ნაცრისფერი სიდამპლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
 
{{ტექსტის გაშლა|სიმპტომებ|ი}}: მინდორში მცენარეზე ვითარდება 1–5 [[მმ]] სიგრძის ღია-მწვანე ფერის არშიის მქონე თეთრი ლაქები, რომლებიც ჰერბიციდების მოქმედების შედეგად გაჩენილ ლაქებს წააგავს. გარჩევა შესაძლებელია ლაქების ირგვლივ არსებული, ნაცრისფერი სიდამპლისთვის დამახასიათებელი, ღია მწვანე არშიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩნდება მინდორში, მის გავრცელებას ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს საწყობებში, სადაც იგი ხვდება მინდვრიდან და შენახვის სათანადო პირობების დაუცველობის შემთხვევაში აზიანებს დასაწყობებული მოსავლის უდიდეს ნაწილს. ამ პერიოდში დაავადებული [[ბოლქვი]]ს ყელი რბილდება და ნესტიანდება; დაზიანებულ უბნებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში ვრცელდება ბოლქვის ზედაპირზე. მოგვიანებით ბოლქვები იფარება 5 მმ დიამეტრიანი შავი სკლეროციებით. [[მიცელიუმი]]ს გამონაზარდები თვალსაჩინო ხდება დასაწყობებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. [[პათოგენი]] განაგრძობს ზრდას ბოლქვში და დროთა განმავლობაში ბოლქვის უმეტესი ნაწილი რბილდება და ლპება. დაავადებული ბოლქვის გადანაჭერზე დაზიანებული ქსოვილი მკვეთრად გამოირჩევა საღი ქსოვილისაგან — შავია და დარბილებული.
 
{{ტექსტის გაშლა|ბრძოლის ღონისძიებებ|ი}}: კულტურათა მონაცვლეობა (დაავადების გაჩენის შემთხვევაში მინიმუმ 2 წლის მანძილზე არ უნდა იწარმოოს მასმინძელი კულტურა), მოსავლის დროული აღება, ბოლქვებისათვის მექანიკური დაზიანებების არიდება, დასაწყობების ოპტიმალური პირობების გამოყენება ([[ტემპერატურა]] არაუმეტეს 30-32°C, [[ტენიანობა]] არაუმეტეს 80%), მინერალური [[სასუქი|სასუქების]] რაციონალური გამოყენება, [[ფუნგიციდები]]ს დროული და ხარისხიანი გამოყენება.
 
== სქოლიო ==