ბაღდადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
iისტორიული ნარკვევი
ისტორიის, ლიტერატურის დამატება
ხაზი 96:
 
1623-1638 წლებში  მორიგი თურქეთ-სპარსეთის ომის შედეგად ბაღდადი ისევ სეფევიდების კონტროლის ქვეშ მოექცა, თუმცა 1638 წელს უკვე საბოლოოდ შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომლის ნაწილი იყო 1917 წლამდე.
 
1917 წელს ბაღდადში დიდი ბრიტანეთის ჯარები შეიჭრნენ და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. 1920 წელს ინგლისელებმა მიაღწიეს რა  ერაყში ეკონომიკურ დომინანტობას, ბაღდადი გამოაცხადეს სამანდატო ტერიტორიის ადმინისტრაციულ ცენტრად, ხოლო 1921 წელს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ, ბაღდადი ერაყის სამეფოს დედაქალაქი გახდა. 1923 წელს ქალაქში შეიქმნა ერაყის მუზეუმი, რომელშიც ძირითადად განთავსებული იყო დიდი არქეოლოგიური კოლექციები - ძველი ბაბილონისა და ასურეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლები, პართიის სამეფოს  და სასანიდური სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხელოვნების ნიმუშები და ა.შ.
 
1941 წელს, პრო-ნაცისტურ და პრო – ბრიტანულ ძალებს შორის დაპირისპირების შედეგად, ქალაქში მცირე დროით გაჩნდა ვაკუუმი. ამ ვითარებაში მოხდა სისხლიანი დარბევა, რომელსაც ფარჰუდს უწოდებენ და რომლის დროსაც მინიმუმ 175 ადამიანი გარდაიცვალა, მრავალი სახლი დაიწვა. დარბევა ირიბი მიზეზი იყო ომის შემდეგ დაუყოვნებლივ  ებრაელთა მასობრივი წასვლისა ერაყიდან.
 
1940-იან 1950-იან წლებში ქალაქში მრავალჯერ გაიმართა მასიური სახალხო პროტესტი იმპერიალისტური სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ, გაიზარდა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც დედაქალაქის ათასობით მკვიდრი შეუერთდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი არეულობა მოხდა ბაღდადში 1948, 1949, 1952 და 1954 წლებში. რევოლუციურმა მოვლენებმა, რომლებიც ერაყში განვითარდა 1950-იანი წლების შუა პერიოდში, გამოიწვია ჰაშიმიტთა მონარქიის გაუქმება და 1958 წლის ივლისში დამოუკიდებელი ერაყის რესპუბლიკის ჩამოყალიბება.  რესპუბლიკის დედაქალაქად   გამოცხადდა ბაღდადი.
 
1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ქალაქში ნაციონალიზირებული იქნა ყველა სამრეწველო საწარმო, ნავთობსაწარმოების გარდა. 1980-იან და 1990-იან წლებში, სპარსეთის ყურეში სამხედრო კონფლიქტების შედეგად (ჯერ ერაყსა და ირანს შორის, შემდეგ კი ერაყსა და ქუვეითს შორის), დედაქალაქში ეკონომიკური საქმიანობა გართულდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
Line 111 ⟶ 119:
'''•''' Iraq - Climate | Britannica
 
'''•''' Wiet Gastron (1971)''Baghdad: Metropolis of the Abbasid Caliphate. University of Oklahoma Press.''
 
'''•''' When Baghdad was centre of the scientific world. ''The Guardian''. Retrieved 16 February 2019.
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაღდადი“-დან