ბაღდადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: დამატება ლიტერატურის
iისტორიული ნარკვევი
ხაზი 69:
მცენარეული საფარიდან გავრცელებულია იალღუნის ბუჩქები, სანაპირო ზონაში - მარილიანი ჭაობის ბალახები,  ლერწამი, ტირიფი. წყალმცენარეები. ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ბევრია  ფინიკის პალმის ხეები.
 
იხვები, ჰერონები, პელიკანები, ბატები, აშენებენ თავიანთ ბუდეებს მდინარე ტიგროსის ნაპირებზე. კომერციული თევზიდან  მდინარის წყლებში გავრცელებულია: კობრი, ლოქო და ა.შ., დედაქალაქის მახლობლად მრავლადაა პატარა მღრღნელები, ვარანები, ასევე - მავნე მწერები, განსაკუთრებით  მალარიის მატარებელი კოღოები.
 
'''ისტორია'''
 
. ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. XIX—XVIII საუკუნეებში არსებობდა ბაღდადის დასახლება.
 
ბაღდადი დაარსდა მდინარე ტიგროსის ნაპირას 762 წლის 30 ივლისს. თავიდან ჰქონდა წრიული ფორმა. ქალაქის მშენებლობა, როგორც აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქის, დაიწყო აბუ ჯაფარ ალ-მანსურის განკარგულებით. არაბულ სახალიფოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების  შემდეგ აბასიანებმა გადაწყვიტეს, დედაქალაქი დამასკოდან ხორასანთან ახლოს აღმოსავლეთით გადაეტანათ.  ვინაიდან იმ დროისათვის ხორასანი წარმოადგენდა  მათი მომხრეების საყრდენს. ამასთანავე, ახალი დედაქალაქი უფრო ახლოს იქნებოდა სახალიფოს გეოგრაფიულ ცენტრთან, რომლის საზღვრებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა  აღმოსავლეთით VII—VIII საუკუნეებში . IX—X საუკუნეებში ბაღდადი გადაიქცა მსხვილ კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად ახლო აღმოსავლეთში. საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა ხელოსნობა, სხვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობა. სავაჭრო-საქარავნო გზები ბაღდადს აკავშირებდა სპარსეთის ყურესთან, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან, ირანთან, ამიერკავკასიასა და არაბეთის ნახევარკუნძულთან. მდინარე ტიგროსის სანაოსნო სისტემის მეშვეობით ბაღდადს საზღვაო ვაჭრობა ჰქონდა ინდოეთთან, აფრიკასა და სხვა ქვეყნებთან. ქალაქში შედიოდა სხვადასხვა პროდუქტი და ძვირფასი საქონელი არაბეთიდან, ინდოეთიდან და შორეული ევროპის ქვეყნებიდან. სავაჭრო და კულტურულ- ეკონომიკური კავშირი ჰქონდა საქართველოსთანაც. ქართულ ლექსიკაში სიტყვა „ბაღდადმა“ შეიძინა გადატანითი მნიშვნელობა და იხმარებოდა სიმდიდრის, სიუხვის, სიკარგის აღსანიშნავად.
 
აბასიანების სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ქალაქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული როლი მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა მისი კულტურული მნიშვნელობა კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა არაბული ქვეყნისათვის. ბაღდადმა მალე მოიპოვა მსხვილი სამეცნიერო ცენტრის სტატუსიჯერ კიდევ XIIIსაუკუნის დასაწყისში აქ გაიხსნა 30-ზე მეტი ბიბლიოთეკა. იყო ობსერვატორია.  
 
945 წელს ქალაქი გადავიდა ბუიდების დინასტიის მფლობელობაში, 1055 წლიდან სელჩუკების სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1258 წელს ბაღდადში ჰულაგუ ხანის ლაშქარი შეიჭრა. დანგრეული და განადგურებული ქალაქი ირანელი ილხანატის ჰულაგუიდების ხელში გადავიდა.
 
1356 წლიდან 1411 წლამდე ბაღდადი იყო მონღოლეთის სასულთნოს ''ჯალაირიდების'' დინასტიის პროვინციის ცენტრი. XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დასაწყისში ბაღდადში თემურლენგის ჯარი შეიჭრა, რომელმაც  უამრავი შენობა გაანადგურა და დაიტაცა ძვირფასეულობა. 1393 -1405 წლებში ბაღდადი თემურლენგის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.
 
1411-1469 წლებში ბაღდადი გახდა ყარა-კოინლუს  დინასტიის სასულთნოს პროვინციის ცენტრი გახდა.
 
1469-1508 წლებში იყო აკ-კოინლუს დინასტიის სახელმწიფოს პროვინციის ცენტრი.
 
1508-1523 წლებში ქალაქი სეფევიდების დინასტიის სახელმწიფოს პროვინციის ცენტრი გახდა.
 
1523 წლიდან 1529 წლამდე ბაღდადს ქურთები მართავდნენ.
 
1529 წლიდან 1534 წლამდე ბაღდადი ისევ სეფევიდების სახელმწიფოს პროვინციის ცენტრი იყო.
 
1535 წელს, 1514-1555 წლების თურქეთ-სპარსეთის ომის შედეგად. ბაღდადი შეიერთა ოსმალეთის იმპერიამ.
 
1623-1638 წლებში  მორიგი თურქეთ-სპარსეთის ომის შედეგად ბაღდადი ისევ სეფევიდების კონტროლის ქვეშ მოექცა, თუმცა 1638 წელს უკვე საბოლოოდ შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომლის ნაწილი იყო 1917 წლამდე.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაღდადი“-დან