ჯიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
=== საქართველო ===
საქართველოში ჯიქი წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული. გვხვდებოდა მთავარი კავკასიონის ქედის ტყეებში, ბორჯომის ხეობაში, ქართლ-იმერეთისა და გურია-აჭარის ქედებზე. იყო ნადირობის ობიექტი. ამჟამად მისი გავრცელება საქართველოში მეტად შემცირებულია. ერთეულების სახით (თოვლზე ნაკვალევის მიხედვით). შემორნენილია კავკასიონის ქედისა და მისი განშტოებების მიუწვდომელ ადგილებში, აფხაზეთისა და ლაგოდეხის უღრან ტყეებში, კავკასიონის ცენტრალურ უბანში. 1950 წელს ჯიქი მოკლეს სოფ. განთიადის (მაშინდ. [[ზნაურის რაიონი]]) მახლობლად, მეორე ეგზემპლარი მოკლულია 1954 წელს [[ზედაზენი|ზედაზენის]] ტყეში. 1948-1955 წლებში მისი კვალი ახალ თოვლზე აღინიშნებოდა [[ლაგოდეხის ნაკრძალი]]ს სუბალპურ და ალპურ ზონაში, 1970 წელს — მთათუშეთში (უკანა ფშავის მთა), 1977 წელს — [[სპეროზის მთა]]ზე ([[ალაზანი|ალაზნის]] სათავეში), 1978 წელს კი სოფელ [[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურასთან]]. წარსულში [[კოდორი]]სა და [[ბზიფი]]ს ხეობებშიც გვხვდებოდა 3500 მ-მდე ზღვის დონიდან.
 
2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] ჯიქის ერთ-ერთი ქვესახეობა, საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა. მისი ჰაბიტატი ვაშლოვანის, პანტიშარის ხეობისა და ალაზნის (მიჯნის ყურე) ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.<ref>{{Cite web | url = https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/62824 | title = ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე | publisher = საკანონმდებლო მაცნე | date = 26 იანვარი, 2006 | accessdate = 28 მაისი, 2020}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიქი“-დან