ნაცრისფერი სიდამპლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე ==
[[მარწყვი]]ს ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს სოკო ''[[Botrytis cinerea]]''. გაჩენისათვის ოპტიმალური პირობებია: [[ტემპერატურა]] — 15–24°C, ჰაერის შეფარდებითი [[ტენიანობა]] — 90%. ძირითადად აზიანებს [[ყვავილი|ყვავილებსა]] და [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფებს]]. ნაყოფები ავადდება სიმწიფის პერიოდში და ტრანსპორტირებისას. დაავადება ადვილად ჩნდება და სწრაფად პროგრესირებს ნოტიო და შედარებით გრილ ამინდებში. მისი გამომწვევი სოკო აავადებს მცენარის ყველა ორგანოს.<ref>{{Cite web | url = http://www.agropedia.ge/news/58 | title = მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე — სიმპტომები და ბრძოლის ღონისძიებები | publisher = ქართული აგრო-ენციკლოპედია. ''agropedia.ge'' | date = 11 იანვარი, | accessdate = 20 აგვისტო, 2020}}</ref>
 
{{ტექსტის გაშლა|სიმპტომებ|ი}}: ნაცრისფერი სიდამპლით დაავადებულ მარწყვის ნაყოფებზე ჩნდება ღია ყავისფერი ლაქები. დროთა განმავლობაში ისინი სწრაფად იზრდებიან ზომაში და ფარავენ ნაყოფების ზედაპირის დიდ ნაწილს. ლაქის ზედაპირი იფარება მონაცრისფრო შეფერილობის ნადებით და იწყება ნაყოფის ლპობის პროცესი. ავადდება, როგორც მწიფე, ასევე მკვახე ნაოფები. [[ფოთოლი|ფოთოლზე]] ვითარდება დიდი ნაცრისფერი ლაქა, ხოლო [[ყლორტი|ყლორტზე]] – ჩაზნექილი მოყავისფრო ლაქა, რომელიც დამწვარს წააგავს; ნაყოფის ყუნწის დაავადების შემთხვევაში ლაქა სწრფად უვლის მას ირგვლივ და ახმობს ჯერ კიდევ მწვანე [[ნასკვი|ნასკვს]]. სიმპტომები ვლინდება გაზაფხულზე და ზაფხულში.
 
{{ტექსტის გაშლა|ბრძოლის ღონისძიებებ|ი}}: დარგვისას მცენარეთა სწორი განლაგება ფართობში (რიგებსა და მცენარეებს შორის ოპტიმალური მანძილების დაცვა), მარწყვის დარგვა განათებულ და კარგი აერაციის მქონე ადგილებში, ასევე წყლისა და ჰაერის კარგ გამტარ ნიადაგებზე, შენახვის სათანადო პირობების დაცვა, დაზიანებული ნაყოფების დროული აღმოჩენა და მოცილება, საღი სანერგე მასალის შერჩევა დასარგავად, [[პესტიციდები]]ს გამოყენება (სიმწიფის დაწყებამდე). მისაღებია ფენჰექსამიდის და პათოგენის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედ სხვა ნივთიერებათა ბაზაზე წარმოებული [[ფუნგიციდები]].<ref>{{Cite web | last1 = ლორთქიფანიძე | first1 = ზ. და სხვები | url = https://gfa.org.ge/wp-content/uploads/2018/11/მარწყვის-წარმოების-აგროტექნოლოგია.pdf | title = ხახვისმარწყვის წარმოების აგროტექნოლოგია | publisher = საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. ''gfa.org.ge'' | date = 2018 | accessdate = 20 აგვისტო, 2020}}</ref>
 
== სქოლიო ==