ბიშკეკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში — [[ჩუის ხეობა]]ში, [[ტიან-შანი]]ს მთისწინეთში. [[ყაზახეთი]]ს საზღვრიდან 25 კილომეტრში.
 
1825 წელს კოკანდის სახანომ, აქ ციხე-სიმაგრე "პიშკეკი" დაარსა. ამის მიზანი ადგილობრივი საქარავნო გზების კონტროლი და ყირგიზული ტომებისგან ხარკის მიღება იყო. 1860 წლის 4 სექტემბერს, ყირგიზების თანხმობით რუსულმა ძალებმა პოლკოვნიკ ციმერმანის მეთაურობით ეს ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. 1868 წელს, ციხე-სიმაგრის ადგილას რუსული დასახლება ჩამოყალიბდადაარსდა.
 
1925 წელს ყარა-ყირგიზის ავტონომიური ოლქი ჩამოყალიბდა, რომლის დედაქალაქიც პიშკეკი გახდა. 1926 წელს, [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიამ]] ქალაქს სახელი გადაარქვა და ფრუნზე უწოდა, აქ დაბადებული [[ბოლშევიკები|ბოლშევიკთა]] სამხედრო ლიდერის [[მიხეილ ფრუნზე|მიხეილ ფრუნზეს]] საპატივსაცემოდ. 1936 წელს, ქალაქი ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. 1991 წელს, ყირგიზეთის პარლამენტმა ქალაქს ძველი სახელი დაუბრუნა და ბიშკეკი უწოდა.
ხაზი 57:
 
=== ცარისტული ერა ===
1860 წელს, პოლკოვნიკ ციმერმანის ხელმძღვანელობით, საჯარისო ძალებმა დაიკავეს და დაანგრიეს ქალაქი, რომელიც [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში გადავიდა. პოლოვნიკმა შემდეგ ქალაქი თავიდან ააშენა ქალაქი და სამართავად ოფიცერ ტიტოვს გადასცა, როგორც ახალი რუსული გარნიზონის მეთაურს.
 
=== საბჭოთა ერა ===
1926 წელს, ქალაქი გახდა ახლად დაარსებული [[ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ყირგიზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის]] დედაქალაქი. მას გადაერქვა სახელი და დაერქვა "ფრუნზე", ლენინის თანამებრძოლის მიხაილ ფრუნზეს საპატივცემულოდ, რომელიც ბიშკეკში იყო დაბადებული და რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა როგორც 1905 და 1917 წლის რევოლუციებისას, ისევე როგორც 1920 წელს მომხდარწლის რუსეთის სამოქალაქო ომში.
 
=== თავისუფლების ერა ===
ადრეული 1990-ანი წლები ხმაურინი გამოდგა. 1990 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე ეთნიკური აჯანყებების გამო, რაც დედაქალაქამდე გავრცელების საშიშროებას ქმნიდა. 1991 წლის 5 თებერვალს, ქალაქს დაუბრუნდა ძველი სახელწოდება - ბიშკეკი, იმავე წელს კი ყირგიზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა [[სსრკ-ის დაშლა|სსრკ-ის დაშლის]] შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვა. დამოუკიდებლობამდე, ბიშკეკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეთნიკური რუსები შეადგენდნენ. 2004 წლისთვის, რუსები ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ, 2011 წლისთვის კი 7-8%-ს.<ref>https://web.archive.org/web/20090321113715/http://findarticles.com/p/articles/mi_qa3681/is_200407/ai_n9472919 Residential Real Estate Market in Bishkek, Kyrgyzstan: Current Conditions and Prospects Archived 21 March 2009 at the Wayback Machine</ref>
 
დღესდღეობით ბიშკეკი თანამედროვე ქალაქია ბევრი რესტორნებითა და კაფეებით. მის ქუჩებში შეხვდებით უამრავ მეორად ამერიკულ თუ იაპონურ მანქანებსა და მიკროავტობუსებს. თუმცაღა, ქუჩები და ტროტუარები 90-ანი წლებიდან მოყოლებული ცუდ მდგომარეობაშია. ამავდროულად, ბიშკეკი კვალავაც ინარჩუნებს ყოფილ საბჭოურ შეგრძნებას, საბჭოთა დროის შენობებისა და ბაღების დომინირების გამო, თანამედროვე ნაგებობებთან შედარებით.
[[ფაილი:Bishkek, Kyrgyzstan (44612466662).jpg|მინი|ლენინის ძეგლი ბიშკეკში]]
ბიშკეკი ასევე ყირგიზეთის ფინანსური ცენტრიცაა, აქ განლაგებულია ქვეყნის 21-ივე კომერციული ბანკის სათაო შენობა. საბჭოთა ხანაში ქალაქს უამრავი ინდუსტრიული საწარმო ჰქონდა, თუმცა მათი უმეტესობა 1991 წლის შემდეგ ან დაიხურა, ანდაც ძალიან შემცირებული მასშტაბებით აგრძელებს ფუნქციონირებას. ბიშკეკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასაქმების ცენტრი დღესდღეობით არის ღია ბაზარი - დორდოი ბაზარი, სადაც დიდი რაოდენობით ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი იყიდება.
ხაზი 78:
მთავარ ქუჩას იუსუპ აბდრახმანოვის ქუჩა ეწოდება, თუმცა ხშირად მას ისევ მისი ძველი სახელით - საბჭოთა ქუჩით იხსენიებენ. აქ რამდენიმე ძირითადი სავაჭროა ცენტრია თავმოყრილი და მის ჩრდილოეთ ნაწილში არის დორდოი ბაზარზე გასასვლელი.
 
ასევე მნიშვნელოვანი ქუჩაა ჯიბეკ ჯოლუ, რაც ითარგმნება როგორც აბრეშუმის გზა. ის ჩუის გამზირის ჩრდილოეთით არის და მის პარალელურად მიემართება. როგორც აღმოსავლეთის ისევე დასავლეთის ავტოსადგურებს სწორედ ამ ქუჩაზე შეხვდებით.
 
ვასილიევას 197-ში შეგიძლიათ ნახოთ კათოლიკური ეკლესია, რომელიც ერთადერთია მთელს ყირგიზეთში. <ref>https://web.archive.org/web/20190803091208/http://www.catholic-kyrgyzstan.org/ Catholic Church in Kyrgyzstan Archived 3 August 2019 at the Wayback Machine. Catholic-kyrgyzstan.org. Retrieved 11 March 2012.</ref>
ხაზი 88:
 
=== კლიმატი ===
ბიშკეკშს [[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლასიფიკაციით]] [[ნოტიო კონტინენტური კლიმატი]] აქვს. საშუალო ტემპერატურა ზამთარში 0°C-ის ქვევითაა.<ref>https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2e/Asia_Koppen_Map.png Upload.wikimedia.org. Retrieved 21 November 2012.</ref> აქ საშუალო ნალექი 440 მილიმეტრი მოდის წელიწადში. საშუალო დღიური მაღალი ტემპერატურებიტემპერატურა მერყეობს 3°C-დან იანვარში, დაახლოებით 31°C-მდე ივლისში.<ref>http://www.pogodaiklimat.ru/climate/38353.htm (in Russian). Weather and Climate. Retrieved 8 February 2015.</ref> ზაფხულის თვეებში მშრალი პერიოდები დომინირებს, ზოგჯერ ჭექა-ქუხილით რაც წარმოქმნის ძლიერ ქარს და იშვიათად მტვრიან შტორმებს. სამხრეთით მდებარე მთები წარმოადგენს ბუნებრივ თავდაცვით საშუალებას უამინდობისგან.
 
== დემოგრაფია ==
ხაზი 98:
 
=== საცხოვრებელი პირობები ===
როგორც პოსტ-საბჭოთა ქალაქების დიდმა ნაწილმა, ბიშკეკმაც დიდი ცვლილებები განიცადა საცხოვრებლების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საბჭოთა პერიოდში სახლები განაწილებული იყო მოსახლეობისთვის, მას შემდეგ კი ეს ყველაფერი პრივატიზირებული გახდა. მიუხედავად იმისა რომ ე.წ "კერძო სახლები" ნელ-ნელა პოპულარობას იხვეჭს, მოსახლეობის უმეტესობა ისევ საბჭოთა დროის სახლებში ცხოვრობს.
 
მათ ვისაც უშუალოდ ბიშკეკში მდებარე სახლებისთვის ფინანსური მდგომარეობა არ უწყობს ხელს, რომელთაც უმეტესად შიდა მიგრანტები შეადგენენ პატარა პროვინციული ქალქებიდან და სოფლებიდან, უწევთ არაფორმალურ დასახლებებში გაჩერება ბიშკეკის შემოგარენში. ასეთი დასახლებები 400 000 ადამიანს იტევს, ანუ ბიშკეკისქალაქის მოსახლეობის 30%-ს. მიუხედავად იმისა რომ ასეთი დასახლებების უმეტესობაში არ არის ძირითადი საჭიროებები როგორებიცაა წყალი და ელექტროენერგია, ბოლო პერიოდია ადგილობრივი მთავრობა განიხილავს ამ საკითხების მოგვარების გზებს.<ref>Isabaeva, Eliza (2013). "Migration into the "Illegality" and Coping with Difficulties in a Squatter Settlement in Bishkek". ''Zeitschrift für Ethnologie''. '''138'''.</ref>
 
== ტრანსპორტირება ==
ხაზი 114:
ბიშკეკში ორი ძირითადი ავტოსადგურია. შედარებით პატარა და ძველი ავტოსადგური, ძირითადად აღმოსავლეთ გარეუბნების მიკროავტობუსებს ემსახურება.
 
მთელი ქვეყნის მასშტაბით შორი დისტანციებისთვის რეგულარულად მავალი ავტობუსებისთვის კი დიდი და ახალი, დასავლეთ ავტოსადგური არსებობს. აქედან არის ასევე რეგულარული რეისები [[ალმათი|ალმათისა]] (ყაზახეთი) და კაშგარისკენაც (ჩინეთი).
 
ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დორდოის ბაზართან ასევე შეხვდებით ხშირ მიკროავტობუსებს, რომლებიც როგორც გარეუბნებში, ისე ყაზახეთსა და ციმბირში მიდიან ვაჭრების გადასაყვანად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიშკეკი“-დან