ნაცრისფერი სიდამპლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
 
== ხახვის ნაცრისფერი სიდამპლე ==
[[ფაილი:Botrytis rot (Botrytis allii) Munn.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|''[[Botrytis allii]]'' [[ხახვი|ხახვზე]]ს ბოლქვზე.]]
[[ხახვი]]ს ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევები არიან უსრული სოკოები ''[[Botrytis porri]]'', {{სხ|B|otrytis|aclada}}, {{სხ|B|otrytis|byssoidea}}, {{სხ|B|otrytis|squamosa}},<ref name=":1" /> {{სხ|B|otrytis|allii}}.<ref name=":2" /> დაავადება ძირითადად ჩნდება შენახვის პერიოდში. შენახვის პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გავრცელება და მოსავლის 50%-ზე მეტი დანაკარგი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ხახვის სათანადო წესით არ გაშრობა. პათოგენი ვრცელდება სათესლე და სარგავი მასალით. თუ სათესლე მასალა ინახება შესამჩნევად დაბალ ტემპერატურაზე, ამ შემთხვევაში სოკოს შეუძლია 3 ან მეტი წლის განმავლობაში იარსებოს სათესლე მასალაზე. პათოგენი დაინფიცირებულ სათესლე მასალაზე წარმოქმნის კონიდიებს, რომელთა მეშვეობითაც მცენარეზე ვითარდება დაავადება. ვეგეტაციის პერიოდში ინფექცია არსებობს მხოლოდ ფოთლებზე. მოსავლის აღებამდე მცირე პერიოდით ადრე მცენარის [[ბოლქვი]]ს ფურცლები დაფარულია ჭრილობებით, რომლებზეც ჩნდება ინფექცია. სანამ ღეროს ქსოვილი სინესტეს ინარჩუნებს, პათოგენი იზრდება ბოლქვში და ალპობს მას. დაინფიცირებულ ქსოვილებში წარმოიქმნება მცირე ზომის შავი სკლეროციები, რომელთაც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა მცენარეულ ნარჩენებსა და ფართობებში.<ref name=":1">{{Cite web | last1 = ხიდეშელი | first1 = ზ. | last2 = მემარნიშვილი | first2 = ნ. | last3 = ხეთერელი | first3 = ა. | url = https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/ხახვის-წარმოების-აგროტექნოლოგია-2.pdf | title = ხახვის წარმოების აგროტექნოლოგია | publisher = საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ''gfa.org.ge'' | date = 2018 | accessdate = 20 აგვისტო, 2020}}</ref>
 
ხაზი 23:
 
== მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე ==
[[ფაილი:Aardbei Lambada vruchtrot Botrytis cinerea.jpg|250პქ|მინი|მარჯვნივ|''[[Botrytis cinerea]]''-ით დაზიანებული [[მარწყვი]]ს ნაყოფი.]]
[[მარწყვი]]ს ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს სოკო ''[[Botrytis cinerea]]''. გაჩენისათვის ოპტიმალური პირობებია: [[ტემპერატურა]] — 15–24°C, ჰაერის შეფარდებითი [[ტენიანობა]] — 90%.<ref name=":4" /> ძირითადად აზიანებს [[ყვავილი|ყვავილებსა]] და [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფებს]]. ნაყოფები ავადდება სიმწიფის პერიოდში და ტრანსპორტირებისას. დაავადება ადვილად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს ნოტიო და შედარებით გრილ ამინდებში. მისი გამომწვევი სოკო აავადებს მცენარის ყველა ორგანოს.<ref name=":5">{{Cite web | url = http://www.agropedia.ge/news/58 | title = მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე — სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები | publisher = ქართული აგრო-ენციკლოპედია. ''agropedia.ge'' | date = 11 იანვარი, | accessdate = 20 აგვისტო, 2020}}</ref>