ყვითელფეხა წინტალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ყვითელფეხა წინტალა''' ({{lang-la|Charadrius melodus}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[მეჭვავიასნაირნი|მეჭვავიასნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 17–18 [[სმ]], მასა 43–63 [[გრამი]]. შეფერილია ქარც-მორუხო-ყავისფრად, მუცელი თეთრია, აქვს ვიწრო, ზოგჯერ გაწყვეტილი საყელო. ფეხები მოყვითალო-ნარინჯისფერია. გამრავლების სეზონზე [[ნისკარტი]] შეფერილია ნარინჯისფრად, მისი წვერი შავია; საყელო და შუბლზე არსებული ზოლიც აგრეთვე შავი. დანარჩენ დროს საყელო რუხ ფერს იღებს და მკერდის მიდამოში წყდება.<ref name="id" /> ბუდობს [[აშშ]]-სა და [[კანადა]]ში — [[ატლანტის ოკეაე|ატლანტის ოკეანის]] სანაპიროზე, [[დიდი ვაკეები|დიდ ვაკეებზე]] და [[დიდი ტბები]]ს რეგიონში; მცირე რაოდენობით — [[სენ-პიერი და მიკელონი|სენ-პიერსა და მიკელონზე]]. იზამთრებს კაროლინებიდან ([[ჩრდილოეთი კაროლინა|ჩრდილოეთი]] და [[სამხრეთი კაროლინა|სამხრეთი]], აშშ) [[ტამაულიპასის შტატი|ტამაულიპასის შტატამდე]] ([[მექსიკა]]), [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამის კუნძულებზე]], [[კუბა]]ზე, [[ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები|ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე]] ([[გაერთიანებული სამეფო]]), აგრეთვე გვხვდება [[ბარბადოსი|ბარბადოსზე]], [[ჰაიტი]]ზე, [[დომინიკელთა რესპუბლიკა]]ში, [[ბერმუდა]]ზე, [[იამაიკა]]ზე, [[პუერტო-რიკო]]ში (აშშ), [[აშშ-ის ვირჯინის კუნძულები|აშშ-ისა]] და [[ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები|ბრიტანეთი ვირჯინის კუნძულებზე]], [[სენტ-კიტსი და ნევისი|სენტ-კიტსსა და ნევისში]].<ref name="iucn" /> ბუდობს მოქცევის დონის მაღლა რბილ ქვიშიან ადგილებში, სადაც ნაკლები მცენარეულობაა. ზამთარს ატარებს სანაპიროს პლაჟებზე, ქვიშიან ან ლამიან თავთხელებში.<ref name="id" /> ბუდე მდებარეობს ღია გრუნტზე, წყლიდან ოდნავ მოშორებით, ხშირად დიდი ზომის ქვის ან ბალახთა ჯგუფის გვერდით; წარმოადგენს მცირე ზომის ნაკაწრს ქვიშაზე, რომელიც ზოგჯერ ამოფენილია ნიჟარებითა და კენჭებით. დებს 4 (ზოგჯერ 2–3, იშვიათად 5) კრემისფერ კვერცხს შავი და მუქი ყავისფერი ლაქებით. კრუხობს ორივე მშობელი, [[ინკუბაცია]] 26-28 დღე-ღამე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ბუდეს რამდენიმე საათში ტოვებს. საკვებს თვითონ მოიპოვებს. ფრენის უნარს 21-35 დღეში იძენს. ცივ ამინდებში დედალი იფარებს ხოლმე, თუმცა ზოგჯერ მამალს უტოვებს მოსავლელად და თვითონ თავს ანებებს.<ref name="audubon" /> ნადირობის დროს გაირბენს, გაჩერდება და დაიხრება, რათა აკენკოს ან მოსინჯოს ზედაპირი, სადაც შეიძლება იყოს მისი ნადავლი.<ref name="lifehistory" /> სანაპიროზე იკვებება [[მწერები]]თ, ზღვის [[ჭიაყელები]]თ, [[კიბოსნაირნი|კიბოსნაირებით]], ზღვის სხვა [[უხერხემლოები]]თ; ხმელეთზე — აგრეთვე მწერებით, მათ შორის მცირე ზომის [[ხოჭოები]]თ, [[წყლის ბაღლინჯო]]ებით (''Notorecta glauca''), [[ქინქლები]]თ და სხვ.<ref name="audubon" />
 
== სქოლიო ==
ხაზი 6:
<ref name="iucn">{{cite iucn|url=https://www.iucnredlist.org/details/22693811/0 |title=''Charadrius melodus'' |author=BirdLife International |author-link=BirdLife International |year=2012 |accessdate=13 აგვისტო, 2020|ref=harv}}</ref>
<ref name="audubon">{{Cite web | url = https://www.audubon.org/field-guide/bird/piping-plover | title = Piping Plover (''Charadrius melodus'') | publisher = [[ოდიუბონის ეროვნული საზოგადოება|National Audubon Society]]. ''audubon.org'' | accessdate = 13 აგვისტო, 2020}}</ref>
<ref name="lifehistory">{{Cite web | url = https://www.allaboutbirds.org/guide/Piping_Plover/lifehistory | title = Piping Plover Life History | publisher = All About Birds. ''allaboutbirds.org'' | accessdate = 13 აგვისტო, 2020}}</ref>
}}