ნაცრისფერი სიდამპლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
ხახვის ნაცრისფერი სიდამპლის გამომწვევები არიან უსრული სოკოები ''[[Botrytis porri]]'', {{სხ|B|otrytis|aclada}}, {{სხ|B|otrytis|byssoidea}}, {{სხ|B|otrytis|squamosa}}. დაავადება ძირითადად ჩნდება შენახვის პერიოდში. შენახვის პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გავრცელება და მოსავლის 50%-ზე მეტი დანაკარგი. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ხახვის სათანადო წესით არ გაშრობა. პათოგენი ვრცელდება სათესლე და სარგავი მასალით. თუ სათესლე მასალა ინახება შესამჩნევად დაბალ ტემპერატურაზე, ამ შემთხვევაში სოკოს შეუძლია 3 ან მეტი წლის განმავლობაში იარსებოს სათესლე მასალაზე. პათოგენი დაინფიცირებულ სათესლე მასალაზე წარმოქმნის კონიდიებს, რომელთა მეშვეობითაც მცენარეზე ვითარდება დაავადება. ვეგეტაციის პერიოდში ინფექცია არსებობს მხოლოდ ფოთლებზე. მოსავლის აღებამდე მცირე პერიოდით ადრე მცენარის [[ბოლქვი]]ს ფურცლები დაფარულია ჭრილობებით, რომლებზეც ჩნდება ინფექცია. სანამ ღეროს ქსოვილი სინესტეს ინარჩუნებს, პათოგენი იზრდება ბოლქვში და ალპობს მას. დაინფიცირებულ ქსოვილებში წარმოიქმნება მცირე ზომის შავი სკლეროციები, რომელთაც მინიმუმ 2 წლის განმავლობაში შეუძლიათ არსებობა მცენარეულ ნარჩენებსა და ფართობებში.
 
{{ტექსტის გაშლა|სიმპტომებ|ი}}: მინდორში მცენარეზე ვითარდება 1–5 [[მმ]] სიგრძის ღია-მწვანე ფერის არშიის მქონე თეთრი ლაქები, რომლებიც ჰერბიციდების მოქმედების შედეგად გაჩენილ ლაქებს წააგავს. გარჩევა შესაძლებელია ლაქების ირგვლივ არსებული, ნაცრისფერი სიდამპლისთვის დამახასიათებელი, ღია მწვანე არშიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩნდება მინდორში, მის გავრცელებას ყველაზე დიდი ზიანი მოაქვს საწყობებში, სადაც იგი ხვდება მინდვრიდან და შენახვის სათანადო პირობების დაუცველობის შემთხვევაში აზიანებს დასაწყობებული მოსავლის უდიდეს ნაწილს. ამ პერიოდში დაავადებული [[ბოლქვი]]ს ყელი რბილდება და ნესტიანდება; დაზიანებულ უბნებზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, რომელიც დროთა განმავლობაში ვრცელდება ბოლქვის ზედაპირზე. მოგვიანებით ბოლქვები იფარება 5 მმ დიამეტრიანი შავი სკლეროციებით. [[მიცელიუმი]]ს გამონაზარდები თვალსაჩინო ხდება დასაწყობებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. [[პათოგენი]] განაგრძობს ზრდას ბოლქვში და დროთა განმავლობაში ბოლქვის უმეტესი ნაწილი რბილდება და ლპება. დაავადებული ბოლქვის გადანაჭერზე დაზიანებული ქსოვილი მკვეთრად გამოირჩევა საღი ქსოვილისაგან — შავია და დარბილებული.
 
== სქოლიო ==