კილა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კილა''', ''კომბოსტოს კილა'' — კომბოსტოს[[კომბოსტო]]ს დაავადება. გამომწვევია ''Plasmodiophora brassicae'', რომელიც აავადებს კომბოსტოსებრთა სხვა წარმომადგენლებსაც. დაზიანებული მცენარეების [[ფესვი|ფესვებზე]] უჯრედთა ჰიპერტროფიის შედეგად ყალიბდება კორძები, რომლებიც ბლოკავს ფესვის მიერ წყლის და მინერალური ნივთიერებების შეთვისების პროცესს. მიმდინარეობს [[ჰიპერპლაზია]]. მცენარე ვარდება ნიადაგიდან. დაავადებას ხელს უწყობს მჟავე, თიხიანი ნიადაგები.
 
მოზრდილ მცენარეებზე კორძები შედარებით ადვილი შესამჩნევია, ხოლო [[ჩითილი|ჩითილებზე]] მათი შემჩნევა რთულია. დაავადების შედეგად მცენარის მიწის ზედა ნაწილის გარეგნული სახე თითქმის არ იცვლება. ხშირად დაავადების აღმოჩენა მხოლოდ ფესვთა სისტემის დათვალიერების შედეგად არის შესაძლებელი. ამავე დროს, ადრეული და ძლიერი დაზიანების შემთხვევაში დაავადებულ მცენარეებს ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, შეინიშნება ფოთლების[[ფოთლები]]ს გაყვითლებაც. დაავადებული ჩითილი შემდგომი წარმოებისათვის უვარგისია, რადგან ცუდად ფესვიანდება და ვერ ვითარდება.
 
ბრძოლის საშუალებები: კულტურათა მონაცვლეობა, ნიადაგის [[pH]]-ის კომბოსტოსათვის ოპტიმალური მაჩვენებლების შენარჩუნება, ბრძოლა სარეველების[[სარეველები]]ს წინააღმდეგ, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება, ნიადაგების მოკირიანებამო[[კირი]]ანება და დეზინფექცია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილა“-დან