ღვინუკა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
'''ღვინუკა''' — რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დაყენებული თეთრი და შავი მშრალი ღვინოების მწარმოებელი მცირე ზომის ღვინის ბრენდი რაჭიდან, რომელიც შექმნა 19 წლის მეღვინე ზუკა მაისაშვილმა. <ref name="iberia">[https://iberiamagazine.com/gvinuka/ ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], ჟურნალი იბერია </ref><ref name="info9"> [http://www.info9.ge/sazogadoeba/208552-ghvinuka--ratculi-ghvino-didi-istoriith.html?lang=ka-GE ღვინუკა – რაჭული ღვინო დიდი ისტორიით], Info.9</ref><ref>[http://rachanews.ge/?p=573 „ღვინუკა“ რაჭიდან – 19 წლის მეღვინის სტარტაპი]</ref>
 
კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, მისი მიზანია გააცოცხლოს [[რაჭა|რაჭა-ლეჩხუმლეჩხუმსა]] და [[სვანეთი|ქვემო სვანეთში]] დავიწყებული და გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები, შემდგომ კი მათთგანმათგან აწარმოოს ღვინოები.ამისთვის პირველ ეტაპზე სადემოსტრაციოსადემონსტრაციო ნაკვეთზე გაშენდება რაჭული მცვივანის ვაზის ჯიში. <ref name="iberia"/><ref name="info9"/>
 
ღვინუკა საკუთარ ისტორიას უკავშირებს ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილის სახელს. [[1850|1850-იანი]] წლებისთვის მაღალმთიანი რაჭის სოფელ წესში დაიბადა ზურაბ (ზურაბა) მაისაშვილი. ზურაბი ადრევე დაობლდა და მისმა ბიძებმა გადაწყვიტეს 12 წლის ზურაბას ვლადიკავკაზში წაყვანა. მოგვიანებით წიფის გვირაბისა და რკინიგზის გაყვანის დაწყების შემდეგ ზურაბა მაისაშვილმა უბრალო მუშიდან-უბნის უფროსამდე (ანუ მთავარ ინჟინრამდე) განვლო გზა.<ref name="iberia"/><ref name="info9"/>
 
წიფის გვირაბის ძირითადი სამუშაოები [[1887|1887 წლისთვის]] დასრულდა. ზურაბა მაისაშვილმა გადაწყვიტა მთელი მისი დაგროვილი დანაზოგები და კაპიტალი თავისი მშობლიური მხარისთვის მოეხმარა. მან შეიძინა ჰექტრობით მამულები, დაიწყო ამ მიწების დამუშავება და სხვადასხვა წარმოების განვითარება (მეცხოველებამეცხოველეობა, მევენახეობა, მემარცვლეობა, ხის წარმოება), ააშენა დიდი რაჭული ოდა და დიდი მარანი, სადაც ტონობით ღვინო იწურებოდა ქვევრებში. <ref name="iberia"/><ref name="info9"/>
 
ამავდროულად, ამ ყველაფერთან ერთად მეცენატობასაც მისდევდა, რადგან უშუალოდ ზურაბას და მისი თანამოაზრეების დაფინანსებით აშენდა მისი მშობლიური სოფლის, წესის და მიმდებარე სოფლების (ხიმში, კვაცხუთი) სკოლები.<ref name="iberia"/><ref name="info9"/>
 
ზურაბა მაისაშვილი დაახლოებით [[1919|1919 წლისთვის]] გარდაიცვალა. პირველი წლები მის მიერ დატოვებულ მემკვდირეობასმემკვიდრეობას მისი შვილები განაგებდნენ, რომლებსაც განათლება რუსეთის იმპერიის წამყვან უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული, ხოლო გასაბჭოების შემდეგ მაისაშვილების ოჯახს არსებული ქონება და სიმდიდრე კომუნისტებმა ჩამოართვეს, როგორც მდიდარ გლეხებს, გააკულაკეს, მხოლოდ პატარა მიწის და ორი ოთახის დაუტოვეს. ის უნიკალური სახლი, რომელშიც მაისაშვილები ცხოვრობდნენ (უნიკალური რადგან ლურსმნის გარეშე იყო აგებული ხის დიდი რაჭული ოდის ტიპის სახლი) კომუნისტებმა დაშალეს და მისგან სამედიცინო პუნქტი, სკოლა და ბაღი ააშენეს.<ref name="iberia"/><ref name="info9"/>
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
1 699

რედაქტირება