საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი''' — [[საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტიის]] უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობებს შორის. ცენტრალური კომიტეტს ირჩევდა პარტიის ყრილობა. წარმართავდა ცენტრალური საბჭოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მუშაობას, ამტკიცებდა პარტიის ცენტრალურ ორგანოთა რედაქციებს, რომლებიც მუშაობდნენ ცენტრალური კომიტეტის უშუალო ხელმძღვანელობითა და კონტროლით, ანაწილებდა პარტიულ ძალებსა და საშუალებებს, განაგებდა პარტიულ სალაროს. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი პარტიის წესდებით განსაზღვრული რიგით იწვევდა პარტიის ყრილობებს, ცენტრალური კომიტეტის პლენუმებს. პლენუმებს შორის მუშაობის ხელმძღვანელობისათვის ქმნიდა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს, მიმდინარე მუშაობის ხელმძღვანელობისათვის კი — ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს. რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას პარტიულ ორგანიზაციებს თავისი მუშაობის შესახებ. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან ქმნიდა პარტიულ კომისიას. ხელმძღვანელობდა [[საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტი|საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალურ კომიტეტს]]. 1972 წლის 29 სექტემბრიდან 1985 წლის 6 ივლისამდე საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდინავიმდივანი იყო [[ედუარდ შევარდნაძე]].
 
==ლიტერატურა==