არკადი გაიდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ინფორმაცია
ხაზი 19:
 
=== ტამბოვის აჯანყება და ციმბირი ===
1920 წელს [[ტამბოვი|ტამბოვის გუბერნიაში]] ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა, [[ალექსანდრალექსანდრე ანტონოვი|ალექსანდრალექსანდრე ანტონოვის]] ხელმძღვანელობით. 1921 წლის ივნისში ტამბოვის გუბერნიის სამხედრო სარდალმა [[მიხეილ ტუხაჩევსკი|მ. ტუხაჩევსკიმ]] გაიდარი 58-ე განსაკუთრებული დანიშნულების პოლკის მეთაურად დანიშნა. პოლკი ახორციელებდა რეპრესიულ ღონისძიებებს აჯანყებულების და მათი თანამგრძნობი მოსახლეობის მიმართ. 1921 წლის აგვისტოსათვის აჯანყება თითქმის მთლიანად იქნა ჩახშობილი, განსაკუთრებული სისასტიკით.
 
1922 წელს გოლიკოვი გადაისროლეს ხაკასიაში-[[ციმბირი|ციმბირში]], ენისეის გუბერნიის [[აჩინსკი-მინუსინი|აჩინსკი-მინუსინის რაიონში]] მდებარე მხარეში, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის (ე.წ. "ჩონ"-ის) მეთაურად. მისი მოვალეობა იყო ატისაბჭოთა გამოსვლების ჩახშობა და აჯანყების მეთაურთა ლიკვიდაცია.
 
ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციებისა და უშიშროების სამსახურების მიერ შედგენილი ოქმებისა და დასმენების მიხედვით, გოლიკოვი და მისი რაზმი ხაკასიაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით - მოსახლეობის დაშინებისა და "ბანდიტების" გამოვლენის მიზნით, აყავდათ მძევლები, ხვრეტდნენ არამხოლოდ მათ, არამედ, შემთხვევით ადამიანებსაც კი, ეწეოდნენ ქონების კონფისკაციასა და ეგზეკუციებს. გოლიკოვის სიმკაცრე და გადამეტებული უმოწყალობა უკმაყოფილებას იწვევდა მის დაქვემდებარებულ რაზმშიც. ამ ნიადაგზე, ივნისში გოლიკოვი გამოიძახეს და დაკითხეს ადგილობრივ [[პოლიტსამმართველო|პოლიტსამმართველოში]]. მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე № 274, თანამდებობის ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. გოლიკოვი თავს იმართლებდა და განსაკუთრებულად მკაცრი ღონისძიებების აუცილებლობას ბანდიტებისადმი მოსახლეობის თანაგრძნობით და ხელქვეითთა და პასუხისმგებელ პირთა უპასუხისმგებლობით და გულგრილობით ხსნიდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, სასჯელის ასაცილებლად. 1922 წლის სექტემბერში გაიდარი საბოლოოდ ჩამოაცილეს დაკისრებულ საქმიანობას და გადაუწყვიტეს 2 წლით კადრებში გადაყვანა, გამოსაცდელი ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების გარეშე.
 
=== დემობილიზაცია და ავადმყოფობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არკადი_გაიდარი“-დან