ანატომია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
ხაზი 3:
 
==განვითარების ისტორია==
ანატომიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს [[არისტოტელე]]მ და [[გალენოსი|კ. გალენოსმა]]. გალენოსის ანატომიის (რომელიც ძირითადად [[მაიმუნი]]სა და [[ძაღლი]]ს შესწავლაზე იყო დაფუძნებული) კრიტიკული გადასინჯვა დაიწყო [[IX საუკუნე|IX]]-[[XII საუკუნე]]ებში. თანამედროვე ანატომიის ფუძემდებელია ბელგიელი მეცნიერი [[ანდრეას ვეზალიუსი]]. [[XVII საუკუნე]]ში დასაბამი მიეცა [[მიკროსკოპული ანატომია|მიკროსკოპულ ანატომია]]ს. ანატომიის განვითარება [[რუსეთი|რუსეთში]] დაიწყო მას შემდეგ, რაც [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-მა [[ნიდერლანდები|ნიდერლანდებში]]ში შეიძინა [[ფრედერიკ რუიში|ფ. რუიშის]] [[ფრედერიკ რუიშის ანატომიური მუზეუმი|ანატომიური მუზეუმი]]. [[ნიკოლოზ პიროგოვი|ნ. პიროგოვმა]] ცალკე დარგად განავითარა ქირურგიული ანუ [[ტოპოგრაფიული ანატომია]].
 
ქართული მედიცინის ძეგლებში — „უსწორო კარაბადინი“, „წიგნი სააქიმოჲ“, აგრეთვე თარგმნილ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ტრაქტატებში — „ბუნებისათვის კაცისა“, „კაცისა შესაქმისათვის“ და სხვა. მრავლად მოიპოვება ანატომიური ტერმინები და ცნობები ანატომიიდან. „სამკურნალო წიგნი-კარაბადინის“ ავტორი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი საინტერესოდ განიხილავს ცალკეული ორგანოების ანატომიას და ფუნქციას. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ლექსიკონში განმარტებულია 50-მდე ანატომიური და ფიზიოლოგიური ტერმინი.
 
მეცნიერება ანატომიის განვითარებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ა. ნათიშვილმა. მან დააარსა ანატომიის კათედრები თსუ სამკურნალო ფაკულტეტზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ფიზკულტურისა და ზოოვეტერინარულ ინსტიტუტებში. უხელმძღვანელა ქართული ანატომიის ტერმინოლოგიის დამუშავებისა და გამოცემის საქმეს და ადწერააღწერა ანატომიის პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები. 1946 წელს მეცნიერებათა აკადემიასთან მისი თაოსნობით შეიქმნა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი.
 
ქართველ ანატომთა შრომების დიდი ნაწილი ეხება საჭმლის მომნელებელი სისტემის განვითარებასა და ჩამოყალიბებას (ა. ნათიშვილი, ზ. მაისურაძე, ვ. ცეცხლაძე) და საჭმლის მომნელებელი ორგანოების გარდაქმნას ექსპერიმენტის შედეგად (ა. ნათიშვილი, ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე, ვ. აბაშიძე). შესწავლილია ორგანოებისა და სისტემების ფორმის უკიდურესი ცვალებადობა (დ. იოსელიანი, ნ. დემეტრაძე, მ. სრესელი, მ. ტატიშვილი, შ. თოიძე, ვ. ქურდოვანიძე, ს. კახიანი, შ. ქევანიშვილი), [[ზურგის ტვინის ნერვული წნულები]], [[სიმპათიკური წველი]] და მათი ურთიერთკავშირების ფორმირება ონტოფილოგენეზში (ნ. ჯავახიშვილი, ვ. აბაშიძე, ს. კახიანი, შ. ჭანტურია). ცალკეული მიდამოსა და ორგანოს ინერვაციის თავისებურებებისა და ნერვის დაზიანების გავლენა ქსოვილებზე (დ. იოსელიანი, მ. ტატიშვილი), [[თავის ტვინის ქერქი]]ს განფენილობა (ა. მალაევი, გ. თვალაძე), [[გულ-სისხლძარღვთა სისტემა|გულ-სისხლძარღვთა სისტემის]] ონტო-ფილოგენეზი, კოლატერალური სისხლის მიმოქცევის წყაროები და განვითარების შესაძლებელი ფარგლები, ინტრაორგანული სისხლძარღვების არქიტექტონიკა, კაპილარული ქსელის ორგანო და ქსოვილსპეციფიკურობა და გარდაქმნა სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობისა და ექსპერიმენტის საპასუხოდ (მ. კომახიძე, ნ. ჯავახიშვილი, მ. ტატიშვილი, თ. ლიბრაძე, ნ. მამფორია, ლ. შელია), ლიმფური სისტემის მორფოლოგია, ვერტიკალური სტატიკისა და ლოკომოციის ევოლუციის, საყრდენ-სამოძრაო აპარატის შედარებითი ანატომიის საკითხები (ზ. კაციტაძე). დადგენილია მიოკარდიუმის კვების შესაძლებლობა სისხლის უკუდინებით. სისხლძარრვებისსისხლძარღვების ხელოვნური შემცვლელების მოგვიანებული თრომბოზის მექანიზმი, [[არტერია|არტერიის]] შენაცვლების შესაძლებლობა [[ვენა (ანატომია)|ვენის]] პლასტიკით (ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე). პიელოვენური რეფლუქსისა და ჰეპატურ-რენალური სინდრომის მორფოლოგიური სუბსტრატი (მ. ტატიშვილი). [[ფილტვი]]ს სეგმენტური დანაწილება (თ. ღიბრაძე), [[ღვიძლი]]ს ბილიო-ვასკულარული სეგმენტების საზღვრები (ნ. მამფორია), აგრეთვე დაზიანებული სათესლის რეგენერაციის სტიმულის შესაძლებლობა (ნ. ჭიჭინაძე), [[პლაცენტა|პლაცენტის]] მორფო სტრუქტურული თავისებურება და ნაყოფის ანტენატალური განვითარება (რ. ხუცურიანი), ქალის სასქესო ორგანოების ლიმფური კალაპოტი და საშვილოსნოს მიკროცირკულაციის ასაკობრივი ინვოლუცია (მ. აბესაძე) და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანატომია“-დან