ბანგკოკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 98:
ბანგკოკი ტაილანდის ეკონომიკური და საინვესტიციო ცენტრია. 2010 წელს, ქალაქმა 3.142 მილიარდი [[ბატი]]ს ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის [[მშპ]]-ს 29.1%-ს შეადგენდა, ხოლო ბანგკოკის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 456,911 ბატი იყო, რაც ტაილანდის საშუალო მაჩვენებელს – 160,556 ბატს თითქმის სამჯერ აღემატებოდა. ამავე წელს ბანგკოკის მეტროპოლიტურმა რეგიონმა 4.773 მილიარდი ღირებულების პროდუქცია აწარმოა, რაც ქვეყნის მშპ-ს 44.2%-ს შეადგენდა.<ref>NESDB 2012, pp.&nbsp;26, 39–40, 48–49, 62–63, 218–219.</ref> ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლის მიხედვით აზიის ქალაქებს შორის ბანგკოკი მეექვსე ადგილს იკავებს.<ref>Naudin (ed.) 2010, p.&nbsp;85.</ref>
 
ბანგკოკის ეკონომიკის წამყვანი სექტორი საბითუბო და საცალო ვაჭრობაა, რომელიც ქალაქის მშპ-ს 24%-ს გამოიმუშავებს. მას მოჰყვება წარმოების სფერო, რომელზედაც მშპ-ს 14.3% მოდის; უძრავი ქონება, გაქირავება და ბიზნეს საქმიანობა (12.4%); და ტრანსპორტი და კომუნიკაციები (11.6%). ბანგკოკში ტაილანდის სერვისის სექტორის შემოსავლის 48.4% გამომუშავდება, რაც ქვეყნის მშპ-ს 49%-ია. ბანგკოკის მეტროპოლიტური რეგიონის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი წარმოების სფეროს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის მშპ-ს 28.2%-ს გამოიმუშავებს. ბანგკოკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამმართველი ძალაა [[ტურიზმი]]. 2010 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 425.7 მილიარდი ბატი იყო. [[
 
ბანგკოკი ალფა კატეგორიის [[გლობალური ქალაქი]]ა და გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის სიაში 59-ე ადგილს იკავებს.<ref name="GaWC 2018">{{cite web|last=Globalization and World Cities Research Network |title=The World According to GaWC 2018 |url=https://www.lboro.ac.uk/gawc/world2018t.html |website=GaWC website |publisher=Loughborough University |date=13 November 2018|accessdate=27 February 2018}}</ref><ref>{{cite book|first=Mark|last=Yeandle|title=The Global Financial Centres Index 11|date=March 2012|isbn=978-0-9546207-7-6|publisher=Long Finance|url=http://www.longfinance.net/Publications/GFCI%2011.pdf|accessdate=25 September 2012|archive-url=https://web.archive.org/web/20120319194027/http://www.longfinance.net/Publications/GFCI%2011.pdf|archive-date=19 March 2012|url-status = dead|df=dmy-all|page=5}}</ref>
 
ბანგკოკში ტაილანდის ყველა კომერციული ბანკის შტაბ-ბინები, ფინანსური ინსტიტუციები და ქვეყნის უდიდესი კომპანიები მდებარეობს. აგრეთვე ქალაქში ოფისი აქვს მრავალ საერთაშორისო კომპანიას. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში ''Forbes 2000'' ბანგკოკში დაარსებული 17 კომპანია შედის.<ref>{{cite web|title=The World's Biggest Public Companies |url=https://www.forbes.com/global2000/ |date=April 2012|accessdate=25 September 2012|website=Forbes.com|publisher=Forbes.com LLC}}</ref>
 
2010 წლის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბანგკოკის მოსახლეობის 0.64% ცხოვრობდა, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი 7.75% იყო.<ref>{{cite web |title=ตารางที่ 1.2 สัดส่วนคนจนด้านรายจ่าย จำแนกตามภาคและพื้นที่ ปี พ.ศ. 2531–2553 (Poverty rates by expenses, sorted by region and area, 1988–2010) |url=http://social.nesdb.go.th/SocialStat/StatReport_Final.aspx?reportid=299&template=2R1C&yeartype=M&subcatid=31 |language=Thai |publisher=Office of the National Economic and Social Development Board |date=26 September 2011 |accessdate=25 September 2012 |website=Social and Quality of Life Database System |archive-url=https://web.archive.org/web/20150904061248/http://social.nesdb.go.th/SocialStat/StatReport_Final.aspx?reportid=299&template=2R1C&yeartype=M&subcatid=31 |archive-date=4 September 2015 |url-status=dead }}</ref> ქალაქში [[ჯინის კოეფიციენტი]], რომელიც ეკონომიკური უთანასწორობის მაჩვენებელია, 0.48-ს უდრის.<ref>{{cite book|first1=Eduardo López |last1=Moreno |first2=Oyebanji |last2=Oyeyinka |first3=Gora |last3=Mboup |title=State of the World's Cities 2010/2011 – Cities for All: Bridging the Urban Divide |series=State of the World's Cities |publisher=Earthscan |place=London, Sterling, VA |year=2008 |isbn=978-1-84971-176-0 |accessdate=25 September 2012 |url=http://www.unhabitat.org/pmss/getElectronicVersion.aspx?nr=2917&alt=1 |format=PDF |url-status = dead|archiveurl=https://web.archive.org/web/20120523102723/http://www.unhabitat.org/pmss/getElectronicVersion.aspx?nr=2917&alt=1 |archivedate=23 May 2012 |page=194}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბანგკოკი“-დან