ნაცრისფერი სიდამპლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
 
== ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე ==
[[ვაზი]]ს/ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს სოკო [[Botrytis cinerea]]. გაჩენისათვის ოპტიმალური პირობებია: ტემპერატურა — 15–20°C, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა — 90%.<ref name=":3">{{Cite web | url = http://agropedia.ge/news/726 | title = ყურძნის ნაცრისფერი სიდამპლე | publisher = ქართული აგრო-ენციკლოპედია. ''agropedia.ge'' | date = 25 თებერვალი, 2020 | accessdate = 20 აგვისტო, 2020}}</ref>
 
{{ტექსტის გაშლა|სიმპტომებ|ი}}: დაავადება ვითარდება მწიფე ყურძენზე, იშვიათად — რქებზე, ყლორტებსა და ფოთლებზე. დაავადებული მარცვალი იღებს მუქ ყავისფერ შეფერილობას, ნაოჭდება, ხმება და ზემოდან იფარება ნაცრისფერ ნაფიფქით. მწიფე ყურძნის დაავადებას, ამინდების გათვალისწინებით, სხვადასხვანაირი მნიშვნელობა აქვს. იმ შემთხვევაში, თუკი დაავადების შემდეგ მშრალი ამინდი დადგა, სოკოს გავლენით ყურძენში მჟავიანობა მცირდება და შაქრიანობა მატულობს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული ღვინო განსაკუთრებული სურნელითა და გემოთი ხასიათდება, რის გამოც ავადმყოფობას კეთილთვისებიანს უწოდებენ. წვიმიან ამინდებში სოკო მასობრივად ვრცელდება და ყურძნის ნაცრისფერ სიდამპლეს იწვევს. ასეთი ყურძნისაგან დამზადებული [[ღვინო]] ხასიათდება არასასიამოვნო ობის გემოთი. დაავადება წითელ ღვინოს ფერსაც კი უცვლის. სიმპტომები ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე.<ref name=":3" />
 
{{ტექსტის გაშლა|ბრძოლის ღონისძიებებ|ი}}: ვაზის მაღალ შტამბზე დაყენება, დაავადების წინააღმდეგ წამლობების ჩატარება (კულტურის განვითარების ეტაპების გათვალისწინებით) პირიმეთანილის, ფლუაზინამის, ბოსკალიდის და დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე სხვა მოქმედ ნივთიერებათა შემცველი [[ფუნგიციდები]]თ.<ref name=":3" />
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო|2}}
 
[[კატეგორია:მცენარეთა დაავადებები]]