გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
77.254.8.227-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 20:
|დაბადების ადგილი =
|გარდაცვალების თარიღი = [[1407]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ნახიდური]]
|ქორწინება = [[ნესტან-დარეჯანი (საქართველოს დედოფალი)|ნესტან-დარეჯანი]]
|შვილები =
ხაზი 29:
}}
[[File:Caucasus 1405 map de alt.svg|thumb|left|[[საქართველოს სამეფო]] გიორგი VII–ის მეფობის დასაწყისში]]
'''გიორგი VII''' ( — გ. [[1407]], [[ნახიდური]]) — საქართველოს მეფე [[1393]]-[[1407]] წლებში, [[ბაგრატ V|ბაგრატ V-ისა]] და ელენე კომნენას ძე.
 
მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს [[1394]]-[[1403]] წლებში [[თემურლენგი]] მრავალჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას]] მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], ქვემო და [[შიდა ქართლი]], [[იმერეთი]]. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
ხაზი 35:
გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკასიის ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. [[1399]] წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. 1400 წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა.
 
[[თემურლენგი]]ს შემდეგ [[საქართველოს სამეფო]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს [[ყარა-ყოინლუ|შავბატკნიანი თურქმანთა]] ურდოები მოადგნენ. [[1407]] წელს გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად [[სომხეთი|სომხეთში]] დაუხვდა თურქმანებს და მათთანმათ წინააღმდეგ გამართულ ნახიდურის ბრძოლაში დაიღუპა. ცნობა გიორგი VII-ის ბრძოლაში დაღუპვის შესახებ ეკუთვნის [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს]]. ეს ცნობა დღეს სადავოდაა მიჩნეული და არსებობს მოსაზრება, რომ გიორგი VII გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით.<ref>''თავაძე, ლ.'' „გიორგი VII გარდაცვალების მიზეზის შესახებ“, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები IX ტ. გვ. 41-45 — თბილისი, „უნივერსალი“, 2008.</ref> დაკრძალეს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|161|ქ. ჩხატარაიშვილი}}
{{ქე|2|22|დ. კაციტაძე}}
{{ქსე|3|161|ქ. ჩხატარაიშვილი}}
* გაბაშვილი ვ., თათართა შემოსევები საქართველოში (ბაგრატ V და გიორგი VI), თბ., 1943;
* ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
* გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIVსს.), თბ., 1962;
* კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975;
* ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
* ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974;
* ოდიშელი ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიისათვის (XIV–XVII სს.), კრ.: XIV–XVIII სს. რამდენიმე ქართული ისტორიული დოკუმენტი, თბ., 1964;
* ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
* გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIVსს.), თბ., 1962;
* გაბაშვილი ვ., თათართა შემოსევები საქართველოში (ბაგრატ V და გიორგი VI), თბ., 1943;
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
Line 55 ⟶ 58:
[[კატეგორია:საქართველოს სამეფოს ბაგრატიონები]]
[[კატეგორია:ბრძოლის ველზე დაღუპული მონარქები]]
[[კატეგორია:პიროვნებები გაურკვეველი დაბადების თარიღით]]