მაიას ცივილიზაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "ჩიჩენიცა_IMG_1456.JPG". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ ~riley-ს მიერ. მიზეზი: Media missing permission since 30 November 2019 or earlier.
→‎კოლონიზაციის პერიოდი: ტიპოგრაფიული შესწორება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება ანდროიდის აპლიკაციით
ხაზი 37:
ამ მისიონერებს ხელმძღვანელობდა [[ფრანცისკანელთა ორდენი|ფრანცისკანელი]] ბერი [[დიეგო დე ლანდა]], არაორდინარული და რთული პიროვნება. იგი სწავლობდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას, ცდილობდა მოეძებნა მაიას დამწერლობის საიდუმლოების გასაღები და აღმოაჩინა საიდუმლო სამალავი, რომელშიც 30 იეროგლიფიური [[წიგნი]] ინახებოდა. ეს წიგნები ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენდა: შავი და წითელი ნიშნები კალიგრაფის ხელით იყო გამოყვანილი ღია ფერის ქაღალდზე, რომელსაც ამზადებდნენ [[ლეღვი]]ს ან [[თუთა|თუთის]] ხის ქვედა ნაწილისგან. თვით წიგნები დაკეცილი იყო „გარმონივით“, ხოლო გარეკანი [[იაგუარი]]ს ტყავისგან იყო დამზადებული.
 
ამ ბერმა გადაწყვიტა, რომ მაიას წიგნებში ეზოთერული ცოდნის მქონე, ეშმაკისეული მაცდუნებელი მასალა იქნებოდა და ბრძანა მათი დაწვა, რამაც მ„აიას„მაიას ხალხს თავზარი დასცა და უზომოდ დაამწუხრა“. [[1562]] წელს, დიეგო დე ლანდას სამთვიანი [[ინკვიზიცია|ინკვიზიციის]] დროს, მისი ხელმძღვანელობით აწამეს 5 000 ინდიელი, რომელთაგან 158 დაიღუპა. ამ სისასტიკის გამო, დე ლანდა უკან, [[ესპანეთი|ესპანეთში]] გაიწვიეს, მაგრამ იქ გაამართლეს და სულ მალე უკვე [[ეპისკოპოსი]]ს რანგში დააბრუნეს.
 
კონკისტადორები ყველა შესაძლებელი ხერხებითა და მეთოდებით ანადგურებდნენ ინდილეთა კულტურას. ესპანელთა მოსვლიდან უკვე ასი წლის შემდეგ, მაიას დიდებული წარსულის შესახებ მოგონებაც კი აღარ დარჩა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანისთვის თითქმის აუტანელ, ამ ტროპიკულ კლიმატში უმაღლესი [[ცივილიზაცია]] არსებობდა.