაც ჰერმეტულად დაახლოებით ორ თვეს ატარებს, ზოგჯერ აღნიშნული თიხის ჭურჭელი [[მიწა]]შიცაა ჩაფლული. ხაჭოს კვერები გარედან [[ობის სოკოები|ობდება]], შიგნიდან კი ლბება და ოქროსფერი ხდება.<ref name="მთის ამბები" />
 
===საკვებად გამოყენება===
დამბალხაჭოს საკვებად იყენებნ მშრალად ან გაცხელებულს დიდი რაოდენობის [[ერბო]]სთან ერთად. მსგავსად მომზადებულ კერძს დამბალხაჭოს „ხაჭოერბო“ ეწოდება.<ref>[http://travelingeorgia.ge/news/dambalkhatcho-rogor-davamzadoth-delikatesi/ დამბალხაჭო - როგორ დავამზადოთ დელიკატესი] travelingeorgia.ge</ref> „ხაჭოერბოს“ მოსამზადებლად ცეცლზე გააცხელებნ ერბოს, სურვილისამებრ ჩააყრიან პურს და შემდეგ უკვე გასუფთავებულ და დაჭრილ დამბალხაჭოს.
Line 49 ⟶ 53:
[[ფაილი:Historical Pshavi in modern international borders of Georgia.svg|მინი|ისტორიული [[ფშავი]]]]
დამბალხაჭო [[მაისი]]დან [[ოქტომბერი|ოქტომბრის]] ჩათვლით მზადდება. მისი წარმოების არეალია ისტორიული [[იორი|ივრისა]] და [[არაგვი]]ს [[ფშავი]]ს, [[ერწო-თიანეთი]]ს ტერიტორიები. აგრეთვე მას ამზადებენ [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტისა]] და [[თელავის მუნიციპალიტეტი]]ს [[ფშავლები]]თ დასახლებულ სოფლებში, როგორებიცაა, მაგალითად [[ჭართალა]] და [[ლაფანყური]].
 
==წერილობითი ცნობები==
პირველი წერილობითი ცნობები, სადაც დამბალხაჭოა ნახსენები ეკუთვნის [[ვაჟა-ფშაველა]]ს მამას, პავლე მღვდელსა და ცნობილ მოლექსეს, ჯაბანს ეკუთვნით. პავლე რაზიკაშვილის ნაწარმოებში „მოკლე მოთხრობა ჩემი წინაპარით ჩამომავლობაზე, მათ ზნე-ჩვეულებებზედ“ ვკითხულობთ:
{{ციტატა|მათი [ფშავლების] სასმელ-საჭმელი - ხსნილში ხშირად სახმარი პურის შესატანათ წაკა იცოდნენ, დიდს ქილაში ყველს და ხაჭოს ჩაყრიდნენ. თუ რძე ჰქონდა, ადუღებულს რძეს წყალს დაასხამდნენ, მარილს უზმოდენ, ან ხახვსა და ან ნიორს უზმოდენ. როდესაც ჯალაფობას პურს მაუტანდნენ, ჯამებით იმას მაუტანდნენ, შიგ პურს აწებდენ და კაცებისათვინ კი უფრო ყველი და ხაჭო იცოდენ. ხაჭოს ქვევრში ჩაყრიდენ, დალბებოდა, რომელიც დღესაც ხშირად იციან მთის ხალხმა და ძირითადად, ფშავლებმა...}}
 
ციტატის დასასრულს აშკარაა, რომ საუბარი დამბალხაჭოზეა.
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://mtisambebi.ge/wandering/mountain-product/item/520-ybvelaperi-dambalxachos-shesaxeb-damzadebis-teqnologia-da-xarmoebis-areali ყველაფერი დამბალხაჭოს შესახებ - სად და როგორ მზადდება ქართული დელიკატესი] mtisambebi.ge
Line 59 ⟶ 64:
*[https://www.youtube.com/watch?v=QKVHhW38vu4&feature=youtu.be დამბალ ხაჭოს დამზადების პროცესი] ვიდეო [[youtube]]-ზე.
*[https://ekofact.com/2014/09/08/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A/ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა] ekofact.com
 
==ლიტერატურა==
*„დამბალხაჭო“, თბილისი, 2015 წ., შემდგენელი - მარიამ ხუცურაული
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დამბალხაჭო“-დან