ჰამლეტ გონაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(188.129.206.87-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
1953-1969 წლებში იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი. 1969 წლიდან ანსამბლ „[[რუსთავი (ანსამბლი)|რუსთავში]]“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. ანსამბლის რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
 
ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში „მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, [[ესპანელები]] ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ „[[რუსთავი (ანსამბლი)|რუსთავთან]]“ ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“, „წმინდაო ღმერთო“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „დაიგვიანეს“. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური [[ფოლკლორი]]სა და [[კლასიკური მუსიკა|კლასიკური მუსიკის]] უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.
 
გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია:
* „თუ ასე ტურფა იყავი“ (ტექსტის ავტორი: [[ნათელა ონაშვილი]], მუსიკის ავტორი: [[ანზორ ერქომაიშვილი]]),
* „ურმული“,
* „ოროველა“,
* „წინწყარო“,
* „წმინდაო ღმერთო“,
* „გაფრინდი შავო მერცხალო“,
* „დაიგვიანეს“.
 
მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური [[ფოლკლორი]]სა და [[კლასიკური მუსიკა|კლასიკური მუსიკის]] უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან გონაშვილის ხმას თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) მოარგო.
 
ჰამლეტ გონაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელ [[ანაგა]]ში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს [[საბურთალოს პანთეონი|საბურთალოს სასაფლაოზე]]. 2001 წელს გადაასვენეს [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
326

რედაქტირება